უნივერსიტეტში ახალი საწავლო წელი დაიწყო


13 სექტემბერს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 338 პირველკურსელიდან 315 საბაკალავრო, ხოლო 23, ეროვნებით სომეხი სტუდენტი, ქართული ენის შემსწავლელ პროგრამებზე ჩაირიცხა. 

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტს წელს საბაკალავრო პროგრამებზე 460 ადგილი ჰქონდა გამოცხადებული. თუმცა აქედან, მხოლოდ 338 ადგილი შეივსო.
,,დანარჩენი ადგილები თავისუფალი დარჩა. მაგრამ, სხვა სასწავლებლებთან შედარებით, ჩვენთან უკეთესი მდგომარეობა იყო. რადგან მთელ საქართველოში 11 ათასი ვაკანტური ადგილი დარჩა’’, - გვიხსნის ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის ხელმძღვანელი ნიკო ახალკაცი.


პირველადი ჩარიცხვით პირველკურსელი 258 აბიტურიენტი გახდა, ხოლო მეორად ჩარიცხვებზე 57 სტუდენტი დაემატა. თავისუფალი ადგილები იურიდიული ფაკულტეტის გარდა, ყველა ფაკულტეტზე დარჩა.
,,იურიდიული ფაკულტეტი პირველივე ჩარიცხვაზე შეივსო. ყოველ წელს დიდი კონკურსია, არასოდეს ყოფილა შემთხვევა იურიდიულზე ვაკანტური ადგილები დაგვრჩენოდეს’’, - ამბობს ნიკო ახალკაცი.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია პირველ ოქტომბრამდე იწარმოებს.
,,ამ დრომდე ყველა სტუდენტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა, სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს სპეციალური დოკუმენტაცია. რის საფუძველზეც მოხდება გაშვებული ვადის აღდგენაც’’, - განმარტავს ახალკაცი.

რეგისტრაციის პერიოდში სწავლის საფასურის გადახდა აუცილებელი არ არის. გადასახადის გადახდა სტუდენტს ორი სემესტრის განმავლობაში, ორ ნაწილად შეუძლია. პირველი სემესტრის პირველი ნაწილის საფასურის გადახდა 15 ოქტომბრამდეა აუცილებელი. ხოლო, მეორე ნაწილი საგამოცდო სესიების დაწყებამდე უნდა დაიფაროს. თუ სტუდენტი ამ ვადებში ვერ ჩაეტევა, სტუდენტის სტატუსი შეუჩერდება და გამოცდებზე არ დაიშვება.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტს წელს ათი სამაგისტრო პროგრამა და 91 ვაკანტური ადგილი აქვს გამოცხადებული. მაგისტრანტთა განაცხადების მიღება 20 სექტემბრამდე იწარმოებს და ამ დროისთვის 20-ზე მეტი გაანაცხადია შესული.

გასულ წელს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტი 301 სტუდენმა დაამთავრა. მათ შორის 256 სტუდენს ბაკალავრის და 45 კი მაგისტრის ხარისხი მიენიჭათ.
თამარ თოთაძე, ახალციხე.  

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი