MCG-ის განვლილი და მომავალი ხუთწლედი


  საქართველომმილენიუმ ჩელენჯ კორპორეიშენისდაფინანსებით განხორციელებული პირველი ხუთწლიანი პროგრამა დაასრულა და ახლა დახმარების მეორე პაკეტის მოლოდინშია. ამ უკანასკნელს კი ქვეყნები იშვიათ შემთვევებში იღებენ.

შუშან შირინიანიახალქალაქი

 ამერიკული ფონდისმილენიუმ ჩელენჯ კორპორეიშენის” (МСС) დაფინანსებულმა პროგრამამ საქართველოში მუშაობა დაასრულა. პროგრამა ხუთ წელიწადზე იყო გათვლილი და საქართველოში სიღარიბის დონის შემცირებასა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას ისახავდა მიზნად. 1 აპრილს, “მილენიუმ ჩელენჯ ჯორჯიასორგანიზებით  თბილისში ხუთწლიანი პროგრამის დახურვისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.


ფონდიმილენიუმ ჩელენჯ ჯორჯია”, 2004 წლის დეკემბერში, საქართველოს ხელისუფლებამ დაარსა. მისი მიზანი ამერიკის მთავრობის მიერ 2004 წელს დაფუძნებულ ფონდმილენიუმ ჩელენჯ კორპორეიშენთანთანამშრომლობა და მისი პროგრამების განხორციელება იყო.

ხუთწლიანი პროგრამის დასრულების მიუხედავად, გამორიცხული არ არის, საქართველომ МСC-სგან დახმარება კიდევ, თუმცა, ამჯერად ბოლოჯერ მიიღოს. ამის შესახებ კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ იოჰანესმა ამერიკის კვლევით ინსტიტუტში American Enterprise-ში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება. სავარაუდოდ, ეს იქნება დახმარების ბოლო პაკეტი, რომელსაც საქართველო ჩვენი კორპორაციისგან მიიღებს. გარანტიას გაძლევთ, რომ ამ ხუთი წლის შემდეგ საქართველო თავის შენახვას შეძლებს და ჩვენს დახმარებას კერძო სექტორის ინვესტიციები ჩაანაცვლებს”, - განაცხადა დანიელ იოჰანესმა. (Georgia Times).

ფინანსური დახმარების მოცულობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თუმცა, გარკვეულია, რომ ყველა პროექტი, რომელზეც გამოყოფილი თანხები დაიხარჯება, საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებთან უნდა შეთანხმდეს.  

МСC- გადაწყვიტა, რომ მეორე გრანტს, საქართველოსთან ერთად, განას სახელმწიფოს გამოუყოფს. გრანტის მიმღები ქვეყნები სამი ძირითადი კრიტერიუმით ირჩევა: პირველი გრანტით შესრულებული სამუშაოების წარმატება, რეფორმირების პროცესში დაგროვილი ქულები და შესაბამისი სახსრების არსებობა.

საქართველოს მთავრობა მეორე ხუთწლიანი გრანტის გამოყოფის შესაძლებლობის თაობაზე МСС-ის ინიციატივას მიესალმება. კორპორაციაათასწლეულის გამოწვევებისმეორე გრანტის საკითხი, რომელიც ჯერ აშშ-ის კონგრესმა უნდა განიხილოს და მოიწონოს, ასევე დამოკიდებულია საქართველოს მიერ პროგრამების რეალიზაციის წინადადებებზე.

საქართველო რამდენიმე პროექტის წარდგენას აპირებს, მათ შორისაა, ბათუმში ახალი ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობა, გზის რეაბილიტაცია გოდერძის უღელტეხილზე, რომელიც აჭარას სამცხე-ჯავახეთთან აკავშირებს, ასევე, “ჯანდაცვის პროექტი” - ამერიკული საავადმყოფოს მშენებლობა საქართველოში.

საქართველოსა დაათასწლეულის გამოწვევებისფონდის თანამშრომლობა დატვირთული და ნაყოფიერი იყო. 2005 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობასა დამილენიუმ ჩელენჯ კორპორეიშენსშორის საქართველოსთვის 295.3 მილიონი დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ კონტრაქტს მოეწერა ხელი. 2008 წლის ოქტომბერში ამ თანხის კიდევ 100 მილიონი დოლარით გაზრდის გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული.

მილენიუმ ჩელენჯ ჯორჯიასპროექტების ფარგლებში ხუთი სახის სამუშაო შესრულდა. სამი მათგანი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ეხებოდა. ეს იყო: სამცხე-ჯავახეთის გზების რეაბილიტაცია, ენერგო-ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი.

დანარჩენი ორი მიმართულება კი მეწარმეობის განვითარებას ეხებოდა. კერძოდ, შეიქმნარეგიონული განვითარების ქართული ფონდი”. ესაა პროფესიონალი და დამოუკიდებელად მომუშავე ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის რეგიონებში გრძელვადიანი კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების გაცემას აწარმოებს და ასევე, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის სამართლებრივ და პოლიტიკურ რეფორმებზე მუშაობს.

მეორე პროექტი აგრობიზნესის განვითარების პროგრამაა, რომელის ფარგლებშიც თანხები დაიხარჯა ტექნიკური დახმარების გაწევაზე, ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის გრანტებზე. აღნიშნული პროდუქცია მთლიანად ქვეყნის შიდა ბაზარს მოხმარდება.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი