25 იანვარს სოჭში სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტები შეხვდნენ და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ ისაუბრეს.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თემისადმი მიძღვნილი მორიგი შეხვედრა ორსაათნახევარს გაგრძელდა. მხარეებს შორის მოლაპარაკების შუამავლის როლს რუსეთი ასრულებდა. ამ ეტაპზე კონფლიქტის რეგულირების საკითხით ეუთო-ს მინსკის ჯგუფი, აშშ, საფრანგეთი და რუსეთია დაკავებული.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტთა კითხვებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უპასუხა. მისი თქმით, შეხვედრის მთავარი მიღწევა ისაა, რომ მხარეები ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მათთვის მიუღებელი ყველა პუნქტის გადახედვასა და რედაქტირებაზე დათანხმდნენ. ასევე, მომდევნო მოლაპარაკებებზე ყარაბაღის მხარის დასწრების აუცილებლობის საკითხიც განიხილეს.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ჯერ კიდევ 1988 წელს დაიწყო. 1991-1994 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად მთიანი ყარაბაღი რესპუბლიკად გამოცხადდა. 1994 წლის 11 მაისს კი ბიშკეკში ზავის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი