ახალქალაქში, სპორტული კომპლექსის ახლოს, დახურული აუზის მშენებლობის დასრულება დეკემბრისთვის იგეგმება.
დახურულ აუზზე იქნება განყოფილება უფროსებისთვის 25-11 მ/მ, და ბავშვებისთვის 10-5 მ/მ. აუზთან ერთად საშხაპისა და საუნის მშენებლობაცაა დაგეგმილი. მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის ვაან ბატოიანის თქმით, აუზის შენობაში იქნება გათბობა, რათა მოსახლეობამ აუზით სარგებლობა წლის ნებისმიერ დროს მოახერხოს.
დამპროექტებელთა თქმით, ისეთი აუზი, როგორიც ახალქალაქში შენდება, საქართველოში სულ რამდენიმეა.
პროექტი ნაწილობრივ ცენტრალური, ნაწილობრივ კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. თავდაპირველად ცენტრალურმა ბიუჯეტმა 500 ათასი ლარი გამოყო, ამას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 338 ლარი დაემატა. პროექტის საწყისი ხარჯთაღრიცხვა 928 820 ლარი იყო. აუზსს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია `ელ ჯი კონსტრაქშენი~ აშენებს.
დახურული აუზის მშენებლობის ადგილი შემთხვევით არ ყოფილა შერჩეული.
,,ადგილი ძალიან კარგი და მოსახერხებელია. სპორტული კომპლექსისა და მინი-სტადიონის გვერდით – ეს უკვე სრული სპორტული კომპლექსი იქნება'', - აღნიშნავს ვაან ბატოიანი.
მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტულ განყოფილებაში ამბობენ, რომ კადრებთან დაკავშირებით პრობლემები არ იქნება, ასევე ცნობილია, რომ აუზით სარგებლობა ფასიანი იქნება.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი