მთავარი პრობლემა ისევ გზა, წყალი და რიტუალების სახლია
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყო. გასულ წელთან შედარებით თანხა გაორმაგებულია და დაფინანსების პირობები შეცვლილია.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის ¹241 დადგენილების თანახმად სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მილიონი ლარი გამოიყო.
დებულების თანახმად, პროგრამის ძირითადი მიზნებია სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეონომიკურ საჭიროებათა დაფინანსება; თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა; მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება; თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და გამგეობის რწმუნებულის უფლებამოსილებათა ეფექტიანად განხორციელება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ათუნაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა გასულ წელს ეფექტური იყო: “საპილოტე პროგრამა იყო, წარმატებით ჩაიარა და წელს ამიტომ წამოვიდა მეტი თანხა. ეს პროგრამა რომ არ იყოს, ბიუჯეტით ყველა პრობლემის გადაწყვეტა რთული იქნება”.
ამ პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტისთვის შარშან 268 ათასი ლარი გამოიყო. ამ თანხით სოფლებში ძირითადად სამი პრობლემა მოგვარდა – გზა, წყალი და რიტუალების სახლი. თუმცა გლეხების ნაწილი პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული პრიორიტეტებით უკმაყოფილო იყო.
“მიცვალებულებს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ თუ მთაში ვერ ავედით, ან სოფელში წყალმა წაგვიღო, იმ შემოღობილ სასაფლაოზე მალე ჩვენც მიგვიტანენ (7 600 ლარით სასაფლაოს ღობე გაკეთდა “სკ’’)”, - ამბობს მუსხის მკვიდრი სერგო ოქრომელიძე (“სკ” 23 მარტი. 2009 წელი ¹8 (232)).
, უკმაყოფილო ადამიანების პოვნა მაშინაც შესაძლებელი იქნება. იმისათვის რომ, სოფლებში პრიორიტეტები გლეხებმა თავად განსაზღვრონ და უკმაყოფილოთა რიცხვიც შემცირდეს, ისევე როგორც შარშან, ადგილობრივი თავითმმართველობის წარმომადგენლები თათბირს წელსაც ყველა სოფელში გამართავენ.
გამგებლის თქმით, აწყურის, ფერსის, კლდის, წყრუთის, წყალთბილისა და საძელის საკრებულოებში თათბირები უკვე გაიმართა. ისევე როგორც გასულ წელს, პრიორიტეტები წელსაც უცვლელია: “გზის, წყლისა და რიტუალების სახლის გაკეთებას ითხოვენ”.
მუსხში მცხოვრები ვასილ ჯინჭველაძე სოფლის უმთავრეს პრობლემად გზის შეკეთებას ასახელებს: “ახალციხიდან სოფლამდე 16 კილომეტრია, 7 კილომეტრი განსაკუთრებით დაზიანებულია”.
გასულ წელს ანდრიაწმინდაში სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში რიტუალების სახლისათვის ჭურჭელი შეიძინეს. “ახლა შერემონტება სჭირდება”, - ამბობს ანდრიწმინდელი 75 წლის ქრისტესია ინასარიძე.
ვალეში პირველ პრობლემად მდინარეზე ჯებირების არარსებობა მიაჩნიათ.
“შარშან დაიწყეს, მაგრამ, ვერ დაასრულეს. ყოველი წვიმის შემდეგ წყალი დიდდება და ნაკვეთებს ტბორავს”, - ამბობს 49 წლის ნოდარ ხითარიშვილი.
წყალთბილაში ალბათ წყალიც აქვთ, რიტუალების სახლიც და გზაც, რადგან დავით ათუნაშვილის განცხადებით, ადგილობრივებმა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდების თავშეყრის ადგილის გაკეთება მოითხოვეს: “ტენისისა და ბილიარდის მაგიდები უნდა დავუდგათ”.
გასულ წელს თითოეულ სოფელზე ფიქსირებული – 2 500 ლარი იყო გამოყოფილი. ამას ემატებოდა სოფელში ერთ სულ მოსახლეზე ხუთი ლარი და 50 თეთრი. წელს თანხა სხვაგვარად გადანაწილდა
ა) არა უმეტეს 50-სულიანი სოფლისათვის _ 2000 ლარი;
ბ) 51-დან 200-სულამდე სოფლისათვის - 4 000 ლარი;
გ) 201-დან 400-სულამდე სოფლისათვის - 5 000 ლარი;
დ) 401-დან 1 000-სულამდე სოფლისათვის - 8 000 ლარი;
ე) 1 000-ზე მეტსულიანი სოფლისათვის - 12 000 ლარი.
“ეს არის საწყისი თანხები, ამას ერთ სულ მოსახლეზე 8 ლარი და 10 თეთრი ემატება”, - განმარტავს დავით ათუნაშვილი.
პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტისათვის 540 ათასი ლარია გამოყოფილი.
“ყველა პროექტზე აუცილებლად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება”, - ამბობს გამგებლი და დასძენს, რომ პროექტებს, ასევე ადგილობრივი. 15- მდე სამშენებლო ფირმების წარმოამდგენლები განახორციელებენ.
მისივე თქმით, პრიორიტეტები 10 თებერვლამდე გამოიკვეთება, თვის ბოლომდე კი პროექტებზე მუშაობაც დასრულდება.
რომელ სოფელში რა გაკეთდება, ეს გლეხების გადასაწყვეტია, თუმცა რამდენად იქნება ესა თუ ის პრობლემა სოფლისთვის რიგით პირველი, ეს თანხის რაოდენობაზეცაა დამოკიდებული.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი