ყვიბისის კედელი


2010 წელს, ყვიბისში, საყრდენი კედლის აშენებას 91 300 ლარი დასჭრიდა.
 ,,სოფლის დახმარების პროგრამა” ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში.  

გულო კოხოძებორჯომი



სოფელი ყვიბისი ბორჯომიდან სამ კილომეტრში მდებარეობს. 
მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტები: 
-          საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება;
-          სასაფლაოს შემოღობვა;
-          საყრდენი კედელის აშენება;
-          ხიდზე მოაჯირის გაკეთება; 
,,სოფელში, ბევრ უბანში, კანალიზაცია არ არის, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ გვითხრა, რომ ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, რადგან ბევრი თანხებია საჭირო”, - ამბობს ყვიბისის მკვიდრი მანანა აბრამაშვილი.

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებიდან, ნაწილობრივ მოგვარდა საყრდენი კედელის აშენების საკითხი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულის ნიკოლოზ ზანაძის თქმით, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში, 2010 წელს გამოყოფილი იყო 26 300 ლარი, ამ თანხით,  სასაფლაოს მიმდებარე გზაზე საყრდენი კედელი უნდა გაკეთებულიყო.

,,სამუშაოები მასშტაბური იყო, თანხა კი არასაკმარისი. ბორჯომის მუნიციპალიტეტმა დამატებით გამოყო 65 ათასი ლარი და გაკეთდა ეს კედელი”, - განაცხადა სოფელ ყვიბისის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა.

ანუ, 2010 წელს სოფელ ყვიბისში საყრდენი კედლის აშენებას 91 300 ლარი დასჭირდა.

კითხვაზემ იციან თუ არა იმის შესახებ, რომ სოფელი ჩართულია ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში”, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა განაცხადა, რომ პროგრამის შესახებ სმენია, თუმცა დეტალებში ჩახედული არ არის.

-          არ ვიცით რა თანხა იყო გამოყოფილი;
-          არ ვიცით ბოლომდე დასრულდა თუ არა დაწყებული საქმე;
-          არ ვიცით რა სახით შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ პროგრამის  განხორციელებაში;

ასევე, მოსახლეობის უმრავლესობამ განაცხადა, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში მოსაგვარებელი პრობლემის გამოსაკვეთად ჩატარებულ კონსუკლტაციებში მონაწილეობა არ მიუღია.

,,კრება ჩატარდა თუ არა არ ვიცი, ჩვენი ოჯახისთვის არავის უთქვამს. დიდი მანქანები დადიოდნენ და ის კედელი თუ არ გაკეთდებოდა, ღელეში ჩავარდებოდნენ. სოფელში გასაკეთებელი ბევრი რამაა, სასაფლაო უნდა შემოიღობოს, რადგან პირუტყვი შედის, ჩვენი სახლის წინ საყრდენი კედელიც არა და აქაც რომ გაკეთონ, ცუდი არაა, იმიტომ, რომ აქაც შესაძლებელია მანქანა გადავარდეს”, - ამბობს ადგილობრივი მერი ბერიძე

 ცუდი მდგომარეობა იყო, წყალს მიჰქონდა გზა. საყრდენი კედელი აშენდა,
ამაზე კარგი რა უნდა გაკეთებულიყო?! არ გაკეთებულიყო და ღელე წაიღებდა სამანქანო გზას. სოფელში პრობლემები ბევრია, მაგრამ ყველაფრის გაკეთებას ვერავინ შეძლებს. უმუშევრობა ყველაზე დიდი პრობლემაა, ერთი ადამიანი რომ მაინც მუშაობდეს ოჯახში, კარგი იქნება”, - მიაჩნია სოფელ ყვიბისის მკვიდრს ელდარ თურმანიძეს.
  
,,კრებაზე არაფერი გვსმენია და შესაბამისად, არ მიგვიღია მონაწილეობა.
ჩემს სახლთან ახლოს კედელი თუ არ გაკეთდება, ცოტა ხანში ამ ადგილსაც ღელე წაიღებს. გასაკეთებელია ხიდის მოაჯირიც, ღამე შეიძლება ვინმე    გადავარდეს”, - გვითხრა ადგილობრივმა თამაზ გელაშვილმა.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი