სურსათის უვნებლობა


ჰიგიენის ნორმებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვის აუცილებლობა; სურსათის უვნებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები; საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტისთვის ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების სურვილი.

თამუნა უჩიძე, ახალციხე

 15 აპრილს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლები ახალციხის მუნიციპალიტეტში მოქმედ სურსათის მწარმოებლებს შეხვდნენ. სტუმრობის მიზანი მასპინძლებისთვის სურსათის უვნებლობის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. შეხვედრა
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის პროეტისსურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოშიფარგლებში შედგა და მას ფერმერები, საკალმახე მეურნეობების, ასევე რძის პროდუქტების მწარმოებლები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და აღნიშნულ პროექტს უკრაინაში, ბელორუსსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებშიც ახორციელებს. სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტი საქართველოში BP-სა და მისი ნავთობისა და გაზის პარტნიორებთან, ასევე ავსტრიის ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.  

სურსათის უვნებლობის სპეციალისტის ნათია მგელაძის თქმით, საქართველოში ექსპორტის ზრდის შემაფერხებელი ფაქტორი სურსათის უვნებლობის სუსტი კონტროლი და სურსათის მწარმოებლების მიერ თანამედროვე საერთაშორის პრაქტიკის სისტემის დანერგვის დაბალი მაჩვენებელია: სურსათის უვნებლობის დაბალი დონე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების დადებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი ხელშემშლელი ფაქტორია”.

მისი განცხადებით, პროექტში ჩარტული ექსპერტები, სურსათის ეროვნულ სააგანტოსთან თანამშრომლობით, დაეხმარებიან კომპანიებს მოემზადონ ინსპექტირებისთვის, რომელიც ყველა ტიპის სურსათის და ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოებში მიმდინარე წლის ინვრიდან დაიწყო: “2010 წლის 25 ივლისიდან ჰიგიენის ზოგადი წესის შესახებ კანონმდებლობაში შესული ცვლილების მიხედვით, სურსათის უვნებლობის ინსპექტორები ყველა საწარმოს შეამოწმებენ. უნდა გავაცნოთ მსმენელებს შემოწმების პროცედურა როგორ მიმდინარეობს. ეს პროცესი სპციალურად შედგენილი კითხვარის მიხედვით ხორციელდება. მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა კანონში მიმდინარე წლის იანვარშიც”.

მგელაძე მიიჩნევს, რომ სურსათის მწარმოებლებს, განსაკუთრებით რეგიონებში, ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით პრაქტიკული რჩევები სჭირდებათ. ეს კი მათ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს: კანონის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში, სათანადო ჰიგიენის პირობების არქონის შემთხვევაში, სურსათის მწარმოებლები არ დაჯარიმდებიან. ამიტომ, უმჯობესია ინფორმაცია სწორედ ამ ერთი წლის განამვლობაში მივაწოდოთ, რომ ზუსტად იცოდნენ რა უნდა გამოასწორონ”.   

მგელაძის განცხადებით, კანონი სურსათის უვნებლობის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზდება: ჩვენი კანონი ამ ეტაპზე მისაღებია, თუმცა მისი გადახედვა დღემდე გრძელდება. ვფიქრობ, ამ მიმართულებით კანონმდებლობა კიდევ უფრო თუ გამკაცრდება, მაშინ ქვეყანაში არსებულ მწარმოებელ კომპანიებს მუშაობაში ხელი შეეშლებათ”.

მისი თქმით, სურსათის მწარმოებლებთან კავშირ ერთჯერადი ხასიათის არ იქნება: “ყოველთვის მოვაწვდით ინფორმაციას არამხოლოდ კანონში შესული ცვლილებების, არამედ, საერთაშორისო სტანდარტების შესახებაც”.

ახალციხემდე სემინარების ციკლი აჭარასა და კახეთში ჩატარდა. მესხეთის შემდეგ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლები იმერეთს ეწვევიან.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი