“მტკვარი ჰესი” - ძველი და ახლადგაჩენილი პრობლემები


ეს ის გვირაბგამყვანია, რომლის გამოც
მშენებლობა შეფერხდა. 

 პარლამენტში გამართულ პოლიტიკურ დებატებზე გაჟღერებულიმტკვარი ჰესისმშენებლობის საკითხი; რატომ შეჩერდა გვირაბის შენება და რა სამუშაოებია ამ დროისთვის დასრულებული. საფრთხეები და მისით გამოწვეული სავარაუდო შედეგები;

თამუნა უჩიძე, ახალციხე



პარლამენტში მიმდინარე დებატებზე საუბარი ქვეყანაში განახლებადი ენერგიისა და ალტერნატიული წყაროების საკითხსაც შეეხო. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, ხელისუფლება ენერგოსექტორის განვითარების მიმართულებით ბევრს მუშაობს. თუმცა, ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ჩატარებული სამუშაოების ხარისხით ნაკლებად ინტერესდება. დეპუტატი პაატა დავითაია რიგ ენერგეტიკულ ობიექტებზე ტექნიკური თვალსაზრისით შემქნილსაგანგაშო მდგომარეობაზეაკეთებს აქცენტს.

მისი თქმით, სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის მონაწილეობით გახსნილიმტკვარი ჰესისმშენებლობა სამ-ოთხ წელიწადში უნდა დამთავრებულიყო, თუმცა, ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია: ათკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა შეჩერებულია, რადგან თავიდანვე საქმეში არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური კადრები იყვნენ ჩართულნი. არსებობს ონფორმაცია, რომ შესაძლებელია გამოიცვალოს ინვესტორი. საინტერესოა, ამ საკითხზე ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი?!”

ჰიდროელექტროსადგური მტკვარისპროექტის განხორციელება გასულ წელს დაიწყო. მშენებლობა 32 კილომეტრზეა გაშლილი და სამუშაოები ორ დამოუკიდებელ კვანძს შორის მიმდინარეობს. პირველი სათავე ნაგებობათა კვანძია, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ რუსთავთანაა განლაგებული და წყალსადენ ნაგებობასთან ერთად 29 მეტრი სიმაღლის კაშხალსაც მოიცავს. შემდეგ არის წყალსაგდები, რომელიც საჭიროა ზედმეტი წყლის გადასაღვრელად, წყალდიდობის დროს ხარჯების გასატარებლად. მეორე კვანძი წყალმიმღებია, ანუ ადგილი, საიდანაც ჰიდროელექტროსადგური წყალს მიიღებს. 9,6 კილომეტრი სიგრძის გვირაბი კი ძალოვან კვანძს დააკავშირებს სათავე ნაგებობასთან.

თუმცა, გვირაბის მშენებლობა შვიდი თვის წინ შეჩერდა და ამ დრომდე არ განახლებულა. ამჟამად გაყვანილი 460 მეტრია. მშენებელი კომპანია   caucasus hidro construction-ის დირექტორის ალექსანდრე დანელიას, განმარტებით მათ მიერ შეძენილი გვირაბგამყვანი კომბაინის წარმადობა საჭირო დროში გვირაბის გაყვანას ვერ უზრუნველყოფდა: როგორც მომწოდებელმა გვითხრა, ისე არ აღმოჩნდა. ამ ტექნიკის საშუალებით დღე-ღამეში 20 მეტრი უნდა გაგვეყვანა, მაგრამ მისი წარმადობა, საშუალოდ, 7 მეტრს შეადგენდა”.

დანელიას თქმით, სამენეჯმენტო ჯგუფმა გვირაბიდან კომბაინის გამოყვანა და მისი ახალი ტექნიკით შეცვლა გადაწყვიტა. ეს უკანასკნელი გვირაბის სრული კვეთით გაყვანას უზურუნვლეყოფს, ანუ უკან მზა გვირაბს დატოვებს: ამ მექანიზმის საბურღი დაბოლოება გვირაბის დიამეტრის ტოლია, ქანებს დაანგრევს და უკან, რკინა ბეტონის მზა ელემენტებისგან აწყობილი გვირაბს დატოვებს”.
   
გვირაბის სამშენებლო სამუშაოები ოქტომბრიდან განახლდება. კომბაინის შესაძენად, დანელიას თქმით, გერმანულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. მისი საშუალებით თვეში, სავარაუდოდ, 600 მეტრს გაივლიან.

ამ დროისთვის დასრულებული მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოების ნაწილია.

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა გამართული ინფრასტრუქტურის შემქნას მოითხოვს. აქ იგულისხმება ბეტონის ქარხნები, რომელთაგან ერთი უკვე გვაქვს, მექანიკური და საარატურე ცეხი, სასაწყობე მეურნეობა, - გვიხსნის დანელია და ამატებს, რომ ინფრასტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებული სამუშაოები საყუნეთის ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია და ამჟამად მშნებლობა რუსთავის მიმდებარე ტერიტრიაზე მიმდინარეობსმდინარეზე, წყალდიდობამდე ერთი კვირით ადრე, ხიდის დამთავრება მოვასწარით. დავასრულეთ წყალსაგდების ზედა ზღუდარის მშენებლობაც. ახლა წყალსაგდები ქვაბულის დამუშავებას ვიწყებთ”.

ამჟამად ჰესზე მუშაობა ერთ ცვლაში მიმდინარეობს, კომბაინის ჩამოსვლის შემდეგ კი მშენებლობა ღამის ცვლაშიც გაგრძელდება. რაც შეეხება ადგილობრივების დასაქმებას, დანელიას თქმით, ამ დროისთვის პროექტზე დასაქმებული 60 ადგილობრივი და 40 ჩამოსულია: მშენებლობის დასრულების შემდეგ მუდმივი სამუშაო ადგილი მაქსიმუმ 30 ვაკანსიით განისაზღვრება. საერთოდ, ჰესის მშენებლობა დიდხანს გრძელდება, მაგრამ მისი ექსპლუატაცია ძვირი არ ჯდება”.  

ვისთვისაც ჰესის მაშენებლობამ დასაქმების პრობლემა ვერ გადაჭრა, პროექტით გამოწვეულ საფრთხეებსა და შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ. საყუნეთელები დაბინძურებულ საძოვრებს, რუსთაველები კი სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემის გაჩენის შესახებ გვიამბობენ. (“.” 6 სექტემბერი 2010 წელი)

მოსპეს ამხელა სათივეები, ნახშირია თუ ქვა არ ვიცი, ზემოდან აყრიან გვირაბიდან გამოტანილ მასალას. რაც უფრო ღრმად შედიან გვირაბში, მით უფრო მეტ ფართობს აბინძურებენ”, - ამბობს საყუნეთელი აბესალომ ბუხრიკიძე

სადაც გვირაბმა უნდა გაიაროს, იქაა ჩვენი სოფლის სასმელი წყლის მარაგი, სრულიად შესაძლებელია გვირაბის გავლის შემდეგ წყალი დაიკარგოს. საფრთხე ელის სარწყავ წყალსაც, მტკვარი უნდა შემობრუნდეს და ის მარაგი მთლიანად იქით წავიდეს. მარაგი აღარ დარჩება საიმისოდ, რომ საქაჩით ამოვქაჩოთ”, - აცხადებს რუსთავში მცხოვრები ელგუჯა კედელაშვილი

დანელია მოსახლეობის პრეტენზიებს არ ეთნხმება და აცხადებს, რომ გვირაბიდან გამოტანილი მასალა გვირაბის წინვე, ხევში იყრება: სადაც ნარჩენი თავსდება ესმტკვარი ჰესისმიერ შესყიდული ტერიტორიაა. დღეისათვის კი არცერთ დასახლებულ პუნქტთან არ გვაქვს შეხება”. 

რაც შეეხება რუსთავში წყლის პრობლემას, დანელიას თქმით, სასმელ წყალთან პროექტს არნაირი შეხება არ აქვს: გარდა ამისა, მდინარეში უპრობლემოდ დარჩება იმდენი წყალი, სოფელს სარწყავად რომ ეყოს”.

ჰიდროელექტროსადგური ექსპლოატაციაში 2015 წლიდან შევა. მანამდე კი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჩვენს ჯანმრთლეობას საფრთხე არ შეექმნება: საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული მყარი ნარჩენების - ბეტონი, ლითონი, მეტალი, პლასტმასებიუტილიზაცია ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად მოხდება.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი