მოულოდნელი გადაბარგება

 ოთხვარსკვლავიანი სასტუმროსთვის გამოთავისუფლებული შენობა

ათასობით წიგნი ამ ტომრებში იმ შენობის
აშენებამდე დარჩება, რომლის პროექტიც
ჯერ არ არსებობს.
ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო ყოფილი სამხარეო ადმინისტრაციის შენობის ნაცვლად; ინვესტორისთვის გამოთავისუფლებული ბიბლიოთეკის შენობა; ნახევარი წლის განმავლობაში ტომრებში შესანახად გამზადებული წიგნადი ფონდი და ნაგვის მანქანები მათ გადასაზიდად.

თამუნა უჩიძეახალციხე



 20 აპრილის წვიმიან დილას ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან სამი ნაგავმზიდი იდგა, მათ ტომრებში მოთავსებული წიგნადი ფონდის ნაწილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ სხდომათა დარბაზში უნდა გადაეტანათ. არც თუ ისე კარგად გამორეცხილ ნაგავმზიდებში, სადაც წვიმიანი ამინდის გამო სისველეც იყო, მუშებმა წიგნებით სავსე ტომრების შეწყობა სცადეს

მანქანა, რომლიტაც წიგნების გატადანას
აპირებდნენ.
ხელი არ მოკიდოთ არცერთ ტომარას! ვინ გამოგზავნა ნაგვის მანქანები წიგნების გადასატანად?! ნაგვის მანქანებში წიგნებს არ შეგაწყობინებთ! ასე მხოლოდ თაროებს თუ წაიღებთ”, - გასასვლელ კართან შეაჩერა ტომრებით დატვირთული მუშები ცენტრალური ბიბლიოთეკის მენეჯერმა ზაირა კელაპტრიშვილმა.  

ბიბლიოთეკის თანამშრომლების წინააღდეგობის გაწევის შემდეგ, ერთ-ერთ ნაგავმზიდდთან მდგომმა შპსკეთილმოწყობისსამსახურის უფროსმა ამირან ნოზაძემ განაცხადა, რომ ნაგვის მანქანები წიგნების გადასატანადარ მოუყვანიათ”: რადგან ეს მანქანები არ გამოდგება, ისევ უკან დავაბრუნებთ”.

ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა 18 აპრილის, დილას გაიგეს, რომ ადგილი, სადაც 1972 წლიდან ბიბლიოთეკაა განთავსებული, სამ დღეში უნდა დაეცალათ - შენობა ინვესტორმა იყიდა.  

ეს დიდი სამუშაოა, ერთი ხელის მოსმით გასაკეთებელი საქმე არაა. აქ 20-25 ბაინდერი არ გვაქვს, რომ ამოიდო იღლიაში და სხვა შენობაში გადახვიდე. წიგნებს ტომრებში ვაკონსერვებთ, მაგრამ კარტოფილის ტომრებივით რომ არ შეყარონ, თითოეულ მათგანს ჩვენი მეთვალყურეობა სჭირდება”, - აცხადებს კელაპტრიშვილი

ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, საბავშვო ბიბლიოთეკასა დაამერიკის კუთხესთანერთად, 100 000 წიგნი ინახება. ორ დღეში შენობიდან მხოლოდ მისი უმნიშვნელო ნაწილის გატანა მოხერხდა.

ჯერ მხოლოდ 5 მანქანა, 500 წიგნი გავიტანეთ. ვცდილობთ წიგნები ტომრებში კატალოგების მიხედვით ჩავაწყოთ და თან გარედან დავნომროთ, რომ შემდგომში დალაგება ძალიან არ გაგვიჭირდეს”, - გვიხსნის კელაპტრიშვილი.  

დანომრილ ტომრებს გამგეობის ყოფილ სხდომათა დარბაზში, სავარაუდოდ, გვიან შემოდგომამდე მოათავსებენ.

პირადად ჩვენ არაფერი ვიცით, მაგრამ ამბობენ რომ ბიბლიოთეკისთვის ახალი შენობა უნდა ააშენონ. აქ 400 კვადრატული მეტრი გვეკავა, ვიწროდ ვიყავით, იქ ფართი ალბათ შედარებით მეტი იქნება, მაგრამ, როდის ააშენებენ, არ ვიცით”, - ამბობს კელაპტრიშვილი.

მანამდე კი, ბიბლიოთეკის მენეჯერის თქმით, წიგნებს გაფუჭების საფრთხე ემუქრება: ფონდის დაზიანების საშიშროება ნამდვილად დიდია. წიგნებს, ისევე როგორც ადამიანს, სუნთქვა სჭირდება. თვეობით ტომრებში ჩაწყობილი, უჰაერობაში დაზიანდება, მით უფრო, თუ ოდნავ მაინც შეეპარა ნამი”.

ახალი შენობის აშენებამდე ბიბლიოთეკის თანამშრომლები თოჯინების თეატრში ორ ოთახს დაიკავებენ.

დიდი რაოდენობით ლიტერატურაა გაცემული, შემოტანის შემდეგ, მათი ბრუნვაც იქნება შესაძლებელი. ვეცდებით ის წიგნები, რომლებიც სტუდენტებსა და მოსწავლეებს ყველაზე ხშირად სჭირდებათ, თოჯინების თეატრში განვათავსოთ”, - გვიხსნის კელაპტრიშვილი.

თამარ მეფის 11-ში მდებარე ორსართულიანი შენობის დაცლა, ბიბლიოთეკასთან ერთად სამხარეო ადმინისტრაციას, ახალცხიის საოლქო საარჩევნო კომისიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ახალციხის განყოფილებასაც მოუხდა.  

თუმცა, ორშაბათს დილით შენობის დაცლის შესახებ ინფორმაცია, ბიბლიოთეკისგან განსხვავებით, სამხარეო ადმინისტრაციისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ხელშეკრულება ინვესტორთან, კომპანიავილაჯიოსთან”, რომლის დირექტორიც ლევან კალმახელიძეა,
14 აპრილს გაფორმდა.

ვიცოდით, რომ ოთახები უნდა დაგვეცალა. აღდგომის შემდეგ აქ ინვესტორისთვის სამუშაოების დასაწყებად, შენობა თავისუფალი უნდა დაგვეხვედრებინა. ვიდრე ოფიცერთა სახლი გარემონტდება, საგადასახადოს შენობაში გადავალთ”, - აცხადებს პრეზიდენტის რწმუნებული  სამცხე-ჯავახეთის მხარეში ლაშა ჭკადუა.

ოფიცერთა სახლის დემონტაჟი, სადაც გუბერნიასთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტი და გამგეობაც უნდა გადავიდეს, 15 აპრილიდან მიმდინარეობს. მშნებლობა დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.  

საოლქო საარჩევნო კომისია საპატრული პოლიციის ყოფილ შენობაში გადავიდა, მილსადენების დაცვა ქალაქის გასასვლელთან, დოსააფთან მდებარე კორპუსში განთავსდა, - გვიხნის ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი და ამატებს, რომ ბიბლიოთეკისთვის შემოდგომით ახალი მინებიანი შენობა, მესხეთის თეატრის გვერდით აშენდება, - უკვე ტენდერიც გამოცხადდა”.

თუმცა, იმის შესახებ, რომ ბიბლიოთეკისათვის მალე ახალი შენობის აშენება დაიწყება, ახალციხის მუნიციპალიტეტეტის გამგებელის მოადგილეს ზურაბ ჯინიუზაშვილს არაფერი სმენია: ვინ თქვა ამის შესახებ?!

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისა დაკონსერვატიული პარტიისსამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის თქმით, ახალი ბიბლიოთეკის აშენების შესახებ საუბარი იყო, თუმცა, არა ოფიციალურ დონეზე”. 

ექნება თუ არა ბიბლიოთეკას თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ახალი შენობა, 6-7 თვეში გაირკვევა. მანამდე კივისოლისშვილობილი კომპანია ქალაქის ცენტრში სასტუმროს მშენებლობას დაიწყებს.

“12-თვიანი ხელშეკრულებაა დადებული, ამდენად კომპანიამ ინვესტიცია ერთ წელიწადში უნდა განახორციელოს. პროექტი ჯერ არ გვინახავს, მაგრამ ვიცით, რომ ამ ადგილას ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა აშენდეს”, - აცხადებს ჭკადუა.  

2 comments:

  1. თქვენ რა, ახლა გაიგეთ რომ დიდი ხანია წიგნების ბედი არავის აღელვებს???

    ReplyDelete
  2. რა განუკითხაობაა! :(

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი