რაში სჭირდება ამდენი სასტუმრო პატარა ქალაქს?


 თამარ თოთაძეახალციხე
ყოფილი სამხარეო ადმინისტრაციის შენობა,
სადაც სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები
მიმდინარეობს.
სამი, “მაღალი დონის” სასტუმროს მშენებლობა ახალციხეში; რისთვის ან ვისთვის შენდება ამდენი სასტუმრო და გაუძლებენ თუ არა კონკურენციას მოქმედი სასტუმროები.

ახალციხის მუნიციპალიტეტში 15 მოქმედი სასტუმროა, ამ რიცხვში შედის მცირე, საოჯახო ტიპის სასტუმროებიც. ერთი ნომრის ფასი საშუალოდ 20-30 ლარიდან იწყება და 80-ლარამდე მერყეობს, რაც საწოლების რაოდენობასა და პირობებზეა დამოკიდებული.  

ამ სასტუმროებს მალე სამი დიდი სასტუმრო შეემატება. უკვე დაწყებულია ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა ყოფილი სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში. პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარია და მისი დასრულება მომავალი წლისთვის იგეგმება.

8 წელი რევოლუციიდან


თამუნა უჩიძეახალცხიე


 რვა წელი ვარდების რევოლუციის შემდეგ; რა შეიცვალა ქვეყანაში ამ ხნის განმავლობაში; რა გაკეთდა და რა შეცდომები დაუშვა რევოლუციურმა მთავრობამ;

2003 წლის ნოემბერში საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა მშვიდობიანი, მაგრამ არაკონსტიტუციური გზით. მოქალაქეთა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაახლოებით სამ კვირას გაგრძელდა და 23 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომით დასრულდა.

სკოლები ავტორიზაციისთვის ემზადებიან


 მანანა სარაშვილიახალციხე
საქართველოში არსებული საჯარო და კერძო სკოლები ავტორიზაციისთვის ემზადებიან. რას უნდა აკმაყოფილებდეს სკოლა ავტორიზაციის გასავლელად და როგორია ახალციხის სკოლების მოლოდინი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შესული კანონის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად ავტორიზაცია სავალდებულოა. ავტორიზაციის გარეშე დაწესებულება არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა.

გაძვირებული წყალი


 მანანა სარაშვილიახალციხე
წყლის გადასახადი 27-დან 50 თეთრამდე გაიზარდა.
რეგიონებში წყლის ტარიფი გაიზარდა. გაზრდილი გადასახადის გადახდა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის იმ აბონენტებს მოუწევთ, ვისაც ინდივიდუალური მრიცხველი აქვს.

სემეკ-ის დადგენილებით, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან, რეგიონებში, სასმელი წყლის ტარიფი გაიზარდა. ერთი ტონა სასმელი წყლის გადასახადმა 27 თეთრიდან 50 თეთრამდე მოიმატა.

გაუყალბებელი, მაგრამ არაღიარებული არჩევნები


  ქრისტინა მარაბიანიახალქალაქი
ხმების დათვლის პროცესი.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო საზოგადოების მრავალმა წარმომადგენელმა არ აღიარა. არჩევნების პროცესმა ფალსიფიკაციის გარეშე, თუმცა, უპატიოსნო წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში ჩაიარა.

არაღიარებულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. საქართველომ არჩევნები არ აღიარა და განაცხადა, რომ ეს რუსეთის მორიგი პროვოკაცია იყო.

უშვილობა – მიზეზები და მკურნალობა



შუშან შირინიანიახალქალაქი

 უნაყოფობის მიზეზებზე, მის მკურნალობასა და ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზესამხრეთის კარიბჭეახალქალაქის საავადმყოფოს ქალთა კონსულტაციის ექიმს ასია გულიევას ესაუბრა.

- რამდენად აქტუალურია ახალქალაქში უნაყოფობის პრობლემა?

საერთოდ, უნაყოფობა მთელ მსოფლიოში აქტუალური პრობლემაა. მძიმე ეკოლოგიური პირობები, არც ისე ხარისხიანი საკვები და ინფექციები ქალებში უნაყოფობას იწვევს. თუმცა, თუ ჩვენს მონაცემებს მსოფლიოს თუ ქვეყნის მასშტაბებს შევადარებთ, ახალქალაქში უშვილობის დიდი პროცენტი არ არის. სტატისტიკური ინფორმაციისთვის, თბილისის ჟორდანიას სახელობისა მეანგინეკოლოგიის ინსტიტუტის მონაცემებს წარმოგიდგენთ. 2008 წელს ამ დიაგნოზით 14 პაციენტი გამოვლინდა და გაეწია მკურნალობა, 2009 წელს – 4, 2010 წელს კი 3. ეს ციფრები პირველად უნაყოფობას ეხება. მეორად უნაყოფობაზე მონაცემები არ მაქვს.

გადატვირთული პირველკლასელები



აღუნიკ აივაზიანიახალქალაქი

წლევანდელ სასწავლო წელს ინგლისური ენა პირველივე კლასიდან ისწავლება. ახალქალაქელი პირველკლასელები სამ ენასქართულს, ინგლისურსა და სომხურს ერთდროულად სწავლობენ. რომელ ენას უკეთ აღიქვამენ პატარები და რას ფიქრობენ ახალ სასწავლო სისტემაზე მშობლები და ინგლისური ენის სპეციალისტები.

წარმატება არის, პირობები არა


 შუშან შირინიანიახალქალაქი
საქართველოს კრივის ნაკრებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან უკვე რვა სპორტსმენია.

ნოემბერში ქუთაისში საქართველოს ახალგაზრდული პირველობა ჩატარდა, რის შემდგაც ორი ახალქალაქელი მოკრივე საქართველოს კრივის ნაკრებში მოხვდა. ამ შეჯიბრში ახალქალაქიდან რვა სპორტსმენი მონაწილეობდა. აღასი ელიზბარიანი და არმენ გრიგორიანი, მიუხედავად იმისა, რომ არ გაუმარჯვიათ, საქართველოს კრივის ნაკრებში აიყვანეს.

სხდომა თანამშრომლობის იდეით


აღუნიკ აივაზიანიახალქალაქი

18-19 ნოემბერს ბათუმში საქართველო-სომხეთის ეკონომიკური სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებზე იმსჯელეს.


სხდომის ფარგლებში შედგა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ტიგრან სარქისიანის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში. ამ სხდომას წინ უძღოდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში და შეხვედრები სომხეთის სამთავრობო და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან.  

“აჩუქე წყალი, აჩუქე სიცოცხლე”


აღუნიკ აივაზიანიახალქალაქი


 24 ნოემბერს, 20:00 საათზე, ყოველთა სომეხთა ფონდისაიასტანისტელემარათონი დაიწყო.

ტელემარათონის ტრანსლაცია ლოს-ანჯელესიდან კაბელური და თანამგზავრული ტელევიზიით, ხოლო ფონდის საიტზე ონლაინ რეჟიმში განხორციელდა.

მეგობრული ვიზიტი



აღუნიკ აივაზიანიახალქალაქი
სომხეთის
დიასპორის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები საქართველოს ესტუმრნენ.

17 ნოემბერს სამინისტროს თანამშრომლები თბილისში კულტურულ ცენტრჰაიარტუნშიიყვნენ და ცენტრს საჩუქრად კომპიუტერები გადასცეს. ისინი საქართველოს სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის მმართველ არქიელს, ეპისკოპოსს ვაზგენ მირზახანიანს, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს ვან ბაიბურთს, პოეტსა და მთარგმნელს გივი შახნაზაროვს, ასევე, სომხური ინტელიგენციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სასულიერო პირებს შეხვდნენ.