მიმდინარე წლის თებერვალში პოეტ ვაან ტერიანის დაბადებიდან 125 წელი შესრულდა. შემოქმედი წარმოშობით ჯავახეთიდან იყო, ამიტომ ჯავახეთის კულტურულ ცხოვრებაში, ისევე როგორც ერევანში, ეს წელი ტერიანის წელიწადად გამოცხადდა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში უკვე დაიგეგმა ტერიანის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარება. მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის ვალერი სტელმაშოვის თქმით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოეწყობა კონფერენციები, გამოფენები და შემოქმედებითი საღამოები. უახლოეს მომავალში კულტურის სახლში გაიმართება საღამო, სადაც პოეტის ბიოგრაფიასა და პოეტურ მემკვიდრეობას გაიხსენებენ.
სამველ ხოდიკიანის თოჯინების თეატრი ერევანში, ვაან ტერიანის სახელობის ყოველწლიურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც ყოველ წელს, ტერიანის დღეები, ახლაც პოეტის მშობლიურ სოფელში – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ცატარდება.
ვაან ტერიანის იუბილის სათანადოდ აღსანიშნავად ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ტიგრან სარქისიანის ხელმძღვანელობით, საიუბილეო კომისია შეიქმნა, რომელმაც ამ წლის განმავლობაში ჩასატარებელი ღონისძიებები დაამტკიცა.
წელს გამოუშვებენ საფოსტო მარკასა და საიუბილეო “ლიტერატურულ გაზეთს”, დაწესდება ვაან ტერიანის სახელობის სტიპენდია, გამოიცემა ტერიანის ენციკლოპედია.
საიუბილეო კომისიამ ერევანში ვაან ტერიანის სახელობის მუზეუმის შექმნაც გადაწყვიტა.
ტერიანის დღეები ჩატარდება ორენბურგშიც, სადაც მისი ნეშტი ასვენია.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი