რეორგანიზაცია სასამართლოში

ახალციხის რაიონულ სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს, ამავდროულად სასამართლოს აპარატის თანამდებობები ვაკანტურია.

გულო კოხოძე, ახალციხე

გოჩა ჯეირანაშვილი გასული წლის 28 დეკემბრიდან ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

ბიოგრაფია – 

გოჩა ჯეირანაშვილი დაიბადა 1977 წლის 29 ნოემბერს ქ. ახალციხეში.


1994 წელს დაამთავრა ახალციხის ი. ჭავჭავაძის სახელობის ¹5-ე საშუალო სკოლა.

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2002-2004 წლებში მუშაობდა ახალციხის შს რაიონული განყოფილების კრიმინალური პოლიციის არასრულწლოვანთა საქმეების უფროს ინსპექტორად.

2004-2005 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სს სამძებრო სამმართველოს კორუფციასთან ბრძოლის განყოფილების უფროს ინსპექტორად.

2005-2006 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს სს სამძებრო განყოფილების გამომძიებლად.

2006-2007 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონის შს განყოფილების კრიმინალური პოლიციის ჯგუფის უფროს გამომძიებლად.

2007-2009 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად.

2009 წელს დაინიშნა წალკის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და მივლინებული იყო ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.

2009 წლის აპრილიდან არის ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

,,მოულოდნელი იყო ხელმძღვანელების ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ნდობა გამომიცხადეს და შევეჭიდე ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს”, - განაცხადა ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ გოჩა ჯეირანაშვილმა.  

ახალციხის რაიონულ სასამართლოში შედის ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების სასამართლოები.

სასამართლოს შემადგენლობაშია შვიდი მოსამართლე, მათ შორის სამი მაგისტრატი მოსამართლეა, რომლებიც უფლებამოსილებას ახორციელებენ ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.

ახალციხის რაიონული სასამართლოს აპარატი განისაზღვრება 54 საშტატო ერთეულით. 20 იანვარს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31 –ე მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაცხადა კონკურსი ახალციხის რაიონული სასამართლოს აპარატის ვაკანტურ თანამდებობებზე, გარდა მოსამართლეებისა.

კონკურსი უკვე ჩატარდა. მასში მონაწილეობდა 132 მოქალაქე. ვაკანტური თანამდებობა კი 42-ია.

კომისიის წევრები არიან გოჩა ჯეირანაშვილი –კომისიის თავმჯდომარე, წევრები – მოსამართლე რევაზ კაჭკაჭიშვილი და სამი წევრი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან. 

,,დღესდღეობით საკონკურსო კომისია მსჯელობს, თუ ვინ დაინიშნება ვაკანტურ თანამდებობებზე. პასუხი ალბათ მომავალ კვირაში იქნება”
, - გვითხრა გოჩა ჯეირანაშვილმა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი