ამ წელში “სამხრეთის კარიბჭეს” ბოლო, ნომერი გამოვიდა. გაზეთის რედაქციის არქივში “სამხრეთის კარიბჭეს” 312 ნომერი ინახება, 312 ქართული და სომხური გაზეთი; 312 ნომრის სტატიები, ფოტოები, რესპონდენტების ხმები და მოსაზრებები; ცხადია, ყველა ნომერს და ყველა ფოტოს თავისი ისტორია აქვს, ისტორია იმის, როგორ მოვიდა ის თქვენამდე.
2004 წლის ივნისიდან, “სამხრეთის კარიბჭეს” დაარსებიდან, დღემდე, გვქონდა არაერთი პრობლემა; არაერთი უძილო, ნერვიული ღამე; არაერთხელ გათიშული შუქი ყველაზე გადამწყვეტ მომენტში;
არაერთი არასასიამოვნო ზარი;
...მუშაობა არ შეგვიწყვეტია... იმედს მუდამ თქვენ, ჩვენი და თქვენი გაზეთის, “სამხრეთის კარიბჭეს” მკითხველები გვაძლევდით...
მკითხველები, რომელთა ნაწილიც ყოველ ორშაბათს, ჯერ კიდევ “სამხრეთის კარიბჭეს” ქსელში გასვლამდე, რედაქციაში გვაკითხავდით გაზეთის წასაღებად და თუ ვინძლო გაზეთი დაგვიანდებოდა ან შეფერხდებოდა, ჩვენზე მეტად ღელავდით...
მკითხველები, რომელთა ნაწილიც ყოველ ორშაბათს, ჯერ კიდევ “სამხრეთის კარიბჭეს” ქსელში გასვლამდე, რედაქციაში გვაკითხავდით გაზეთის წასაღებად და თუ ვინძლო გაზეთი დაგვიანდებოდა ან შეფერხდებოდა, ჩვენზე მეტად ღელავდით...
მადლობა ამ მუხტისთვის “სამხრეთის კარიბჭეს” ყველა მკითხველს და გულშემატკივარს; მადლობა ყველა ჩვენს რესპონდენტს, ხან რომ უხაროდათ და ხანაც სწყინდათ ჩვენი დანახვა; მადლობა ყველას, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს “სამხრეთის კარიბჭეს” არსებობაში.
გილოცავთ შობა-ახალ წელს!
გილოცავთ შობა-ახალ წელს!
დაე,
ეს წელი ფეხბედნიერი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანის ოჯახში!
ბედნიერება არ გამოგლეოდეთ!
სასიხარულო დღეები მუდამ გქონოდეთ!
აბიტურიენტს -სტუდენტობა!
ფეხმძიმეს – დედობა!
უმუშევარს –სამსახური!
მომსახურეს –მაღალი ხელფასი!
მსოფლიოს - მშვიდობა!
ჩვენს გაზეთს - მრავალი მკითხველი და საჯარო ინფორმაციის გამცემი დაწესებულებები!
პლანეტას – სიყვარული!.
“სამხრეთის კარიბჭე” ერთი თვით, იანვრის ბოლომდე გემშვიდობებათ.
“სამხრეთის კარიბჭე” ერთი თვით, იანვრის ბოლომდე გემშვიდობებათ.
2011 წლიდან ჩვენ ისევ ვეცდებით ყოველ ორშაბათს რეგიონის ახალი, საინტერესო თუ პრობლემური ამბები გაგაცნოთ. მოგიყვეთ, როგორ ცხოვრობენ, რა უჭირთ და რა უხარიათ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებთ. დღემდე ხომ სწორედ ეს იყო ჩვენი მთავარი ამოცანა.
გილოცავთ დამდეგ 2011 წელს და ვიმედოვნებთ, ბედნიერი წელიწადი გვექნება!