საკადრო ცვლილება


ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი
გელა დემეტრაძე.
12 აპრილიდან ახალციხის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებელი ჰყავს. დავით ათუნაშვილი გამგებლის პოსტზე გელა დემეტრაძემ შეცვალა.  

თამუნა უჩიძეახალციხე 

დავით ათუნაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტს 2008 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა. ყოფილმა გამგებელმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე, 11 აპრილს, დატოვა: ახალ სამსახურში გადავდივარ, თბილისში. სად და რა თანამდებობაზე ჯერ ვერ გეტყვით”. 

 ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე გამოცხადებული ვაკანსიით მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ახალციხის მომსახურების განყოფილების უფროსი გელა დემეტრაძე დაინტერესდა.

დავწერე განცხადება და დაკმაყოფილდა. კონკურენტი არ მყოლია. 12 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე, ერთხმად დამამტკიცეს”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული გამგებელი გელა დემეტრაძე.

ბიოგრაფია

დაიბადა 1972 წელს, ახალციხეში. წარჩინებით დაამთავრა ახალციხის  შოთა რუსთაველის სახელობის პირველი საშუალო სკოლა. 1990 წელს  ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სავაჭრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე. სასწავლებლის დამთავრებისთანავე საბაჟო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული საბაჟო-სატვირთო განყოფილების ინსპექტორად დაიწყო მუშაობა. ორი წლის შემდეგ ტელეკომპანიალომსიაშიდირექტორის მოადგილედ გადაინაცვლა. ერთ წელიწადში ისევ ყოფილ სამსახურს დაუბრუნდა, ოღონდ, ამჯერად, საბაჟო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული საბაჟოს სტატისტიკის განყოფილების მთავარ ინსპექტორად დაინიშნა. აქედან შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში მთავარ ინსპექტორად გადაინაცვლა, შემდეგ ისევ ახალციხის რეგიონულ ცენტრში სამმართველოს უფროსის მოადგილედ გადავიდა. ბოლოს კი შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ახალციხის მომსახურების განყოფილების უფროსად მუშაობდა.

ახლად დანიშნული გამგებელი ფიქრობს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იცნობს და ამიტომ მათთან ურთიერთობა არ გაუჭირდება: დაახლოებით, 16 ათასი გადამხდელი გვყავდა რეგიონის მასშტაბით. მათ უმრავლესობასთან ურთიერთობა თითქმის ყოველდღიურად მქონდა. ზოგს რაღაც უჭირდა და დახმარება სჭირდებოდა. მათთან ურთიერთობა არც აწი გამირთულდება”.

მუნიციპალიტეტის რიგით პირველ პრობლემად, გელა დემეტრაძეს, გამგებლად მოსვლამდეც, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სოციალური პრობლემები მიაჩნდა: დღეს ყველაზე მტკივნეული საკითხი უმუშევრობაა. კარგი იქნება თუ ხალხს დავასაქმებთ და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროგრამებში ადგილობრივ მოსახლეობას ჩავრთავთ”.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, დემეტრაძის თქმით, ბევრი რამ გაკეთდა: რაც მოწესრიგდა, ის რომ არ დაინახო, უმადური უნდა იყო. თუმცა, ჯერ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ახალციხე რეგიონის ცენტრია და ბევრი რამ თვალშისაცემია - განათება, გზა”.  

დემეტრაძის განცხადებით, დასუფთავების მიმართულებით რაღაც ნაბიჯები გადადგმულია: “ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. არაერთი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი და დაწყებულიც, თითოეული მათგანით უშუალოდ დავინტერესდები”.

რაც შეეხება სოფლებს, აქ დემეტრაძეს პრიორიტეტად სარწყავი სისტემისა და გზების მოწესრიგების საკითხი მიაჩნია. მისი განცხადებით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში გამოყოფილია გარკვეული თანხა, თუმცა, ეს პრობლემების ბოლომდე მოსაგვარებლად საკმარისი არაა: სარწყავი სისტემის გარეშე, მხოლოდ წვიმაზე დამოკიდებულ გლეხს, ხშირად ფუჭად უწევს შრომა. სოფელში უნდა ჰქონდეთ საშუალება დაამუშავონ მიწები, გაყიდონ მოწეული მოსავალი და ოჯახი თავისუფლად არჩინონ”.

გამგებელი პირველად სოფლებში სწორედსოფლის მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში გავა: “ყველა პროექტის განხორციელებას, ამ პროგრამის ფარგლებში, თანმიმდევრულად მივყვები”. 

რაც შეეხება კადრების შეცვლის საკითხს, დემეტრაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე არაფერს გეგმავს. თუმცა, მისსივე თქმით, როგორც კი რომელიმე თანამშრომელი დაკისრებულ მოვალეობას თავს სათანადოდ ვერ გაართმევს, მისი გათავისუფლების საკითხი მაშინვე დადგება: შრომისმოყვარე ვარ, საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებას ვერ ვეგუები. ჯერ თანამშრომლებს კარგად არც გავცნობივარ, გავიცნობ და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას”.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი