ძვირად ნაყიდი სიჯანსაღე სოფელ ახალდაბაში


სოფელ ახალდაბას მცხოვრებლებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ,
რომ მათ სოფელში ''სოფლის მხარდაჭერის პროგრამის'' ფარგლებში
31 256-ლარიანი სტადიონი გაკეთდა.

მოსახლეობის ნაწილისთვის ეკლესია შემოიღობა, ნაწილისთვის სასმელი წყლის სათავე ნაგებობა გაკეთდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლის განცხადებით კი, დაბაში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი გაკეთდა. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” “ნაირსახეობაბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში.







გულო კოხოძებორჯომი






ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში 646 ოჯახი, დაახლოებით 2158 სული ცხოვრობს.






2010 წელს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში, ახალდაბისთვის 31 256 ლარი იყო გამოყოფილი. აღნიშნული თანხით სოფელში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი გაკეთდა.

სოფელში, ცენტრალურ ტრასაზე, ეგრეთ წოდებულ ბირჟაზე ადგილობრივები დგანან. საუბარს მათთან ვიწყებ.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამანაწილმა იცის, თუმცა ამჯობინებენ სხვა, მათთვის მნიშვნელოვან პრობლემაზე მესაუბრონ.
სოფლის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა.











კითხვას ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზევსვამ, ადგილობრივები კი პირდაპირ პასუხს თავს არიდებენ და ისევ უმუშევრობაზე მესაუბრებიან.

,,აი, ეგ პროგრამა თუ უმუშევრობას მოგვიგვარებს, მაშინ იქნება კარგი”, - ამბობენ დაბაში.
-          ჩვენ ვინ რა გვკითხა?!
-          კრება არ ჩატარებულა;
-          კრებაა რაა, თუ მივედით, ვზივართ ჭუკებივით და ვიქნევთ თავს. აზრი არ აქვს ხმის ამოღებას;
-          ამ პროგრამაზე არაფერი ვიცით.

ძირითად, ეს ფრაზები ისმის ,,ბირჟაზე”, არადა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამითგამოყოფილი თანხის ხარჯვის მიზნობრიობა უნდა განისაზღვროს მხოლოდ სოფლის მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად.

კონსულტაციების გამართვაზე პასუხისმგებელი პირი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბას ტერიტორიული ერთეულის რწმუნებული მიხეილ რიკაძე ამბობს, რომ სოფელში კრება ჩატარდა, მოსახლეობა გამოკითხა და თანხაც ადგილობრივებთან შეთანხმებით გაიწერა.







ისინი ვინც ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზესაუბრობენ, ამბობენ, რომ კრებას დაესწრნენ და პროექტის ფარგლებში სოფელში სასმელი წყლის სათავე ნაგებობა გაკეთდა.

,,ბოლომდე არ მიიყვანეს ეგ საქმეც. წესიერად არც ეგ გაკეთდა, სათავე ნაგებობა  ღიაა, მოუწყობელი, გაურემენტობელი და თან წყალი ყველგან არ მიდის”, - გვითხრა სოფლის მკვიდრმა.

დგილობრივების ნაწილი კრებას არ დაესწრო, თუმცა იციან რაც გაკეთდა.
,,ეკლესიის ეზო შემოიღობა,  - ამბობს ახალდაბელი თამაზ ჭანკოტაძე

სოფელ ახალდაბას ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა კი განაცხადა, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში ახალდაბაში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი გაკეთდა.

,,მოსახლეობის მოთხოვნა ეს იყო”, - გვითხრა მიხეილ რიკაძემ და დაამატა, რომ - ,,სტადიონის სარემონტო სამუშაოებში რვა ადგილობრივი დასაქმდა”.

სოფელ ახალდაბას მცხოვრებლებს მიაჩნიათ, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამისფარგლებში, შესაძლებელია.

,,ამ ფულით ერთი ხერხი დადგას მთავრობამ სოფელში. მოიტანოს ტყიდან ხე და მერე მოგვყიდოს ისეთ ფასებში, რომ შევძლოთ ყიდვა”, - გვითხრა ადგილობრივმა რობიზონ ბლიაძემ.










No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი