ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯაბექში ორი ხიდის რემონტი მიმნარეობს. ერთი ქალაქს უკავშირდება, მეორე კი – საძოვრებსა და სახნავ-სათეს მინდვრებს. სოფლის მცხოვრებლებს განსაკუთრებით მეორე ხიდის რემონტი ახარებთ.
ხოჯაბექის მცხოვრებთათვის მინდვრებთან დამაკავშირებელი ამორტიზეირებული ხიდი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდ პრობლემად იქცა. მოსახლეობას ყოველდღიურად ზედმეტი სამი კილომეტრის გავლა უწევდა. განსაკუთრებით რთული მოსავლის აღების პერიოდი იყო, რადგან დამატებითი კილომეტრები საწვავის დამატებით ხარჯს ნიშნავდა.

მოსახლეობამ დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართა. ორივე ხიდის საკუთარი სახსრებით გარემონტების ინიციატივა მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა გამოიჩინა.
ხოჯაბექელებს იმედი აქვთ, რომ თივის აღების სეზონისთვის უკვე გარემონტებული ხიდით სარგებლობას შეძლებენ. ისინი უკვე ითვლიან სარგებელს, რასაც ხიდის რემონტი მოიტანს. სოფლის მცხოვრებთა თქმით, საქონლის წველადობაც კი გაიზრდება, რადგან საძოვრებამდე მანძილი შემცირდება.
სოფლის ქალაქთან დამაკავშირებელი ხიდიც მწყობრიდანაა გამოსული, რადგან მრავალი წლის განმავლობაში მისი რეაბილიტაცია არ მომხდარა. ეს პრობლემატური იყო როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ისე ავტომფლობელთათვის, რადგან ხშირი იყო ავტოავარიები.
წოვინარ ავაკიანი, ნინოწმინდა
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი