რეგიონი, სადაც წამყვანი დარგი მესაქონლეობაა, რძის შემგროვებელი საწარმოები მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ. რას ამბობს გლეხი და რას სთავაზობს გლეხს მეწარმე?
ნუგზარ კაჭკაჭაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის მკვიდრია; პროფესიით მშენებელია და საქმეც მუდამ აქვს.
,,ორი ძროხა მყავს. ჩემთვის უკეთესია, რძე ჩავაბარო და ჩემს საქმეს არ მოვცდე, ამიტომაც, როცა სოფელში დადიოდა რძის შემგროვებელი მანქანა, ყოველთვის ვაბარებდი, დღეში 30 ლიტრს, 40 თეთრად და ხელზე ვიღებდი 12 ლარს”, - ამბობს ნუგზარ კაჭკაჭიშვილი.
მისი თქმით, ვისაც სამსახური აქვს, მათთვის კარგი ვარიანტია რძის ჩაბარება.
,,ახლა მთაში მყავს საქონელი, როგორც კი ჩამოვიყვან, მაშინვე დავიწყებ რძის ჩაბარებას”, - დასძინა მან.
სოფელ არალში არის რძის შემგროვებელი საწარმო ,,ნიკორა”. ნუგზარ
კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ მან არაფერი იცის ამ საწარმოს შესახებ.
რძის შემგროვებელი საწარმო ,,ნიკორაში” მუშაობს სოფელ არალის მკვიდრი ლეილა ჩილინგარაშვილი. მის თქმით, საწარმო უკვე ორი წელია მუშაობს.
,,რძეს ვიბარებთ უდიდან, არალიდან და წარბასთუმნიდან. სეზონზე დაახლოებით ორ ტონამდე შემოდის; დღესდღეობით კი, სადღაც 300 ლიტრამდე რძეს ვიღებ”, - გვითხრა ლეილა ჩილინგარაშვილმა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ამბობს, რომ მათთვის კარგი ვარიანტია რძის ჩაბარება, ოღონდ გააჩნია ფასს.
,,40 თეთრი ძალიან დაბალი ფასია. დაახლოებით 60 თეთრი მაინც უნდა იყოს”, - ამბობენ მესაქონლეები.
რძის შემგროვებელი საწარმოები სამცხე-ჯავახეთში
#
|
sawarmo
|
municipaliteti
|
sofeli
|
sakontaqto piri
|
|
1
|
„minimilrZe“
|
axalcixe
|
minaZe
|
sergo
barZimaZe
|
|
2
|
„wyruTirZe“
|
axalcixe
|
wyruTi
|
stefan
safariani
|
|
3
|
„ika-2008“
|
axalcixe
|
sayuneTi
|
jambul
xaCaturovi
|
|
4
|
„luar-2008“
|
axalcixe
|
naoxrebi
|
feliqs
melkoniani
|
|
5
|
„valerZe“
|
axalcixe
|
vale
|
amiran
xiTariSvili
|
|
6
|
„nikora“
|
adigeni
|
arali
|
leila
CilingaraSvili
|
|
7
|
„smadarZe“
|
adigeni
|
smada
|
jaba
maWaraSvili
|
|
8
|
„varxani-2008“
|
adigeni
|
varxani
|
daviT
natriaSvili
|
|
9
|
„Zveli-
rZe“
|
aspinZa
|
Zveli
|
koba
zedginiZe
|
|
10
|
„laiteri“
|
aspinZa
|
miraSxani
|
emzar
abaSiZe
|
|
11
|
„mesxeTi
fromaJ“
|
aspinZa
|
|
jaba
xmalaZe
|
|
12
|
„ind.mewarme“
|
adigeni
|
ude
|
ioseb
balaxaSvili
|
|
13
|
„imedi“
|
adigeni
|
zanavi
|
zaur
bolqvaZe
|
|
14
|
„ind.mewarme“
|
axalcixe
|
uraveli
|
mixeil
maisuraZe
|
|
17
|
„varxani“
|
adigeni
|
varxani
|
gagi
kalandaZe
|
ცხრილში მოცემული რძის შემგროვებელი თითქმის ყველა საწარმოს საკონტაქტო პირს დავუკავშირდით. 15 საწარმოდან
მხოლოდ ორი ფუნქციონირებს.
,,მინიმალირძე”
,,როგორც ვიცი, საწარმოს წელს საერთოდ არ უმუშავია, ვალიკო მურვანიძეს მიმართეთ. ან ვინ დამწერა საკონტაქტო პირად?” - უკვირს სერგო ბარძიმაძეს.
,,წყრუთირძე”
,,დაახლოებით 500 ლიტრ რძეს ვიბარებთ სოფელ წყრუთიდან, წირადან და მიქელწმინდიდან. რძის ფასი სეზონურად იცვლება, ამჯერად ლიტრს 50 თეთრად ვიბარებთ”, - გვითხრა სტეფან საფარიანმა.
,,ლუარ-2008”
,,ვერაფერს გეტყვით. რძე არ შემოდის. გამგებელს დაურეკეთ”, - მოკლე პასუხით შემოიფარეგლა ფელიქს მელკოიანი.
,,სმადარძე”
,,შემგროვებელი პუნქტის სამუშაოები შარაშან დასრულდა. დღეში დაახლოებით 200 ლიტრს ვიღებდით, გაზაფხულზე - 60-ს. ზაფხულში 50 თეთრად ვიბარებდით. ალბათ ქარხანამ, სადაც რძე მიდიოდა, ვეღარ მოახდინა ყველის რეალიზება და რძის მიღებაც შეწყდა”, - გვითხრა ჯაბა მაჭარაშვილმა.
,,ვარხანი-2008”
,,რძის შეგროვება ამჟამად გაჩერებულია”, - ამბობს დავით ნატრიაშვილი.
,,ძველი –რძე”
,,ახლა არ ვმუშაობთ, სულ სამი კვირა ვიმუშავეთ და მუნიციპალიტეტში გავრცელებული საქონლის დაავადების - თურქულის გამო შევჩერდით”, - გვითხრა კობა ზედგინიძემ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეშიც არის რძის შემგროვებელი საწარმო, რომელიც დაკეტილი დაგვხვდა. საწარმოს წინ გაკეთებულ აბრაზე ვკითხულობთ: “ადიგენის მუნიციპალიტეტის უდეს თემს და ამერიკელ ხალხს შორის თანამშრომლობის შედეგად, “საქართველოს დასაქმებისა და ინფრასტრუქტურის ინიციატივით” პროექტის ფარგლებში განხორციელდა ეკონომიკური პროექტი. დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საგენტოს მიერ და პროექტის განხორციელება უზრუნველყო “საერთაშორისო საქართველომ”. 2009 წელი.”
ჩვენ მიერ გამოკითხული სოფელ უდეს მოსახლეობამ განაცხადა, რომ ზემოთ აღნიშნულ საწარმოში რძე არასდროს ჩაუბარებიათ.
გულო კოხოძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი