ნუმერაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2 აპრილიდან საქართველოს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების სატელეფონო კოდები შეიცვალა. საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირის განხორციელების წესი უცვლელი რჩება.
თამარ თოთაძე, ახალციხე
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის დადგენილების M- “საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის სისტემის დებულების შესახებ” - თანახმად, ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის სამუშაოები 2011 წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება.
2011 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეიცვლება საქალაქთაშორისო კოდები, სააბონენტო ნომრების სიგრძე და ფორმატი, აკრეფვის წესები და საქალაქთაშორისო პრეფიქსები.
პირველ ეტაპზე, მხოლოდ საქალაქთაშორისო კოდების ცვლილება მოხდა. ამიერიდან, დასავლეთ საქართველოს კოდები 4-ით იწყება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოსი - 3-ით. მაგალითად, თუ აქამდე ახალციხის კოდი 265 იყო, ცვლილების შემდეგ 365 გახდა. ხოლო თბილისის კოდი 22-ის ნაცვლად ახლა 32 იქნება.
მეორე ეტაპი მიმდინარე წლის 2 ივნისიდან განხორციელდება, რის შემდეგაც, საქართველოს ქალაქებში სატელეფონო ნომრების სიგრძე შეიცვლება. თბილისის ექვსციფრიან ნომერს დაემატება პრეფიქსი 2 და შვიდციფრიანი გახდება, ხოლო, რეგიონებში არსებულ ხუთციფრიან ნომრებს დაემატება პრეფიქსი 2.
სს “სილქნეტის” სამცხე-ჯავახეთის ფილიალის დირექტორი გია წიქარიშვილი განმარტავს, რომ ცვლილებების შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია დროულად მიაწოდეს: “აღნიშნულის შესახებ, კომპანიის საინფორმაციო სამსახურმა ავტომატურ რეჟიმში აცნობა საქართველოს ფიქსირებული ქსელის ყველა აბონენტს. ასევე, ინფორმაციები განთავსებულია სს “სილქნეტის” ვებგვერდზე, ბუკლეტები კი ყველა სერვის ცენტრს დაურიგდა თვალსაჩინო ადგილებში გამოსაკრავად”.
ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლა მარტიდან დაიწყო. ერთი თვის განმავლობაში, 25 აპრილამდე, ძველი და ახალი კოდები ერთად იმუშავებს, რადგან მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას. ყველა ოპერატორი ვალდებულია აბონენტებს ცვლილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.
ახალციხეში მცხოვრები მაყვალა გოგოლაძე სახლის ტელეფონით ხშირად სარგებლობს. ცვლილების შესახებ ოპერატორისგან შეიტყო, რომელმაც დაურეკა და სატელეკომუნიკაციო სიახლეები გააცნო.
“შვილი მყავს თბილისში და ხშირად ვურეკავ. სახლის ტელეფონზე ოპერატორმა დარეკა და გვითხრა, რომ კოდები იცვლება”, - ამბობს იგი.
შეიცვალა რვიანიც, მას ნოლი ჩაანაცვლებს. ასევე, შეიცვალა მობილური ოპერატორების ნომრებიც და 8-ს ყველგან 05 ჩაანაცვლებს.
ახალი სატელეფონო კოდების შესახებ ახალციხელმა ნათია დემეტრაძემ ტელევიზიით მოისმინა.
“ხშირად ვსარგებლობ სახლის ტელეფონით, ყველაზე მეტად მობილურზე ვრეკავ. როგორც მოვისმინე, მობილურზე დარეკვის წესიც შეიცვალა, მაგრამ ახალი წესით დარეკვა ჯერ არ მიცდია”, - ამბობს იგი.

სს “სილქნეტის” სამცხე-ჯავახეთის ფილიალში ამბობენ, რომ სატელეფონო კოდების ცვლილება სატელეფონო ხარვეზებს არ შექმნის. პრობლემის შემთხვევაში აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 100 100 და დახმარება ითხოვონ.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი