ადამიანის უფლებები საქართველოში - აშშ-სეული შეფასება


 მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. რა წერია მოხსენებაში საქართველოს შესახებ, რა დარღვევები და მიღწევები აქვს საქართველოს 2010 წლისთვის აშშ-ის შეფასებით და როგორ მიიღეს მოხსენება საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.

აღუნიკ აივაზიანიახალქალაქი

 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში


8 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური მოხსენება გამოაქვეყნა. ეს დოკუმენტი სხვადასხვა საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მოხსენებებისა და პუბლიკაციების კვლევის საფუძველზე დგება.

წლევანდელი მოხსენება საქართველოს შესახებ წინა წლის ანგარიშისგან მაინცდამაინც არ განსხვავდება, რაც მოწმობს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა.

ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების სათაურების შეჯამებით ვიგებთ, რომ ძირითადად, აქტუალური რჩება პატიმრებთან სასტიკი მოქცევა; წლის განმავლობაში ციხეებში, მათი გადატვირთულობის გამო, პირობები გაუარესდა; ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არჩევნების დროს შემჩნეულ იქნა ზეწოლა და სახელმწიფო რესურსების გამოყენება; ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების დევნას, ასევე, ჟურნალისტებთან და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან მიმართებაში მიმდინარე ძიების გაჭიანურებასა და დაუსრულებლობას.

მოხსენებაში მოცემულია ქართული ციხეებთან დაკავშირებული რაოდენობრივი მონაცემები. თუ 2008 წელს საქართველოს ციხეებში 18 528 პატიმარი იყო, 2009 წელს მათი რიცხვი 21 239-მდე გაიზარდა, 2010 წელს კი პატიმრების რაოდენობამ 23 511- მიაღწია. ამასთანავე, აღნიშნულია, რომ ციხეებში სიკვდილიანობის რაოდენობა შემცირებულია. 2010 წლის განმავლობაში 75 პატიმარი გარდაიცვალა, 2009 წელს ეს მონაცემი 92, ხოლო 2008 წელს კი 94 ადამიანი იყო. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ გადატვირთულობის გამო ციხეებში კრიტიკული სანიტარული პირობებია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ადგილი მედიასაც აქვს დათმობილი. თუმცა, თუ შარშანდელ დოკუმენტში ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის კონკრეტული შემთხვევები რამდენიმე გვერდზე იყო აღწერილი, ახალ მოხსენებაში მათი რიცხვი ნაკლებია. მოხსენებაში ვკითხულობთ, რომ  მედიის ბევრი წარმომადგენლისგან საგამოძიებო მასალები არ არსებობს.

ანგარიშში წერია, რომ საქართველოში ცნებაპოლიტპატიმრები არ არსებობს, თუმცა, ასეთი პატიმარი ბევრია და ქვეყანაში კანონი შერჩევითად მოქმედებს.

სავარაუდოდ, სამთავრობო ჩინოსნების ან მათი მომხრეების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ნელა მიმდინარეობს და ხშირად დაუსრულებელი რჩება, მაშინ, როდესაც სავარაუდოდ ოპოზიციასთან დაკავშირებული პირებისა და ორგანიზაციების ჩადენილი დანაშაულების გამოძიება სწრაფადვე ხდება და ისინი კანონის მთელი სიმკაცრით ისჯებიან. ეს დისბალანსი სამთავრობო ჩინოსნების დაუსჯელობის შესახებ განცხადებამდე მივიდა”, - აღნიშნულია მოხსენებაში.

ანგარიშში ნახსენებია კორუფციაც. პოლიციაში კორუფცია საპატრულო პოლიციის დონეზე დაბალი იყო”. თუმცა, “კორუფცია მაღალ დონეზე კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება”.

ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მნიშვნელოვან მიღწევებს შორის ანგარიშში აღნიშნულია შემდეგი: ამოქმედდა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომელიც განსასჯელებს დამატებით უფლებებს ანიჭებს; ასევე, გაძლიერებულია სახალხო დამცველის აპარატი; ახალი ციხეების მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტებით მიმდინარეობს; 2010 წლის 30 მაისს, ადგილობრივი არჩევნების პარალელურად, პირველად მოხდა თბილისის მერის პირდაპირი არჩევნების წესით არჩევა”.

საქართველოში ეროვნული უმცირესობების უფლებები ძალიან ზედაპირულად, მაგრამ მაინცაა მოხსენიებული: ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისგან ხელისუფლება ქართული ენის ცოდნას ითხოვს. მოსახლეობაში გავრცელებული ზოგიერთი სამთავრობო მასალა მხოლოდ ქართულ ენაზე იყო ხელმისაწვდომი. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მთავრობა არ არის ვალდებული ყველა ოფიციალური დოკუმენტი უმცირესობების ენებზე თარგმნოს”.

კონრეტულად სამცხე-ჯავახეთთან დაკავშირებით მოხსენებაში ნათქვამია, რომ: ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელთა უმრავლესობაც ეთნიკური სომეხია, მთავრობის მიერ სომხური ენისთვის პროვინციული ენის სტატუსის მინიჭების თხოვნაზე უარის გამო ჩივის. ამ მოთხოვნის მიზეზი ისაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართულ ენაზე არ საუბრობს და ყოველდღიური საქმეების ქართულ ენაზე წარმოება არ შეუძლია”.

შეფასებები და წინადადებები

საქართველოში მოხსენების ნაწილით უკმაყოფილო არიან, თუმცა, ოფიციალურ დონეზე ეს უკმაყოფილება არავის გამოუხატავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოხსენებას მიესალმება, თუმცა, მის ზოგიერთ ნაწილს არ ეთანხმება.

ჩვენ ნებისმიერი ტიპის კვალიფიციურ ანგარიშს მივესალმებით, დამოუკიდებლად იმისა, რა საკითხებს მოიცავს. ნებისმიერი ანგარიში, რომელშიც ჩვენი მეგობრები რეკომენდაციებით მოგვმართავენ, მნიშვნელოვანია და ყურადღებას იმსახურებს. ჩვენთვის კრიტიკაც მისაღები უნდა იყოს. ბუნებრივია, არის ნაწილები, რომლებსაც არ ვეთანხმებით, თუმცა, ეს განხილვის თემაა”, - განაცხადა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი ვიდეომიმართვით გამოვიდა, რომელიც საელჩოს ვებგვერდზე განთავსდა.

საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, თუმცა, კვლავ რჩება წინსვლის შესაძლებლობა საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით”, - განაცხადა ჯონ ბასმა.  

საქართველოს შესახებ მოხსენებაზე შეფასებები და მოსაზრებები მხოლოდ ქვეყნის შიგნით არ გამოუთქვამთ. ერევანში მოქმედმა ორგანიზაციამ, “ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების უფლებების დამცველთა კავშირმაგაავრცელა მიმართვა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ანგარიშში ჯავახეთის მცხოვრებ ეთნიკური სომხების უფლებებზე სრული ინფორმაცია არ არის და აღნიშნულია პუნქტები, რომლებიც კავშირის აზრით, სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში უნდა ყოფილიყო.

ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება ქართული ძალოვანი სტრუქტურების მეთვალყურეობის ქვეშაა.

სომხური ეროვნების მოსახლეობით დასახლებულ რაიონებში, 2010 წლის მაისში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები, მმართველი პარტიის, “ნაციონალური მოძრაობისსასარგებლოდ გაყალბდა.

ქართული ხელისუფლება სომხური ეროვნების მოსახლეობით დასახლებული რაიონების საზოგადობრივი ცხოვრების ყველა სფეროში ქართული ენის იძულებითი თავსმოხვევის პოლიტიკას აგრძელებს და სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების თაობაზე, ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების მოთხოვნის იგნორირებას ახდენს.

საქართველოს ხელისუფლება საზღვარზე სომხურენოვანი ლიტერატურისა და პრესის ჯავახეთში შემოტანისთვის უკანონო ბარიერების შექმნას აგრძელებს”, - ვკითხულობთ მიმართვაში.

ჯავახეში მცხოვრები ეთნიკური სომხების უფლებების დამცველთა კავშირიაშშ-ის მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს სომეხი ეროვნების მოსახლეობის პრობლემები მოხსენებაში უფრო ნათლად წარმოადგინოს. ასევე, საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით აღებული პასუხისმგებლობის ბოლომდე შესრულების მიმართულებით ძალისხმევა გაააქტიუროს.   

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი