“დასურათებული ამერიკა” ახალციხეში


 11 ივნისს სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში ამერიკის საელჩომ ამერიკული სახვითი ხელოვნების ცნობილი ნიმუშების რეპროდუქციების  გამოფენა
,,
დასურათებული ამერიკამოაწყო.

  


გამოფენას თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, სადაც მხოლოდ 12 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. კოლექცია 40 ნამუშევარს მოიცავს და ორმოცივე ნამუშევრის გამოფენა ახალციხეში მოხდა.

,,გვიხარია, რომ გამოფენა ახალციხეში ჩამოვიტანეთ. სამწუხაროდ, ხშირად ვერ ხერხდება მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ამ რეგიონში და ამიტომ ჩვენ ძალიან გვეამაყება, რომ მოვახერხეთ და ჩამოვიტანეთ ეს ნამუშევრები ახალციხეში”, - განაცხადა ამერიკის საელჩოს  განათლების, კულტურის, პრესის და ინფორმაციის განყოფილების უფროსმა სინტია უიტლსიმ. 

გამოფენა წარმოადგენს ილუსტრაციებს ამერიკის ისტორიული, სოცილაური, კულტურული სფეროებიდან. აქ არის როგორც ისტორიული კადრები, ასევე არქიტექტორული ძეგლები, პორტრეტები.

დღის პირველ ნახევარში გამოფენა სტუდენტებმა,  სკოლის მოსწავლეებმა 
და პედაგოგებმა დაათვალიერეს. გაიმართა თითოეულ ნამუშევარის შესახებ მცირე, ლექციის ტიპის პრეზენტაციაც.

,,დასურათებული ამერიკისგამოფენა მომავალში თელავსა და  თბილისში, პარლამენტის ბიბლიოთეკაშიც იგეგმება.

გულო კოხოძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი