18 თებერვალს ერევანში ჩატარდა სემინარი თემაზე “ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების უფლებების დაცვა – სომხობის შენარჩუნების პრობლემები რეგიონში”, რომელიც ჯავახეთში მცხოვრები სომხების უფლებათა დაცვის კავშირმა მოაწყო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სომხეთის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები, ეროვნული კრების დეპუტატი შირაქ ტოროსიანი, სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი აშოტ მელქონიანი, საქართველოში დაურეგისტრირებელი პარტია “ვირქის” თანათავმჯდომარე დავით რსტაკიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნორიკ კარაპეტიანი და სხვები.
სემინარზე გამომსვლელებმა ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების პრობლემებსა და მათი უფლებების დარღვევებზე ისაუბრეს. სემინარის ბოლოს გაჟღერდა ჯავახეთში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოქალაქეების უფლებათა დაცვის კავშირის ოფიციალური მიმართვა, რომელითაც სომხეთსა და საერთაშორისო საზოგადოებას “საქართველოს ხელისუფლების დისკრიმინაციული პოლიტიკისგან” ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების დაცვის ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ.
“ირღვევა ჯავახეთში მცხოვრები სომხების პოლიტიკური, სამოქალაქო, ენობრივი, საგანმანათლებლო-კულტურული და რელიგიური უფლებები. ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერნი, სასტიკად შეშფოთებული და აღშფოთებული ვართ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკით, რის შედეგადაც სამცხე-ჯავახეთ-წალკის რეგიონი სომხების დაკარგვის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. პირველხარისხოვნად მივიჩნევთ:
1. დაუყოვნებლივ შეწყდეს აქტივისტების პოლიტიკური დევნა.
2. სომხურ ენას რეგიონული ენის სტატუსი მიეცეს სომხებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში.
3. მოგვარდეს საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის სტატუსისა და სომხური ეკლესიების დაბრუნების პრობლემა”, - ვკითხულობთ მოწოდებაში.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი