“ახალქალაქელი” ამერიკელები


სემ ჰარისი და მელისა ქულმანიმშვიდობის კორპუსისპროგრამის ფარგლებში ახალქალაქში ცხოვრობენ და ინგლისურ ენას ასწავლიან. როგორია ვაშინგტონელების ყოფა ახალქალაქში, როგორ შეეგუენ ადგილობრივ მოსახლეობას და რას ამბობენ განათლების სისტემის შესახებ.

შუშან შირინიანიახალქალაქი

 მეცხრე თვეა მოხალისეები, ამერიკელი ცოლ-ქმარი მელისა ქულმანი და სემ ჰარისი, ახალქალაქის სკოლებში ინგლისურ ენას ასწავლიან. ახალქალაქი და თავად საქართველოც, თვითონ არ აურჩევიათ. საქართველოში ამერიკელები 2010 წლის აპრილში ჩამოვიდნენ. მათ მხოლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთში გავლილი ექვსკვირიანი ტრენინგის შემდეგ გაიგეს, რომ ჩამოსვლა აქ მოუხდებოდათ. მოვლენების ასეთი განვითარებით ცოლ-ქმარი კმაყოფილია. ადაპტაცია უკვე გაიარეს, გარემოს ადვილად შეეგუენ და თავს კომფორტულად გრძნობენ.

გაგონილი გვქონდა, რომ კავკასიელები სტუმართმოყვარე, კეთილი ხალხია, მაგრამ, საბოლოოდ, ამაში მხოლოდ აქ ჩამოსვლის შემდეგ დავრწმუნდით. ყოველდღე ვიღაც გვეპატიჟება სტუმრად, სადილზე, ვახშამზე; ყოველ ჯერზე ვხედავ, აქაური ხალხი რა კეთილია და მიკვირს, რადგან ვიცი, რომ აქ ცხოვრება ძნელია, უმუშევრობაა, ხალხს შეიძლება ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდეს, მაგრამ მაინც სტუმართმოყვარეობას იჩენენ. ეს ისე მიხარია, რომ ჩემი ემოციების გამოსახატად სიტყვებს ვერ ვპოულობ. აქ თავს საზოგადოების სრულუფლებიან წევრად ვგრძნობ და არა როგორც უცხო”, - ამბობს მელისა ქულმანი.

მოხალისეები ერთ-ერთ ოჯახში ცხოვრობენ. ისინი თავს ოჯახის წევრებად გრძნობენ, საღამოობით ერთად იკრიბებიან, ჩაის სვამენ, საუბრობენ, სემი და მელისა, ყველასთან ერთად, სომხურ ენაზე ტელესერიალანნასუყურებენ. პარალელურად, ენასაც სწავლობენ. ძალიან უყვართ დიასახლისის მომზადებული კერძები და საუზმეს, სადილსა და ვახშამს ოჯახთან ერთად მიირთმევენ. სემს განსაკუთრებითტოლმადახარჩოუყვარს. მელისა რაიმე კერძის თავისებურად მომზადებას ვერ ბედავს, რადგან ეშინია, რომ ისეთი გემრიელი არ გამოუვა, როგორც დიასახლისს. სემს ძალიან უყვარს მუსიკა და საღამოობით გიტარაზე უკრავს. მოხალისეები ფიქრობენ, რომ ჩვეულებრივ ოჯახში ცხორება მათ ადგილობრივი ტრადიციების, კულტურის, სამზარეულოს უკეთ შესწავლის საშუალებას აძლევს.

მართალია, მოხალისეებმა ადგილობრივ საზოგადოებაში ადაპტაცია მოახერხეს, მაგრამ მელისასთვის ზოგიერთი ადგილობრივი ტრადიცია დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა. მაგალითად, ის, რომ ღამით ქალს მარტო ქალაქში სიარული არ შეეფერება.

სტუმრად როცა ვარ და უკან დაბრუნება მინდა, ყველა მეუბნება, რომ მარტო სიარული არ ღირს. ეს ხომ პატარა ქალაქია, მე ვაშინგტონში ვცხოვრობდი, იქ გაცილებით საშიშია. თქვენი კულტურის არასაკმარისად ცოდნის გამო, ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ მე ისე ვიქცევი, როგორც სახლში მოვიქცეოდი, აქ კი ეს ცოტა არასწორად მიიჩნევა”, - ამბობს მელისა.

მელისა ქულმანი ახალქალაქის მეორე რუსულ სკოლაში ასწავლის, სემ ჰარისი კი მეოთხე სომხურ სკოლაში. მოხალისეები ვაშინგტონიდან ჩამოვიდნენ. სემი უნივერსიტეტში არაბულ ენას ასწავლიდა, მელისა ერთ-ერთი ორგანიზაციის ოფისში ეკონომიკურ კვლევებს ატარებდა, საღამოობით კი უფროსი ასაკის ემიგრანტების სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლიდა. მას საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული დსთ-ის სპეციალობით.

მშვიდობის კორპუსისპროგრამას, რომლითაც მოხალისეები ახალქალაქში ჩამოვიდნენ, ამერიკის მთავრობა აფინანსებს. აღნიშნული პროგრამა ძალიან პრესტიჟულად მიიჩნევა და მასში მონაწილეობის საშუალება ყველას არ ეძლევა. პროგრამაში ჩართვისთვის მოქნილ, ტოლერანტულ ადამიანებს ირჩევენ, რომლებიც მზად იქნებიან წავიდნენ იმ ქვეყანაში, რომელზეც მიუთითებენ. პროგრამა ორ წელიწადზეა გათვლილი. მათი მუშაობის მიზანი მოსწავლეთა და მასწავლებელთათვის განათლების ამერიკული მეთოდიკის გაცნობაა.

გაკვეთილების დროს მოხალისეები ცდილობენ მეტი ილაპარაკონ ინგლისურად, მოსწავლეებს ურთიერთობის პრაქტიკას აძლევენ, ცდილობენ, ინგლისურად თუნდაც ცოტა ლაპარაკის საშუალება ყოველ მოსწავლეს მიეცეს. თუ გაკვეთილის დროს მოსწავლეები ახსნილ მასალას ვერ იგებენ, ცოლ-ქმარს ადგილობრივი პედაგოგები ეხმარებიან, ვინც ინგლისურ ენას მათთან ერთად ასწავლის.

მათთვის ზოგჯერ ცოტა რთულია, რადგან უნდათ, ყველაფერი უცებ გაიგონ და ვინმემ რუსულად ან სომხურად აუხსნას”, - ამბობს მელისა.

სემ ჰარისი მიიჩნევს, რომ განათლების ადგილობრივი სისტემის ძირითადი გარღვევა, ინგლისური ენის სწავლების თვალსაზრისით, – გაკვეთილებზე ინგლისურად საუბრის სიმცირეა.

ამერიკაში ენების შესწავლის დროს, ყველაზე მეტი ყურადღება ურთიერთობას, საუბარს ექცევა. გამოთქმა ასეთი მნიშვნელოვანი არ არის. აქ კი პირველ ადგილზე ტექსტების კითხვა და თარგმნაა. ენის შესწავლის დროს ჩვენ ტექსტებს არასდროს ვთარგმნით, უფრო მეტად ლაპარაკს ვსწავლობთ. შეიძლება კითხვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას სახლში ვაკეთებთ”, - ამბობს სემ ჰარისი.

მოხალისეებმა განათლების ადგილობრივი სისტემის პლუსებიც აღნიშნეს. მათ მოსწონთ, რომ საქართველოს სკოლებში ბევრ ენას სწავლობენ და ამას უმცროს კლასებში იწყებენ. ამერიკაში კი, მათი თქმით, ენების სწავლა მხოლოდ მე-7 - მე-8 კლასებში იწყება.

მშვიდობის კორპუსისპროგრამა მოხალისეებს ძირითად პროექტზე მუშაობის დროს სხვა პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობასაც აძლევს, თუ მათ სხვა ინტერესები და სპეციალობა აქვთ. მოხალისეებს საზოგადოებრივი პროექტების განხორციელებაც შეუძლიათ. მელისას ძალიან უყვარს სპორტი, ამიტომაც მან გოგონებისა და ქალებისთვის სპორტული წრე გახსნა.

სემ ჰარისი ენის სახლში მუშაობს და აქაც ინგლისურ ენას ასწავლის. მას ორი ჯგუფი ჰყავს, ერთი უფროსების, ვინც ენა უკვე იცის, მაგრამ დამატებითი პრაქტიკის გავლა სურს და მეორესკოლის მოსწავლეების.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი