არჩევნების დღის ქრონიკა
ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნები სამცხე-ჯავახეთში. პოლიცია
საარჩევნო უბნებზე; ზეწოლა ჟურნალისტებზე და უფუნქციო დამკვირვებლები.
ახალციხე, #1 საარჩევნო უბანი
#37 ახალციხის ოლქის #1 უბანს მონიტორინგს ხუთი ორგანიზაციის წარმომადგენელი უწევდა:
-
,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”;
-
,,მრავალეროვანი საქართველო”;
-
,,ახალგაზრდული მოძრაობა ჩვენი თაობა”;
-
,,ახალი თაობა, ახალი ინიციატივა”;
- ,,საზოგადოებრივ ინიციატივათა ალიანსი”.
ახალციხის #1 საარჩევნო უბანში დილის 7 საათიდან იმყოფებოდა არასაუწყებო
დაცვის სამსახურის ორი პოლიციელი, რომლებმაც
განაცხადეს, რომ დაცვის უფროსის დავალებით მოვიდნენ უბანში.
ხმის მიცემა პირადობის მოწმობის გარეშე
#38 ადიგენის ოლქის #7 ვარხნის უბანზე ერთმა ამომარჩეველმა 8 საათზე
და 15 წუთზე პირადობის მოწმობის გარეშე მისცა ხმა.
ახალციხე - #7 საარჩევნო უბანი
#37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანზე განსაკუთრებული
ხალხმრავლობა იყო. ამავე დროს საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა სამი სამართალდამცველი.
ჟურნალისტების გამოჩენისთანავე ოთახი სწრაფად დაცარიელდა. უბანზე მყოფმა ”ახალგაზრდული
მოძრაობა ჩვენი თაობის” დამკვირვებელმა ზაზა
ჩილინგარიშვილმა განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციაში მალხაზ გიქოშვილმა დაარეგისტრირა,
ხოლო კითხვაზე - ვინ არის მალხაზ გიქოშვილი, განაცხადა რომ, ის ქალაქის მომავალი მერია.
მალხაზ გიქოშვილი, ამჟამად არის “ერთანი ნაციონალური მოძრაობის”
ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, იგი ამ არჩევნებზე მაჟორიტარი კანდიდატიცაა.
ახალციხის #4 საარჩევნო უბანზე 12:10 საათზე არცერთი დამკვირვებელი
არ იმყოფებოდა, საარჩვენო უბნის მდივნის ლელა ბურდულის თქმით, დამკვირვებლები სადილობდნენ.
ასპნძა, #1 საარჩევნო უბანი
#39 ასპინძის ოლქის #1 საარჩევნო
უბანზე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის დამკვირვებელმა სალომე ანთაძემ სამი საჩივარი
დაწერა. პირველი - გადასატანი ყუთი წაიღეს საოლქო კომისიის წარმომადგენლებმა, დამკვირვებლებს
გაყოლაზე უარი განუცხადეს; მეორე - ერთ-ერთ მოქალაქეს არ გაუკეთდა მარკირება;
მესამე - ამომრჩეველი პირადობის დამდასტურებელი მოწმობის გარეშე
გატარდა რეგისტრაციაში. ზოგადად, უბანზე გახსნის მომენტიდან დაძაბული ვითარება იყო.
დიდი ხმაური გამოიწვია, სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა მალხაზ ბერიძემ,
რომელმაც სცადა ხმის მიცემა. მას არ ჰქონდა ხმის მიცემის უფლება კანონის შესაბამისად,
რის გამოც, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის კომიიის წარმომადგენელმა ნინო ცხადაძემ გააპროტესტა.
რომ არა მისი აქტიურობა, ბერიძე ხმას თავისუფლად მისცემდა, რადგან კომისიის სხვა წევრებსა
და დამკვირვებლებს პროტესტი არ გამოუთქვამთ. საოლქო კომისიის წარმომადგენელმა ლია გიორგაძემ,
ცხადაძეს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
ხმის მიცემა საჯაროდ
ასპინძის #23 უბანზე, კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მოსიძე, მოქალაქეს
მიეხმარა ხმის მიცემის პროცესში, მან ზუსტად განუმარტა ამომრჩეველს რომელ გრაფაში ეწერა
ნაციონალური მოძრაობა.
ზეწოლა ჟურნალისტებზე
#38 ადიგენის საარჩევნო ოლქის #7 ვარხნის უბანზე, გაზეთი ”სამხრეთის
კარიბჭის” ჟურნალისტებს ნინო ნარიმანიშვილს და მანანა სარაშვილს სამართალდამცავებმა
უბნის დატოვება ან ფაქტებზე თვალის დახუჭვა მოთხოვეს. მანანა სარაშვილს ერთ-ერთმა თანამშრომელმა,
”შეახსენა”, რომ მას მამა და ძმა ჰყავს.
#39 ასპინძის საარჩევნო ოლქის,
#7 იდუმალის უბანზე 55 წლის ირინა კედელაშვილმა არჩევანი სარეგისტრაციო მაგიდაზე
გააკეთა. მან შემოხაზა ნომერი 5 და განაცხადა,
რომ სხვა არჩევანი არ აქვს, რადგან ერთი შვილი პოლიციელია, მეორე კი სამხადრო სამსახურშია.
ამიტომ საჭირო იყო, რომ არჩევნი საჯაროდ დაეფიქსირებინა. უბანში არსებულ დამკვირვებლებს
მისთვის შენიშვნა არ მიუციათ.
ახალციხე, დამკვირვებელი
ახალციხის #1 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა დამკვირვებელი მარიამ
აკოფაშვილი, რომელიც წარმოადგენდა ორგანიზაციას ”ახალგაზრდული მოძრაობა, ჩვენი თაობა”.
კითხვაზე რა ორგანიზაციას წარმოადგენს და ჰყავს თუ არა ორგანიზაციას მუნიციპალიტეტში სხვა წარმომადგენლებიც,
გვიპასუხა, რომ ამაზე მხოლოდ დარეკვის შემდეგ გიპასუხებთო. ცოტა ხნის შემდეგ კი განგვიცხადა,
რომ არის ცესკო-დან და ორგანიზაციის სხვა წევრების შესახებ არაფერი იცის. მისი განცხადებით, აქ ნაცნობმა
მოიყვანა, რომელის სახელიც ვერ გაიხსენა.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი