,,მშვიდი არჩევნები” დამთავრდა. არჩევნების პროცენტული მაჩვენებელი
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მიხედვით და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების
კომენტარები.
როგორც ამბობენ, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მოსახლეობა
დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ამ მხრივ გამონაკლისია.
საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ინფორმაციით, არჩევნებზე მოსახლეობის საკმაოდ
მაღალი აქტიურობა შეინიშნებოდა.
1 - ასპინძის
მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 9 860-ს
შეადგენდა,
აქედან ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 71-მა პროცენტმა, ანუ
6 999-მა კაცმა მიიღო.
2 – ახალციხის
მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა სიის მიხედვით შეადგენდა 36 295 კაცს,
აქედან არჩევნებში საკუთარი პოზიცია 24 228 კაცმა, ანუ ამომრჩევლის 66.75-მა პროცენტმა
დააფიქსირა.
3 - განსხვავებული
მდგომარეობა იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სადაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობა
27 749 კაცს შეადაგენს. არჩევნებზე მხოლოდ 14 050 მათგანი მივიდა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს არაერთგვაროვნად აფასებენ.
“ამ არჩევნებს ფარსი ვუწოდე. გაყალებება ისევ იყო. თუ ადრე საჩივრის დაწერის საშულება მაინც გვქონდა, ახლა ესეც ვერ გავაკეთე”, - განაცხადა ,,ალიანსი საქართველოსთვის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამარ გოგოლაძემ.
საარჩევნო ბლოკ ,,ეროვნული საბჭოს” წარმომადგენელი ახალციხეში ოლეგ სანდროშვილი მიიჩნევს, რომ ,,ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურს იყენებდა, მაგრამ ამის საშუალებას კანონი აძლევდათ. გავიდნენ შვებულებაში და ისე ეწეოდნენ აგიტაციას. ჩვენ კი ფინანსები არ გვქონდა. არ მქონდა ოფისი. არ მქონდა ხარჯები სოფლებში რომ გავსულიყავი და მოსახლეობას შევხვედროდი. პლაკატებიც 29 მაისს ჩამოგვივიდა. ყველაფერი არჩევნების შედეგზე აისახა”.
ასპინძის მუნიციპალიტეტი
,,ალიანსი საქართველოსთვის – 3, 83%;
,,თოფაძე –მრეწველები” – 4, 94%;
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 74, 1%;
,,ეროვნული საბჭო” – 2,4%;
,,გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება” – 9,9%;
,,თორთლაძე – დემოკრატიული პარტია” – 4, 8%.
ასპინძის #39 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე როსტომ მაგრაქველიძემ
განაცხადა, რომ ,,მუნიციპალიტეტში არჩევნებმა
მშვიდ ვითარებაში ჩაიარა”.
ასპინძის 12 ოლქში ათი წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”
იქნა არჩეული. დანარჩენი ორი კი ,,თორთლაძე – დემოკრატიული პარტია” და ,,გიორგი
თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან დემოკრატიული
გაერთიანებიდან”.
ახალციხის მუნიციპალიტეტი
,,ალიანსი საქართველოსთვის” – 3,5%;
,,თოფაძე –მრეწველები” – 1,24%;
,,ეროვნული საბჭო” – 5,26%;
,,გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება” – 12,82 %;
,,თორთლაძე – დემოკრატიული პარტია” - 6,66 %;
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 70,4%.
ახალციხის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით 16 ოლქში
თექვსმეტივე კანდიდატი ,,ერთიანი ნაციონალურ მოძრაობიდან” იქნა არჩეული.
,,ოლქში
არცეთი საჩივარი არ შემოსულა. უბნებზე ოთხი საჩივარი დაიწერა, რომლებიც კომისიების
მიერ ადგილზევე აღმოიფხვრა. არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატადა და არანაირ ექსცესს
ადგილი არ ჰქონია”, - გვითხრა ¹37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა
ქეთევან მიშველიძემ.
ადიგენის მუნიციპალიტეტი
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 80, 7%;
,,თოფაძე –მრეწველები” – 1,5%;
,,ალიანსი საქართველოსთვის” – 2,3%;
,,ეროვნული საბჭო” – 1,8%;
,,გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება” - 11, 4%;
,,თორთლაძე – დემოკრატიული პარტია” – 2,3%.
ადიგენის საკრებულოში სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსი მდგომარეობაა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემით 15 ოლქში
თხუთმეტივე კანდიდატი ,,ერთიანი ნაციონალურ მოძრაობიდან” იქნა არჩეული.
,,გამომჟღავნდა
სიებში უმნიშვნელო ცდომილება, საჩივარი ოლქში არ შემოსულა. მდგომარეობა იყო მშვიდი
და ნორმალური”, - განაცხადა #38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ
ჯაბა მაჭარაშვილმა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
– 58, 2%;
,,ალიანსი საქართველოსთვის” -5,8%;
,,ეროვნული საბჭო” – 6,3%;
,,გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება” – 15, 4%;
,,თორთლაძე – დემოკრატიული პარტია” – 2,9%;
,,თოფაძე –მრეწველები” – 11, 9%.
ბორჯომის 11 მაჟორირატულ ოლქში თერთმეტივე წევრად ,,ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის” მიერ წარდგენილი კანდიდატები აირჩიეს.
როგორც #36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან
დევიძემ გვითხრა, საჩივარი ოლქში არ შესულა და ყველაფერმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
გულო კოხოძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი