ახალქალაქში
კანალიზაციის
სადინარების
ფილტრაცია
არ
ხდება, წყალსადენი და კანალიზაცია კი
ერთმანეთთან
ძალიან
ახლოსაა
განლაგებული. ადამიანები ყველაფერს, რაც
ხელში
მოხვდებათ, კანალიზაციაში უშვებენ – ეს ყველაფერი მომავალში, შესაძლოა, მთელი
რეგიონის
მასშტაბით
ეკოლოგიური
კრიზისის
მიზეზი
გახდეს.
ქალაქის
საკანალიზაციო
სისტემაში
ოთხი
ძირითადი
სადინარია. პირველი და მეორე მდინარე თავფარავანში ჩაედინება, მესამე და მეოთხე სადინარი კი
მდინარე
კრხ-ბულახში. არსებობს
ასევე
მცირე, წერტილოვანი მიკრო სადინრები ცალკეული
სახლებიდან, რომლებიც, ასევე
მდინარეებში
ჩაედინება. ამ მდინარეებში ჩასული
ჩამდინარე
ნაკადები
გზას
აგრძელებს, გზაზე ზოგიერთი ნარჩენის
გაფილტვრა
ხდება, თუმცა, მავნე ნივთიერებათა
ნაწილი, როგორიცაა დაავადებათა მიკრობები, გადაადგილებას აგრძელებს.
სახელმწიფო
პოლიტიკის
შემუშავების
პროცესში
ეთნიკური
უმცირესობების
ჩართვის
მხარდაჭერის
პროგრამის
GFSIS-ის
ფარგლებში
ედგარ
არუთიუნიანმა
ახალქალაქში
ჩამდინარე
წყლების
მდგომარეობა
შეისწავლა.
“ჩამდინარე
წყალი
მდინარეებში ღიად, ყოველგვარი
დამცველი
მექანიზმების გავლის გარეშე ჩაედინება. არ
არსებობს
გამწმენდი მოწყობილობები, რომლებიც
წყალს
ჩამდინარე ნაკადებისა და მასში არსებული ნაგვისგან დაიცავდა. მასში
კი, დამერწმუნეთ, ყველაფრის
პოვნა
შეიძლება, ცელოფნის პარკებიდან და მკვდარი ცხოველებიდან მრავალფეროვან უხსნად ნივთიერებებამდე. არის
ხალხი, რომლებიც პროპანის (ბუნებრივი
აირის
ბალონები) ნარჩენებს პირდაპირ კანალიზაციაში ღვრის. ეს
კი
საწამლავია. გარდა ამისა, კანალიზაციაში
შეიძლება
სხვადასხვა ქიმიკატებიც მოხვდეს, მაგალითად, აზოტი”, - ამბობს ედგარ არუთიუნიანი.
ბოლო
წლებში
მდინარეებში
წყლის
ბინადართა
რაოდენობა
შემცირდა. მიუხედავად მდინარეების დაბინძურებისა, მასში ბევრი ბანაობს და ვერ აცნობიერებს, რა
საფრთხის
წინაშე
დგება.
“ყველაზე
მთავარი
ისეთი
დაავადებების გაჩენისა და გავრცელების საფრთხეა, როგორიცაა
მუცლის
ტიფი, დიზენტერია, ქოლერა, ნაწლავის ჩხირი და კანის სხვადასხვა დაავადებები”, - ამბობს ედგარ არუთიუნიანი.
ახალქალაქის
საკანალიზაციო
და
წყალსადენი
ქსელი
გასული
საუკუნის 50-იან წლებში აშენდა. ის
დღევანდელ
სტანდარტებს
არ
შეესაბამება. კანალიზაცია და წყალსადენი ერთმანეთთან
ძალიან
ახლო
მანძილზე
მიედინება. საერთაშორისო სტანდარტების თანახმად,
წყალსადენი
და
საკანალიზაციო
მილები
ერთმანეთისგან 60 სანტიმეტრით უნდა იყოს დაშორებული, ხოლო
თუ
ისინი
პარალელურია, ოთხი მეტრის მანძილით. ამ
პარამეტრების
დარღვევამ
მილების
მცირე
დაზიანების
დროსაც
კი
საშინელი
შედეგები
შეიძლება
გამოიწვიოს.
1980 წელს სოფელ დილისკას შორიახლოს გამწმენდი მოწყობილობებისა
და აუზების მშენებლობა დაიწყო, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაფინანსებაც შეწყდა და მშენებლობაც. გამწმენდი მოწყობილობა ნაწილობრივ მზადაა, დარჩენილი სამუშაოების განხორციელებას
სოლიდური სახსრები სჭირდება.
რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის
თქმით, ჩამდინარე წყლების პრობლემა მთელი საქართველოს მასშტაბით არსებობს. მთავრობა ამ საკითხის მოსაგვარებლად კონკრეტულ ნაბიჯებს უკვე დგამს, თუმცა, ჯერჯერობით ეს მხოლოდ დიდ ქალაქებს შეეხება.
“შოტლანდიაში საქმიანი ვიზიტით ვიყავით, რათა იქაურ ფირმებთან ხელშეკრულებები გაგვეფორმებინა. შოტლანდიიდან ჩამოტანილ გამწმენდ მოწყობილობებს ბათუმში, ქობულეთში, ფოთსა და ბაკურიანში გამოვიყენებთ, სადაც მართლაც დიდი პროექტები ხორციელდება. თუმცა ვფიქრობ, რომ მალე ეს პროცესი მუნიციპალიტეტებამდეც მოაღწევს”, -
ამბობს რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი მიშა გვაძე.
ნარჩენების გადამუშავების პრაქტიკა, მათ შორის, მდინარეებზეც, მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული. ედუარდ არუთიუნიანის აზრით, ჩამდინარე წყლების პრობლემის მოგვარებით მოგების ნახვაც შესაძლებელია.
“მათი გადამუშავების შედეგად შესაძლებელია, მაგალითად, ბიო გაზის, ასევე ტექნიკური სპირტის მიღებაც. ნარჩენებისგან საპნის, სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებების, კრემებისა და მალამოების დამზადებაც შეიძლება. გადამუშავების ერთ-ერთი პროდუქტია აზოტი. რასაკვირველია, არსებობს ერთი ნიუანსი. თუ მოსახლეობის რაოდენობა მცირეა, მასა ასევე მცირე გამოვა”, - ამბობს იგი.
ქრისტინა
მარაბიანი, ახალქალაქი
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი