გასული არჩევნების საკამათო მომენტები


ორგანიზაციამრავალეროვანი საქართველოახალქალაქის მუნიციპალიტეტში არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს, საოლქო საარჩევნო კომისიაში კი ამის მიზეზს ვერ ხედავენ.

სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რაიონებში სადამკვირვებლო მისიასმრავალეროვანი საქართველოს” 320 წევრი ახორციელებდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნების უმრავლესობაში არჩევნების დღეს ამ ორგანიზაციის ერთი დამკვირვებელი მაინც იყო.

არჩევნების მეორე დღესმრავალეროვანმა საქართველომმათ დამკვირვებელთა დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სახელწოდების ქვეშ ჩამოწერილი დარღვევებიდან აბსოლუტურად ყველა ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ეხებოდა.

არჩევნების დღესვემრავალეროვანი საქართველოსთავმჯდომარემ არნოლდ სტეპანიანმა ჩაატარა პრეს-კონფერენცია, რომელზეც განაცხადა, რომ არჩევნები საქართველოს ტერიტორიაზე უხეში დარღვევებით ჩატარდა და სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადებაც გააკეთა. მოვითხოვთ, რომ ამ ორ რაიონში არჩევნების შედეგები გაუქმდეს, რადგან ჩვენ ბიულეტენების ჩაყრისა და საარჩევნო ურნების გახსნის შემთხვევები დავაფიქსირეთ (Panorama.ამ), - განაცხადა არნოლდ სტეფანიანმა, რომლის მტკიცებითაც ამ ფაქტების დამადასტურებელი ვიდეომასალაც არსებობს. მან ასევე აღნიშნა, რომ კენჭისყრის პროცესის დროს ადგილი ქონდა .. “კარუსელებს”.

 მისი თქმით, მიღებულია ბევრი საჩივარიც. თუმცა #40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში მხოლოდ ხუთი საჩივარია დაფიქსირებული, ყველა ორგანიზაციამრავალეროვანი საქართველოსდამკვირვებლებისგან. დაკმაყოფილებული არც ერთი არ არის, რადგან საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი არ გახლავთ.

შემოსული საჩივრები განხილვას არ ექვემდებარება, რადგან ფაქტები არ არის დაფიქსირებული. ერთში ზუსტი დრო არაა მითითებული, მეორეში ნათქვამია, რომ უბანზე მარკირება არ გააკეთეს, მაგრამ ეს ვის და როდის შეეხო, მითითებული არ არის”, - ამბობს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ასმიკ მარანგოზიანი.

თუმცა იგივე საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც საჩივრის შედგენის წესებს საზღვრავს, შეიცავს პუნქტს, რომლის მიხედვითაცგანცხადების (საჩივრის) მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი საარჩევნო კომისიიდან, ვალდებულია განმცხადებელს (მომჩივანს) განცხადების (საჩივრის) ნაკლოვანებაზე მიუთითოს და მათი აღმოფხვრისთვის გონივრული ვადა განუსაზღვროს” (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, სტატია 642), ანუ ნაკლოვანებათა აღმოფხვრა თავად კომისიის წევრებს უნდა ეცადათ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მათ ან არ იცოდნენ ან არ ისურვეს.

საუბნო კომისიების მუშაობის შესახებ ბევრი რამაა ნათქვამიმრავალეროვანი საქართველოსმიერ მომზადებულარჩევნების დღის მონიტორინგში”. კერძოდ, ამ დოკუმენტში ვკითხულობთ: საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ახალქალაქის საოლქო კომისიაში უბნებიდან შემოსული ოქმების 90 პროცენტზე მეტი არ იყო კანონმდებლობის შესაბამისად შევსებული. აღნიშნული ტენდენცია მასობრივ ხასიათს ატარებდა, რაც ნათლად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საუბნო კომისიის წევრები არ იყვნენ ადეკვატურად მომზადებულნი საარჩევნო პროცედურების ჩატარებისთვის (საერთოდ ნაკლებად იყვნენ ინფორმირებულნი საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ) და მათი საარჩევნო ცნობიერებს დონე ნამდვილად არ შეესაბამებოდა მათდამი წაყენებულ მოთხოვნებს, მიუხედავად მრავალი სატრეინინგო პროგრამისა, რომელიც მათ ჩაუტარდათ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები საარჩევნო დოკუმენტაციას დამოუკიდებლად ვერ ადგენდნენ და დახმარებას კომისიის წევრებს თხოვდნენ.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ საუბნო ოქმები, ძირითადად, სწორად იყო შევსებული. მისი თქმით, ამაზე უკვე სალაპარაკო აღარაფერია.

მუშაობა მთელი ღამე მიმდინარეობდა, ჩვენი ცამეტი წევრი, ეუთო- წარმომადგენლები, დამკვირვებლები, ოპოზიცია, ყველა იქ იყო. თუ საკითხი დასასმელი იყო, მაშინ უნდა ეთქვათ. რასაკვირველია, თუ კომისიამ პროტოკოლები დაამტკიცა, ყველაფერი რიგზე იყო (ისინი სწორად გახლდათ შედგენილი). სწორედ ამაზე დაყრდნობით შევადგინეთ საოლქო პროტოკოლი. შევსებისას კი მხოლოდ ერთ ადგილზე შეეშალათ, პროპორციული სიების ნაცვლად სხვა შეავსეს”, - ამბობს ასმიკ მარანგოზიანი.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგებს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დასრულებიდან არა უგვიანეს 24 დღის განმავლობაში დააჯამებს. 23 ივნისს ჩატარდება სხდომა, რომელზეც ცენტრალური საარჩევნო კომისია, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული დოკუმენტების საფუძველზე, არჩევნების საბოლოო შედეგების პროტოკოლს შეადგენს.
რიმა
ღარიბიანი, ახალქალაქი

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი