სამწუხარო მეორე ადგილი


ქალებზე ძალადობის მიხედვით სამცხე-ჯავახეთი რიგით მეორეა


ტრადიციად თუ ჩვევად ქცეული უკანონობა, ან უბრალოდ, ამორალური საქციელი; ქალებზე ძალადობის შემთხვევების რიცხვი; რამდენად ძალადობენ სუსტი სქესის წარმომადგენლებზე სამცხე-ჯავახეთში

თამუნა უჩიძე, ახალციხე

საქართველოში, ქალებზე ძალადობის მიხედვით გამორჩეულ რეგიონებს შორის, სამცხე-ჯავახეთი რიგით მეორეა, მოძალადე კაცების რაოდენობით კახეთი გვისწრებს.
ოჯახში ძალადობის პრობლემის კვლევის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციამ - “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი”- ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით პროექტი განახორციელა. კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით, ძალადობის თავალსაზრისით სამცხე-ჯავახეთი მაღალი მაჩვენებლების მქონე რეგიონების რიცხვში შევიდა.
სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოებისთავმჯდომარე, ასევეძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის სამცხე-ჯავახეთის ქვეკომიტეტისთავმჯდომარე მარინა მოდებაძე აცხადებს, რომ ბოლო დროს, რეგიონში ძალადობის შემთხვევების რიცხვი 50-პროცენტით გაიზარდა. მაგრამ რაოდენობა გაიზარდა არა ფაქტების მატების, არამედ მოსახლეობის გახსნილობის გამო: “13 წლის წინ, მუშაობა რომ დავიწყეთ, ძალადობის შემთხვევებს მალავდნენ. ახლა ასე აღარაა. ბოლო ორი წლის განამვლობაში ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა”.
ოჯახში ძალადობის პრობლემების გამოსაკვლევად არასამთავრობო ორგანიზაციამძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი”, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2010 წლის ზაფხულსა და შემოდგომით კვლევა ჩაატარა. აღნიშნული კვლევის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობას ძირითადად ახორციელებენ ქმრები – 53 პროცენტი, შემდეგ მამა – 17 პროცენტი, ყოფილი ქმარი – 8 პროცენტი, პარტნიორი – 6 პროცენტი და ძმა – 6 პროცენტი. კვლევის თანახმად, მამაკაცების მეხუთედი, რომელიც ძალადობას ახორციელებს, ფხიზელ მდგომარეობაშია. 80 პროცენტი ძალადობის აქტი მამაკაცმა ნასვამ მდგომარეობაში ჩაიდინა, 6 პროცენტი კი  ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ. გამოკითხულთა 40 პროცენტზე მასთან მცხოვრები ახლობელი ადამიანი სექსუალურად ძალადობდა.

მარინა მოდებაძის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთში მოქმედი რვაკაციანი თავშესაფარი, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვისაა განკუთვნილი, ყოველთვის გადატვირთულია: აქ ფიზიკური ძალადობის ქვეშ მყოფ ქალებს ვათავსებთ. ბუნებრივია, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და სექსუალურ ძალადობაზეც ვმუშაობთ, მაგრამ თავშესაფარში ასეთი მსხვერპლი ვერ გადაგვყავს, საქართველოში ამის ფუფუნება ჯერ არ გვაქვს”.  

მოდებაძის თქმით, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები თითქმის ყველა ოჯახშია და ამას უკვე ძალადობად აღარც აღიქვამენ: “მით უფრო ჩვენ რეგიონში ამგვარი ფაქტების აფიშირება იშვიათად ხდება. მესხი ქალები მომთმენები არიან, თუმცამ მიუხედავად ამისა, ძალადობის პროცენტული მაჩვენებელი მაინც დიდია”.
მესხი ქალები რომ პრობლემის სააშკარაოზე გამოტანას ერიდებიან, ეს სამართალდამცავი უწყებების მონაცემებიდანაც ჩანს.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში გასულ წელს ქალზე ძალადობის შესახებ 15-მდე საქმე შევიდა.

“2010 წელს შემოსული, 900 განხილული საქმის, ეს მხოლოდ 1,1 პროცენტია”, - ამბობს ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი.

სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორის ვაჟა ჩიტაშვილის თქმით, თუ უკიდურესი შემთხვევა არაა, თავმოყვარე ქალი პროკურატურამდე არ მივა: ძალადობის შემთხვევები იმაზე ხშირი იქნება, ვიდრე ჩვენამდე მოდის. ყოფილა შემთხვევა, როცა ქალი მოსულა და ქმარზე უთხოვა, ძალიან არ დასაჯოთ, ოჯახის შენარჩუნება მსურსო”.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოჯახური ძალადობით ჩადენილ ქმედებებზე გამოძიება დაიწყო 39 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის: 2006 წელს 3 საქმეზე, 2007 წელს – 4-ზე, 2008 წელს – 8-ზე, 2009 წელს – 7-ზე, 2010 წელს კი 17 საქმეზე. აღნიშნულ დანაშაულთა უმრავლესობა ჩადენილ იქნა მეუღლეების მიმართ. სასამართლოში წარიმართა 11 საქმე და ყველა მათგანზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

წლის განმავლობაში, საშუალოდ, ოჯახური ძალადობის შესახებ საჩივრების მხოლოდ ერთი პროცენტი შედის არასამთავრობო ორგანიზაციადემოკრატ მესხთა კავშირშიც”. აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენელი გია ანდღულაძე  მიიჩნევს, რომ ეს ქალებზე ძალადობის ფაქტების საგანგაშო რაოდენობაა ნამდვილად არაა და აფიშირება არასწორად ხდება: ხშირად ძალალდობის არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებენ. ოჯახური ძალადობა მხოლოდ ქალს არ შეეხება”.

ამ მიმართულებით შესული საჩივრების რაოდენობით არც სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიურო გამოირჩევა.

ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი საჩივრების სიმცირეს, მოდებაძის მსგავსად, მესხი ქალების დიდი მოთმინების უნარით ხსნით. იგი ამბობს, რომ მესხეთში ქალი მეუღლისგან თითქმის ყველაფერს ეგუება, გარდა მკვლელობის მცდელობისა, ან შიშისა, რომ შეიძლება მოკლან: მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უჩნდებათ პროტესტის გრძნობა. ეს კავკასიური მენტალიტეტის ბრალია, ქალები შეგუებული არიან აზრს, რომ მამაკაცს უნდა ეკავოს დომინანტის ფუნქცია. მას აქვს უფლება უწმაწური სიტყვებით მიმართოს ქალს და შემოარტყას კიდეც. ამდენად, ჩვენ რეგიონში ძალადობის ფაქტების დაფიქსირება ძნელია”.

ფსიქოლოგის გულიკო ბექაურის განცხადებით, ძალადობასთან კავკასიური მენტალიტეტი არაფერ კავშირშია: ხშირად ოჯახები არა სიყვარულით, არამედ ანგარებით და მოზარდი გოგონების გაუთვალისწინებელი ქცევების გამო იქნება და მალევე ინგრევა კიდეც”.

ბექაურის განმარტებით, ზოგადად აწეულია უარყოფითი ემოციური ფონი, თუმცა, ურთიერთობის დაძაბვის მაპროვოცირებელი შეიძლება ეკონომიკური მდგომარეობაც იყოს: ფსიქოლოგიური ძალადობის გამო შესაძოა ქალი, თუ მას სუსტი ნებელობითი სფერო აქვს, თვითმკვლელობამდეც კი მივიდეს. ყველა ოჯახს ინდვიდუალური სიცოცხლისა და ცხოვრების ფორმულა გააჩნია, თუმცა, ბოლო დროს სერიალებმაც დიდი გავლენა იქონია”.  

ფსიქოლოგის განარტებას ემთხვევა კვლევის შედეგებიც: ოჯახური ძალადობის ყველაზე დიდი მაჩვენებლი იქაა, სადაც ოჯახის თვიური შემოსავალი ყველაზე ნაკლებია. ასევე, კვლევის თანახმად, ძალადობის შემთხვევების დიდი ნაწილი სოფლებში ფიქსირდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეში მცხოვრები 43 წლის ქალბატონი, რომელიც პრესასთან ინკოგნიტოდ რჩება, კვლევის შედეგებს ნაწილობრივ ეთანხმება: ხმაური რომელი ოჯახიდან არ გამოდის?! ულაპარაკო ადამიანი სადაა?! ქალაქში როგორ ხდება არ ვიცი, მაგრამ ერთი კი ცხადია, რომახლანდელი გოგოებიქმრისგან ზედმეტ სიტყვასაც კი ვეღარ იტანენ და ასე რომელი ოჯახი შენარჩუნდება?!”  

რას ნიშნავსზემდეტი სიტყვა”, რა არის ძალადობა, ვინაა მოძალადე და ვინ მსხვერპლი, ეს 2006 წელს სახელმწიფოს მიერ მიღებულიოჯახური ძალადობის შესახებ კანონითრეგულირდება. თუმცა, როგორც კვლევებიდან ჩანს, საშველი მხოლოდ ამ მიმართულებით კანონმდებლობეაში ცვლილების შეტანა არაა.   

მოძალადისთვის ჯარიმების და ადმინისტრაციული სასჯელების დაკისრება პრობლემას არ ხსნის. ქვეყანაში უნდა არსებობდეს, როგორც მსხვერპლის, ასევე მოძალადის რეაბილიტაციის ცენტრები, თორემ მოძალადე ასე ყოველთვის მოძალადედ დარჩება”, - ამბობს მარინა მოდებაძე.

როგორც ესტონეთ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარების ხელმძღვანელმა ირის პეტაიმნეტგაზეთთანსაუბრისას აღნიშნა: მოძალადე კაცების მამებიც თავის დროზე მოძალადეები იყვნენ. ეს პროცესი გრძლედება და ტრადიციადაც იქცა უკვე. ასევე ტრადიციად იქცა ქალთა მოთმინებაც. თუ სახელმწიფო უფრო მეტად არ ჩაერია, ასე კიდევ დიდხანს გაგრძელდება”.  

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი