ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში
ექსტერნის გამოცდებზე გასვლის მსურველთა 87 განცხადება დაიწერა. თუმცა, როცა გაირკვა, რომ გამოცდები ახალციხეში ტარდებოდა, ნაწილმა სკოლის ნაადრევი დამთავრება გადაიფიქრა. საბოლოოდ, გამოცდებზე 70 ნინოწმინდელი მოსწავლე გავიდა.
გამოცდები ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა. ბევრმა მშობელმა შვილის ახალციხეში მარტო გამოშვება ვერ გაბედა.
გარნიკ ესოიანმაც ხუთი დღე ნათესავებთან გაატარა. პირველ დღეებში იგი მშობლებს გამოცდებზე მანქანით დაყავდათ და დაახლოებით 120 ლარი დახარჯეს. ესოიანი გამოცდებისთვის კარგად მოემზადა, მაგრამ ქულების საჭირო ოდენობის მოგროვება მაინც ვერ შეძლო.
გარნიკ ესოიანმაც ხუთი დღე ნათესავებთან გაატარა. პირველ დღეებში იგი მშობლებს გამოცდებზე მანქანით დაყავდათ და დაახლოებით 120 ლარი დახარჯეს. ესოიანი გამოცდებისთვის კარგად მოემზადა, მაგრამ ქულების საჭირო ოდენობის მოგროვება მაინც ვერ შეძლო.
“ვემზადებოდი, მაგრამ საჭირო რაოდენობის ქულების დაგროვება ვერ მოვახერხე, სამი ქულა არ მეყო. ჩემი აზრით, შედეგებზე მგზავრობამ იმოქმედა, დილიდან გზაში ვიყავი და გამოცდაზე დაღლილი მივდიოდი”, - ამბობს ნინოწმინდის ¹1 საჯარო სკოლის მოსწავლე გარნიკ ესოიანი.
¹2 სააჯრო სკოლის მოსწავლემ ვარსენიკ ტონოიანმა გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სკოლაც დაამთავრა: “ექსტერნის გამოცდებისთვის თებერვლიდან ვმეცადინეობ. ვემზადებოდი მათემატიკაში, ინგლისურ და ქართულ ენებში და ფიზიკაში. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდაზე 12 კლასის მასალის ცოდნა იყო სავალდებული, მაინცდამაინც არაფერი გამჭირვებია, რადგან ვმეცადინეობდი”.
საბოლოო შედეგებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან
გამოცდები წარმატებით ჩააბარა 6 მოსწავლემ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ექსტერნის გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეებისთვის გამონაკლისის სახით უნიკალურ შეღავათს აწესებს. მოსწავლეებს, რომლებმაც რომელიმე საგანში დაწესებული ბარიერი ვერ გადალახეს, შესაძლებლობა აქვთ საგანი მომავალ წელს ჩააბარონ. თუმცა, შეუნარჩუნდებათ
ყველა იმ საგანში მიღებული ქულა, რაც 2010 წელს წარმატებით გაიარეს.
არარატ თთთიანი, ნინოწმინდა
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი