პრეს-კონფერენცია ერევანში ჯავახეთის შესახებ


არტაკ გაბრიელიანი.


1 აპრილს ერევანში, კლუბურბატში”, ახალქალაქში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა  ჯავახეთის თემაზე პრეს-კონფერენცია გამართეს. რა მიზნები ჰქონდა პრეს-კონფერენციას, რა საკითხებზე ისაუბრეს, რატომ შეირჩა პრესკონფერენციის გამართვის ადგილად ერევანი და რა რეზონანსი მოჰყვა მას ქართულ და სომხურ მასმედიაში.


აღუნიკ აივაზიანიახალქალაქი


პრეს-კონფერენცია ერევანში სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საბჭოს წევრმა, საინფორმაციო სააგენტო-ინფოსხელმძღვანელმა არტაკ გაბრიელიანმა და ორგანიზაციალერნაშხარისხელმძღვანელმა ვალერი არაბიანმა ჩაატარეს. მათ განაცხადეს, რომ ჯავახეთში რთული ვითარებაა, როგორც პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური, ისე განათლების თვალსაზრისითაც.

პრეს-კონფერენციაზე გაიჟღერა ყოველთა სომეხთა კათალიკოსისადმი მოწოდებამ, რომ იგი ივნის-ივლისის თვეში საქართველოში მოსალოდნელი ვიზიტის დროს აუცილებლად ეწვიოს ჯავახეთს და ახალციხის სურბ ნშანის ეკლესია მოინახულოს. ასევე, პრეს-კონფერენციაზე ჯავახეთში ცალკე ეპარქიის შექმნისა და საქართველოში სომხური ეკლესიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების თაობაზე წინადადებაც დაისვა.

პრეს-კონფერენციის მიმდინარეობისას გამომსვლელებმა საქართველოში ფედერალური წყობის პირობებში ჯავახეთისთვის ავტონომიის მინიჭების საკითხი დასვეს, ასევე, ჯავახეთის გათურქების საკითხზე და სომხეთის საზღვარზე გადასვლის დროს შექმნილ პრობლემებზე ისაუბრეს. გაისმა კიდევ ერთი მოწოდება, რომ ჯავახეთმა საქართველოსა და სომხეთს შორის ძმური ურთიერთობის როლი შეასრულოს და ამ ურთიერთობაში მხოლოდ ინსტრუმენტი არ იყოს.  

ჯავახეთში მცხოვრები საზოგადო მოღვაწეების მიერ ერევანში ჩატარებულ პრეს-კონფერენციას ქართულ მასმედიაში გამოხმაურება არ მოჰყოლია. სომხურ მასმედიაში კი ეს ღონისძიება მხოლოდ გააშუქეს.

არტაკ გაბრიელიანის თქმით, პრეს-კონფერეციის ჩატარების ადგილის არჩევნის ერევანზე შეჩერება განაპირობა მათი მოთხოვნების მიმართულებამსომხეთის მთავრობისადმი.

ამ ეტაპზე ჩვენ მოთხოვნებს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას ვუყენებთ. ქართულ და სომხურ მასმედიას ჯავახეთის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, ისინი ინფორმაციას მესამე-მეოთხე პირებისგან იღებენ და მათივე სიტყვებით ლაპარაკობენ”, - განაცხადა არტაკ გაბრიელიანმა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე საზოგადოებრივ მოღვაწეთა მიერ პრეს-კონფერენციის ჩატარების ადგილის არჩევანს შემდეგნაირად განმარტავს:  ვფიქრობ, ჯავახელი საზოგადოებრივი მოღვაწეები რამდენიმე ჯგუფად იყოფიან. პირველი ჯგუფი ფიქრობს, რომ თბილისი მათ არაფერს უშველის და მისი იმედი არ აქვთ. მეორე ჯგუფი რუსული პროპაგანდის ძლიერ გავლენას განიცდის და არასწორ განცხადებებს აკეთებს. მესამე ჯგუფს კი ჰგონია, რომ მათ ერევნიდან უფრო მოუსმენენ და ამასთან, ფიქრობენ, რომ საქართველოში მათთვის გარკვეული დაბრკოლებები არსებობს, მაგალითად, ადგილობრივ ხელისუფლებას მათი ქმედებები არ მოწონს”.

სომეხი ექსპერტი არესტაკეს სიმავორიანი ბარიერების წინაშე საზოგადოებრივი მოღვაწეების სიფრთხილის საკითხში ქართველ კოლეგას ეთანხმება: ეს ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ, ჯავახეთში მცხოვრებლები მცირე საფრთხეს მაინც გრძნობენ და ამიტომ პრეს-კონფერენციას ერევანში ატარებენ. ჩემი აზრით, სომხეთში მათი აუდიტორია გაცილებით ფართოა და ბევრად მეტი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი”.

კითხვაზე, რა ადგილი უჭირავს ერევანს თბილისი-ჯავახეთის ურთიერთობაში, მამუკა არეშიძე პასუხობს: ერევანს ჯავახეთი-საქართველოს ურთიერთობაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ჯავახელი სომხების ეროვნული მიჯაჭვულობის თვალსაზრისით, ერევანი ყველა სომეხის დედაქალაქი, სომეხთა ბუდეა. ოფიციალურ ერევანს მშვენივრად ესმის, რა მდგომარეობაა და მტკიცე ნაბიჯებს დგამს, რათა ეს სიტუაცია შეიცვალოს.

არტაკ გაბრიელიანიც მიიჩნევს, რომ ერევანს ბევრის გაკეთება შეუძლია, მაგრამ არსებულ პოტენციალს სრულად არ იყენებს.

თუ სომხეთის ხელისუფლება მოისურვებს, ზოგიერთი საკითხი მოგვარდება. მაგალითად, ქვეყნების განათლების მინისტრების ბოლო შეხვედრის დროს დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ მისი კოლეგისთვის საქართველოს სომხურ სკოლებში სომხური ენის საათების რაოდენობის აღდგენა პრინციპული საკითხია. თუ სხვა, მაგალითად, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებიც ასე ითანამშრომლებენ და ჯავახეთში რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო პროგრამა განხორციელდება, ყველაფერი სხვანაირად იქნება”, - ამბობს არტაკ გაბრიელიანი.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი