ზოგისთვის ლოდინი უშედეგოდ დასრულდა, ზოგი კი კვლავ ელოდება


 რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ გლეხებზე სამასალე მერქნის გაცემა დაიწყო. თუმცა, გასული წლის იანვრიდან დღემდე მოქალაქეების მხოლოდ 5,4 პროცენტი დაკმაყოფილდა
  
სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა სატყეო-სამმართველომ პირადი საჭიროებისთვის მოთხრილ-მოტეხილ ტყეებსა და მიკრო უბნებში სამასალე მერქნის გამოყოფა გასული წლის იანვრიდან დაიწყო. ამ დროიდან დღემდე გუბერნატორის შუამდგომლიბით სატყეო-სამმრთველომ 2 600-ზე მეტი განცხადება მიიღო. მანამდე კი, როგორც წესი, განცხადებებმა თავი მუნიციპალიტეტების გამგეობებში მოიყარა. ისე როგორც გასულ წლებში, სამასალე მერქანზე მოთხოვნა არც ახლა შემცირებულა.
თითქმის ყოველდღე ორი ან სამი განცხადება შემოდის, ზოგს სამასალე მერქანი უნდა, ზოგს დახერხილი ფიცარი, - ამბობს ეკონომიკის გზებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი გია ქასრაშვილი. იგი ერთ-ერთია კომისიის წევრებს შორის, რომლებიც შემოსული განცხადების შემდეგ ადგილზე სწავლობენ, მართლა სჭირდება თუ არა მოქალაქეს იმდენი მასალა, რამდენიც განცხადებაში აქვს მითითებულიჯერ ისეთი განცხადება არ შემოსულა, რომ მასალას ვინმე ტყუილად ითხოვდეს. ყველას აქვს რაღაც დაზიანებული”.  

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე 650-მდე განცხადებაა შესული. მათ შორის, ვისაც სამასალე მერქანი უნდა, კომისიის დათვალიერებისა და შესაბამისი დასკვინის დაწერის შედეგ გამგეობა გუბერნიაში გზავნის. მათ კი, ვინც დახერხილ ფიცარს ითხოვს, გამგეობა თავად აკმაყოფილებს.

საფინანსო სააგენტო ჩამორთმეულ მასალას გადმოგვცემს, ძირითადად ისეთს, რომელიც გასაყიდად გაჰქონდათ”, - გვიხსნის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე ალექსი კოსტანიშვილი.

უკანონოდ მოპოვებული მასალის მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემა გასული წლის აგვისტოდან დაიწყო. შარშან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 227, მიმდინარე წელს კი 170 კუბური მეტრი მიიღო. 397 კუბური მეტრიდან დღეისათვის გაცემული 235-ია, 162-საც ეტაპობრივად გასცემენ. დახერხილ ფიცარზე 250-ზე მეტი მოთხოვნიდან გამგეობამ დღემდე 115 დააკმაყოფილა.

ყურადღებას განსაკუთრებით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ რეგისტრირებულებზე ვამახვილებთ, - ამბობს კოსტანიშვილი და დასძენს, რომ გამგეობას პირადი მოხმარებისთვის სამ კუბამეტრზე მეტი მასალა არ გაუციამაგალითად რიტუალებისათვის ვალეში 25, ბოგაში 5, მუსხში 10 კუბური მეტრი გავეცით”.

კანონი მუნიციპალიტეტის გამგეობებს არ უწესებს შეზღუდვას რა რაოდენობის მასალა უნდა გასცენ.

სახლის მშენებლობას 30-40 კუბურიმეტრი სჭირდება, მაგრამ ამის საშუალება სად გვაქვს?! ვცდილობთ ცოტა მაინც მივცეთ, რომ ელემენტარული პრობლემა მოიგვარონ”, - ამბობს გამგებლის თანაშემწე.

მათი განცხადებები, ვისაც გამგეობა არ აკმაყოფილებს, სამხარეო ადმინისტრაციაში იგზავნება. იანვრიდან დღემდე გუბერნიაში ადიგენიდან 239, ახალციხიდან 341, ასპინძიდან 323, ნინოწმინდიდან არცერთი, ახალქალაქიდან 1, ბორჯომიდან 134 განცხადებაა შესული. მიმდინარე წლის დასაწყისამდე კი რეგიონში პირადი საჭიროებისათვის მხოლოდ 113 ოჯახია დაკმაყოფილებული.

წელს აპრილიდან დაიწყო გაცემა და დაახლოებთ 100 კუბამეტრამდე უკვე გავეცით. მთავრობის 129- დადგენილებით, პირადი საჭიროებისათვის მოსახლეობის დაკმაყოფილება 5 კუბამეტრზე მეტით იკრძალება. მათი გამოყოფაც მოთხრილ-მოტეხილ, ქარტეხილ ხეებსა და მიკრო უბნებში შეგვიძლია”, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სატყეო-სამმართველოს უფროსი ალექსანდრე თუმასიანი.

მისივე თქმით, რეგიონის მასშტაბით 2009 წლის იანვრიდან დღემდე მოთხოვნა დაახლოებით 16 ათას კუბურმეტრზეა: გვიჭირს გამოყოფა, მოთხრილ-მოტეხილში სამასალე მერქანი იშვიათად აღირიცხება, მიკრო უბანი კი ეს მემილიონედი ნაწილია”.

გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გოგა ხაჩიძის განცხადებით: ამ რაოდენობის მოთხოვნის დაკმაყოფილება რომ მოხდეს, მაშინ გამოდის, რომ მთელი სამცხე-ჯავახეთი უნდა გაიჩეხოს, პირადი საჭიროებისათვის 5 კუბამეტრს ყველა ღებულობს, თუმცა ხშირად ამასაც გასაყიდად იყენებენ, სპეკულიანტობენ”.

სატყეო-სამმართველოში შესული განცხადებების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, თუმცა, ზრდის ტემპის პარალელურად არა თუ სამასალე მერქნის მოძიება, უკვე მოძიებულის ათვისებაც კი ვერ ხერხდება. ფოთლოვანი სამასალე ტყეკაფები სამცხე ჯავახეთის რეგიონულ სატყეო სამმართველოს არ გააჩნია. ერთ კუბურ მეტრ წიწვოვან სამასალე მერქანზე ბუნებრივი მოსაკრებლის 22 ლარის, 5-ზე კი 110 ლარის გადახდა შეჭირვებულ მოსახლეობას არ შეუძლია. ხშირ შემთხვევაში ამ მიზეზს მეორე გარემოებაც ერთვისმიუვალი ადგილებიდან სამასალე მერქანი ფიზიკურად ვერ გამოაქვთ.   

სიხშირე დაცემულია ახლო უბნებზე, შორ უბნებზე ვერ მიდიან. ერთია, რომ ფიზიკურად ვერ გამოაქვთ და მეორემანქანისა და ბენზინის საშუალება არ აქვთ”, - გვიხსნის თუმასიანი.  

2009 წლის იანვრამდე სამასალე მერქნის მოთხოვნით დაგროვილ 3000-მდე განცხადების დაკმაყოფილებაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა სატყეო-სამმართველომ უარი განაცხადა. გასული წლის დასაწყისიდან დღემდე შესული 2 600-ზე მეტი განცხადებიდან კი ჯერ მხოლოდ 140 დააკმაყოფილა. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა უგზოობისა და მიუვალობის გამო მისი ათვისებაც ვერ ხერხდება. ამ დროს კი რეგიონში გაცემული ორი ხანგრდძლივვადიანი ლიცენზიაა. ადიგენში 10 წლით უტყისუბანი, ახალციხეში კი .. კეტჩის სარეინჯეროა. ადიგენიდან 10 წლის განმავლობაში 5 000, ახალციხიდან წელიწადში კი 428 კუბური მეტრი სამასალე მერქანი უნდა გაიტანონ.

თამუნა უჩიძეახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი