''სამხრეთის კარიბჭე'' ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლისა და მეგობრის - ია გეგეშიძის გარდაცვალების გამო!

'
ია გეგეშიძე -   საუკეთესო დედა და მეუღლე; დაუღალავი, ენერგიული, მებრძოლი, სიკეთითა და სიყვარულით სავსე; ''სამხრეთის კარიბჭეს'' სული და გული; მთელი ენერგია, ემოცია, მამოძრავებელი ძალა იყო; არც თვითონ ჩერდებოდა არც ერთი წუთით და არც ჩვენ გვაჩერებდა. არასოდეს დაგვავიწყდება იას ემოციური სახე, უკვირდა, როგორ შეიძლებოდა ერთი წუთითაც კი მოდუნებულიყავი.




ია გეგეშიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი და საქართველოს არნ.ჩიქობავს სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საინფორმაციო განყოფილებას ახალციხის დამოუკიდებელ ტელე-კომპანიაში „მეცხრე არხი“. 
2003-2004 წლებში იყო ლონდონის დახელოვნების ინსტიტუტის (TLSI) ზოგადი ინგლისური ენის კურსის, ხოლო 2004 წლის თებერვალში სოციალური უნარების კურსის მსმენელი ლონდონში. ფლობდა კემბრიჯის პირველ სერტიფიკატს (FCE).
2005-2007 წლებში მუშაობდა ახალციხის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთში „სამხრეთის კარიბჭე“.  . 2007-2008 წლებში იყო თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელი და დემოკრატიის ზაფხულის უნივერსიტეტის მონაწილე სტრასბურგში.
2008 წლის ოქტომბრიდან იყო “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ მედია-პროექტების მენეჯერი. გამოქვეყნებული აქვს სამასამდე საგაზეთო პუბლიკაცია და ორი სამეცნიერი მასალა. 


''სამხრეთის კარიბჭე'' ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ია გეგეშიძის გარდაცვალების გამო.   ყველას დაგვაკლდება იას ენერგია, ემოცია, თბილი და ღიმილიანი სახე.

ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.










ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!


ძვირფასო მკითხველებო! 

  ''სამხრეთის კარიბჭე''  რამდენიმე კვირით გემშვიდობებათ. 

სექტემბრიდან ისევ დაგიბრუნდებით.  


დაგველოდეთ, ‘’სამხრეთის კარიბჭე’’ ახალი სეზონიდან ბევრ სიურპრიზს გპირდებათ!

ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!




ქალაქის “გრანდიოზული” მშენებლობები


თამუნა უჩიძეახალციხე
ორ წელიწადში ახალციხე იერსახეს შეიცვლის. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ქალაქში.
15-მდე დიდი, საშუალო და მცირე პროექტის განხორციელება ახალციხეში უკვე დაწყებულია. ქალაქის ინფრასტრუქტურაში ჩადებული თანხის პროცენტული მაჩვენებლიდან მეტი წილი კერძო ინვესტიციაა.

ძალა ერთობაშია!


 ნინო ნარიმანიშვილიახალციხე
მე-9 არხისოპერატორის, ავტოკატასტროფაში მოყოლილი დავით გაბოძის დასახმარებლად, კოლეგებისა და მეგობრების ორგანიზებით, 21 ივლისს, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

ოთხი სკოლა დირექტორის გარეშე


 თამუნა უჩიძეახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებში დირექტორები გაათავისუფლეს. ოთხ საჯარო სკოლაში დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია.

გურკელი, საყუნეთი, სხვილისი და წყალთბილა - იმ სოფლების ჩამონათვალია, რომელთა საჯარო სკოლებშიც ახალი სასწავლო წლიდან, ახალი დირექტორები ეყოლებათ.

კომპენსაციის მოლოდინში


  შუშან შირინიანიახალქალაქი
პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებს საქართველოს მთავრობა ერთჯერად ფულად კომპენსაციას გადასცემს. ჯავახეთში მცხოვრები რეპრესირებულების შთამომავლები საჭირო საბუთებს აგროვებენ.

საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ კანონშიმიმდინარე წლის აპრილში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საბჭოთა კავშირის დროიდან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებს ფულადი კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

ახალქალაქში ამის შესახებ ივნის-ივლისის თვეებში შეიტყვეს. შესაბამისად, ნოტარიუსთა ბიუროებთან, მთარგმნელებთან და უფასო იურიდიული დახმარების ცენტრებთან მუდმივი რიგებია.

მამუკა არეშიძე: “ცეცხლის გაჩაღება ძალიან ადვილია, მისი ჩაქრობა კი ძალიან ძნელი”


ქრისტინა მარაბიანიახალქალაქი

საქართველოს
ეროვნულ უმცირესობებსა და რელიგიურ კონფესიებზესამხრეთის კარიბჭეექსპერტს კავკასიის საკითხებში, პოლიტოლოგს მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
- როგორ ფიქრობთ, შეძლებს ხელისუფლება ეთნიკური უმცირესობების პრობლემების მოგვარებას?

არ არსებობს პრობლემა ეროვნული უმცირესობების კუთხით, რომლის მოგვარებაც მთავრობას, მიუხედავად იმისა, რომ მათი გაკრიტიკება ბევრ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით შეიძლება, არ შეეძლოს. ჩამოგითვლით ყველაზე მწვავე მომენტებს,

სად დავისვენოთ ქალაქიდან გაუსვლელად


 თამარ თოთაძეახალციხე
ივლისის ბოლოდან დასვენებისთვის აქტიური პერიოდი იწყება, თუმცა შვებულება და კურორტებზე დასასვენებლაც საჭირო დრო და ფული ყველას როდი აქვს. რა არჩევანია ახალციხეში?

პრეზიდენტი “საქართველოს მთავარ საკურორტო” ქალაქში


 ნატალია კოპაძებორჯომი
 23 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბორჯომში მშენებარე ობიექტები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ცალმხრივად “მოქნილი ცვლილება”


 თამუნა უჩიძეახალციხე
მოსწავლეებს სკოლის შეცვლა ნებისმიერ დროს აღარ შეეძლებათ. მათ ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლის უფლება წელიწადში ორჯერ, მხოლოდ არდადეგების დროს ექნებათ.  

დაპირებული ხიდი


მანანა სარაშვილი, ახალციხე

ერთი თვეა, ასპინძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მდინარე ფოცხოვზე გადასასვლელი ხიდის, გზისა და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე სამი სამშენებლო კომპანია მუშაობს.

მწერები – ზაფხულის პრობლემა


 თამარ თოთაძეახალციხე
ტემპერატურის მატებასთან ერთად, მწერების რაოდენობაც გაიზარდა. რამდენად საშიშია სხვადასხვა მწერის ნაკბენი და როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან.

ახალციხის საავადმყოფო ანტიგიურზინის მიღებას ელოდება


 მანანა სარაშვილიახალციხე 
ივნისიდან დღემდე ახალციხეში გველის დაკბენის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთის მკურნალობა ადგილზევე მოხერხდა, ორი დაკბენილი კი კატასტროფის ცენტრმა თბილისში გადაიყვანა.