4 საპრიზო ადგილი საქართველოს ჩემპიონატზე


10 აპრილს თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი კარატე-დო WKFM-ში, რომელზეც ახალქალაქელმა სპორტსმენებმა ოთხი საპრიზო ადგილი მოიპოვეს.

შუშან შირიანიანიახალქალაქი

  კარატე-დო  WKFM-ის ჩემპიონატში 6-დან 13 წლამდე ასაკის  სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ჩემპიონატი საქართველოს კარატეს ეროვნული კავშირის, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის ორგანიზებით მოეწყო.


ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან ჩემპიონატში 12  სპორტსმენი მონაწილეობდა. ამათგან, ოთხმა საპრიზო ადგილები მოიპოვა.

გოგონებს შორის, 10-დან 11 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, ანაიტ პარონიანმა პირველი ადგილი დაიკავა; ხოლო, ამალია პარონიანს იმავე კატეგორიაში მესამე ადგილი ერგო.  

ვაჟებს შორის, 28 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მნაც ოგანესიანს მესამე ადგილი ერგო; ასევე მესამე ადგილს დასჯერდა    არმან კოშატაშიანი 42 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი