სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალციხის საავადმყოფოში


 ორი თვეაახალციხის რაიონულ საავადმყოფოშისარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

მანანა სარაშვილიახალციხე
ახალციხის რაიონული საავადმყოფოსდირექტორის დავით მაისურაძის თქმით, ეთდება ოთხი სამშობიარო ბლოკ-პალატა. მშენებლობის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება მშობიარობას ოჯახის წევრიც დაესწროს და მელოგინესთან ერთად დარჩეს საავადმყოფოში მის გაწერამდე.     


გარდა ამისა, სამშობიარო განყოფილების პირველ სართულზე, შესასვლელში, ემერჯენსი გაკეთდება. აქ იქნება მოთავსებული ყველაფერი, რაც ერთ დღე-ღამეში პაციენტისთვის იქნება საჭირო.

პირველ სართულზე კეთდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევების მართვის განყოფილება, სადაც იქნება ობსერვაცია, მცირე საოპერაციო და რეანიმაცია”, - ამბობს ახალციხის რაიონული საავამდყოფოს დირექტორი დავით მაისურაძე.

მისივე თქმით, ამავე განყოფილებაში მოხდება სტაბილიზაცია, მკურნალობა, გადაყვანა სხვა განყოფილებაში საავადმყოფოს ტერიტორიაზე ან უფრო მაღალი დონის დაწესებულებაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოებში გათვალისწინებულია ინფექციური განყოფილების გაკეთებაც.

ოპტიმიზაციების პრინციპებიდან გამომდინარე, ინფექციური განყოფილება საავადმყოფოს ოთხსართულიანი შენობის მეორე სართულზე, აღმოსავლეთ მესამედში განთავსდება”, - განმარტავს მაისურაძე.     

ასევე, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა, მოპირკეთდება ეზო და გაკეთდება შენობის გარე ფასადი.  

სარემონტო სამუშაოები UAID-ის დაფინანსებით ხორციელდება. ფაქტობრივად, ეს პროექტ “100 ახალი საავადმყოფოსფარგლებში მიმდინარე სამუშაოებია.  

“100 ახალი საავადმყოფოსპროექტი 2007 წელს დაიწყო და 2011 წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტი ახალი საავადმყოფოების აშენებას და ძველების რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. თავდაპირველად, რამდენიმე საავადმყოფო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაბლოკ ჯორჯიასუნდა აეშენებინა. მაგრამ, იმის გამო, რომ კომპანიამ დაკისრებული ვალდებულების შესრულება ვერ შეძლო, მთავრობამ ხელშეკრულება გაუუქმა. ამის შემდეგ 100 საავადმყოფოს პროექტმა სახე იცვალა და  კონკრეტული რეგიონები, ტენდერში გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიებს სამ წლიანი ვადით გადაეცათ. გამარჯვებულ კომპანიებს აქვთ ვალდებულება რაიონულ ცენტრებში ახალი საავადმყოფოები ააშენონ.

სამცხე-ჯავახეთში ტენდერი “იმედი ელ”-მა მოიგო. ახალციხის გარდა USAID-ის დაფინანსებით შენდება საავადმყოფოები ნინოწმინდასა და ახალქალაქშიც.  

1 comment:

  1. vă mulțumesc foarte informații interesante au fost prezentate cu succes Salutări

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი