საერთო კულტურული მემკვიდრეობა


ოშკი, მე-10 საუკუნის სამონასტრო ცენტრი ტაოში. 
თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების რეაბილიტაცია, სანაცვლოდ კი საქართველოში მეჩეთების აღდგენა-აშენება დაიწყება. ქართულ-თურქული მოლაპარაკება, ჯერ ხელმოუწერელი ხელშეკრულება და საზოგადოების რეაქცია.

ტაო-კლარჯეთში ხანძთის, ოშკის, იშხნისა და ოთხთას ტაძრები აღდგება. სანაცვლოდ თურქეთი ითხოვს, რესტავრაცია გაუკეთდეს სამცხეში, ხარჯამის და ახალციხის მეჩეთებს, ასევე ქობულეთში მე-19 საუკუნის ჯამეს; ხოლო ბათუმში მათივე მოთხოვნით მე-20 საუკუნის შუახანს განადგურებული, აზიზეის მეჩეთი უნდა აშენდეს. ქართული ტაძრების განახლება არა სალოცავი ფუნქციით მოხდება.

“რესპუბლიკური პარტიის” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მურმან დუმბაძის განცხადებით კი საქართველოში მეჩეთები სალოცავი ფუნქციით აღდგება: “ამ საკითხზე ღიად არავინ საუბრობს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საკითხის გადაჭრა კულუარულად და დაჩქარებულად ხდება”.   

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარჯამში მეჩეთი მე-19 საუკუნეში მართლმადიდებლური ეკლესიის საძირკველზე ამავე ეკლესიის ქვებით გამუსულმანებულმა ქართველმა ააშენა. ამჟამად, ადიგენის მუნიციპალიტეტის 55 სოფლიდან ცხრა ქართველი მუსულმანებით დასახლებულია: დერცელი, კიკიბო, ამხერი, უტყისუბანი, ღორძე, ზედუბანი, აფიეთი, საირმე. მუნიციპალიტეტში სულ რვა მეჩეთია და მათ შორის ოთხი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აშენდა.

ნაადრევი სამზადისი

უახლოეს დღეებში ``ეროვნული საბჭო``  ახალციხეში ოფიციალურად გახსნის რეგიონულ ოფისს. რას მოასწავებს ოპოზიციური პარტიის ოფისის გამოჩენა რეგიონში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე? ,,სამხრეთის კარიბჭე'' ,,კონსერვატიული პარტიის'' სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ოლეგ სანდროშვილს ესაუბრა. 

- არაოფიციალურად ,,ეროვნულმა საბჭომ'' სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ოფისი უკვე გახსნა, როდის გაიხსნებით ოფიციალურად?

- ოფიციალურ გახსნას ამ დღეებში ვგეგმავთ, სავარაუდოდ, მარტის თვის დასაწყისში, ტექნიკური სამუშაოებია დასამთავრებელი. ოფისი უკვე ვიქირავეთ, თვეში ვიხდით 300 დოლარის ექვივალენტს ლარებში.

- როდის გქონდათ ბოლოს ოფისი სამცხე-ჯავახეთში?


- ოფისი ბოლოს 2008 წლის დასაწყისში, წინასაარჩევნო პერიოდში გავხსენით. თუმცა, დაიხურა საპარლამენტო არჩევნების დამთავრებისთანავე. ეს ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა.

- ანუ, ფინანსები გამოჩნდა...

პრეზიდენტის ანგარიში _ რეაქციები და შეფასებები

12 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა. ქვეყნის პირველმა პირმა მოსახლეობის პრობლემებზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტის გამოსვლას მოსახლეობისა და ოპოზიციის მხრიდან სხვადასხვა შეფასებები და რეაქციები მოჰყვა.

რა თქვა პრეზიდენტმა


საქართველოს პრეზიდენტმა ტრადიციული წლიური ანგარიში საზოგადოებას უკვე ჩააბარა. მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ პრიორიტეტებზე ვრცლად ისაუბრა.

პრეზიდენტმა ანგარიში ხალხის პრობლემებზე საუბრით დაიწყო; ქვეყნის განვითარების გზები, საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და მსოფლიოში მიმდინარე ინფლაციური პროცესების დაძლევის მექანიზმები.

,,მეორე პური’’ სამცხე-ჯავახეთიდან

ბოლო ათწლეულის მეორე ნახევარში სამცხე-ჯავახეთში კარტოფილის მოსავლიანობა ჰექტარზე 100-150-დან 200-250 ცენტნერამდე გაიზარდა, თუმცა, ამ პროდუქტზე სახელმწიფოს მოთხოვნა და რეგიონიდან მიწოდება ვერ დარეგულირდა.

საქართველოში კარტოფილის მწარმოებელი ძირითადი რეგიონები სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლია. ამინდი და გეოლოგიური პირობები ქვემო ქართლს როგორც საგაზაფხულო, ისე საშემოდგომო კარტოფილის მოყვანის საშუალებას აძლევს, თუმცა, ამ რეგიონის პროდუქტი გამძლე არ არის ამდენად, ზამთრისთვის არ ინახავენ. სამცხე-ჯავახეთში კი მხოლოდ საშემოდგომო კარტოფილი მოდის, თუმცა, მას მთელი ზამთრის გაძლება და გაზაფხულამდე უვნებლად მიღწევა შეუძლია.

ხელოსანთა დაბამ ფუნქცია დაკარგა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე დაბა ახალდაბაში მოსახლეობის უმრავლესობა ავეჯის დამზადებით და შემდგომ მისი გაყიდვით ირჩენდა თავს, თუმცა ორი წელია ახალდაბელებმა ერთადერთი შემოსავლის წყაროც დაკარგეს.

მე- 20 საუკუნის 30-იან წლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე დაბა ახალდაბაში ფუნქციონირება დაიწყო ავეჯის ფაბრიკამ.

ავეჯის ფაბრიკა სრული დატვირთვით მუშაობდა; კეთდებოდა საძინებლები, სამზარეულოები, მაგიდები, სკამები.

ნაკლები დაინტერესება თუ ნაკლები არჩევანი

რას და სად კითხულობენ ახალაგაზრდები? რატომ არ იცნობს ბევრი მათგანი თანამედროვე მწერლობას და რაში ხედავენ ისინი გამოსავალს? ქალაქი, სადაც არ არსებობს წიგნის მაღაზია, წიგნის სახლი და ლიტერატურული კაფე.

თეონა ჟუჟუნაძე ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ეუფლება. მხატვრული ლიტერატურა უყვარს და კითხულობს არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ მწერლებსაც. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სასურველი წიგნი მოიძია. ეს კი არც ისე მარტივია, ვინაიდან ქალაქში წიგნის მაღაზიები არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით იმ ადგილებს, სადაც, სხვადასხვა საკანცელარიო და არა მხოლოდ საკანცელარიო ნივთების გვერდით, წიგნებიც იყიდება.

სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი შეიცვალა

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო. იმოქმედებს თუ არა სახელმწიფო გრანტის გაცემის შეცვლილი წესი აბიტურიენტთა არჩევანზე.

მიმდინარე წლიდან სამართლის, ჯანდაცვის, ბიზნეს ადმინისტრირების, ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტების სტუდენტები 70, 50 და 30-პროცენტიანი სასწავლო გრანტით აღარ დაფინანსდებიან. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ ქულათა მაქსიმალურ რაოდენობას დააგროვებენ, ანუ მოიპოვებენ 100-პროცენტიან გრანტს. ყველა სხვა ფაკულტეტზე თანადაფინანსების წესი შენარჩუნებულია. სტუდენტებს კვლავ აქვთ შანსი მიიღონ 30, 50, 70, ან 100-პროცენტიანი დაფინანსება.

განაჩენი ექვსი თვის შემდეგ

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მაჰმადიანი მესხების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვათანის'' ლიდერს სულეიმან ბარბაქაძეს განაჩენი გამოუტანა.  

ცხრა სასამართლო პროცესის გამართვის შემდეგ, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბარბაქაძეს განაჩენი 18 იანვარს გამოუტანა. ექვსთვიანი სამართალწარმოება მძიმე განაჩენით დასრულდა _ 11 წელი თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით 30 ათასი ლარი ჯარიმა.

გაუქმებული სკოლა-ინტერნატი


დაბა ახალდაბაში მდებარე სკოლა-ინტერნატის დახურვის შემდეგ, იქ მცხოვრები ბავშვების უმრავლესობა ქუჩაში აღმოჩნდა. სკოლა-ინტერნატის სასწავლო, სასადილო და საძინებელი კორპუსები გაიძარცვა და დღითიდღე ნადგურდება.


მე - 20 საუკუნის 40-იან წლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბაში მდებარე ხუთ ჰექტარ მიწის ფართობზე, ბავშთა სკოლა-ინტერნატის სასწავლო, საძინებელი და სასადილო კორპუსები აშენდა.

თავდაპირველად ბავშვთა სკოლა-ინტერნატში მხოლოდ ტუბერკულიოზით დავადებული ბავშვები ცხოვრობდნენ. სანატორიუმი შემდგომ კუჭნაწლავით დავადებულ სანატორიუმ სკოლა-ინტერნატად, ხოლო 2004 წელს პანსიონატად გადაკეთდა.

ახალი - ,,ძველი’’ გზა თბილისამდე

15 ნოემბერი, ახალქალაქი - ,,ბოლო რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში საქართველოში სამი მნიშვნელოვანი გზა აშენდა. პირველი მათგანი ქართული სამხედრო გზა იყო, რომლის გაყვანის მიზანიც კავკასიისთვის თავისუფლების წართმევა, მონობა და კოლონიზაცია იყო. მეორე გზამ როკის გვირაბში გაიარა, რომლის მიზანი და მისიაც საქართველოს ტერიტორიებს შორის საუკუნეობრივი კავშირის გაწყვეტა გახლდათ. ეს გზა კი მესამეა, ის როკის გვირაბის საპირისპიროდ, საქართველოს გაერთიანებასა და ერთ მუჭად შეკვრას მოემსახურება, გზა, რომელიც საქართველოს საბოლოო თავისუფლებისკენ წაიყვანს. გილოცავთ გზის გახსნას, გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს’’, - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალქალაქი-წალკა-თბილისის გზის გახსნის ცერემონიალზე (,,სამხრეთის კარიბჭე’’, #39, 2010 წლის 22 ნოემბერი).

უკვე ორი თვეა, რაც აზერბაიჯანელებით დასახლებული ქვემო ქართლისა და სომხებით დასახლებული სამცხე-ჯავახეთის შემაერთებელი, და საქართველოს სომხეთთან და თურქეთთან სახელმწიფო საზღვრამდე მიმავალი გზა რეაბილიტირებულია. თავდაპირველი ინტერესი ამ გზისკენ იყო, როგორც რაღაც ახლისა და სასარგებლოსადმი (რადგან მისი მეშვეობით თბილისამდე გაცილებით სწრაფად, სულ რაღაც 2,5 საათში შეიძლება ჩასვლა). თანდათანობით საზოგადოება მიეჩვია, რომ დედაქალაქისკენ მიმავალი კიდევ ერთი გზა არსებობს. თუმცა ხალხი, ვინც ამ გზით იმგზავრა, ორ ბანაკადაა გაყოფილი.

პრობლების მოგვარების სხვადასხვა გზები

დაფინანსების სისტემის შეცვლის შედეგად, პატარა სკოლები მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, დიდმა სკოლებმა კი ბიუჯეტის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცენტი დაკარგეს. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, სად მიგვიყვანა ამ ცვლილებამ და პრობლემიდან რომელმა სკოლამ რა გამოსავალი იპოვა. 

ქალაქ ახალქალაქში ხუთი სკოლაა, აქედან ორი მცირე, დოტაციური სკოლებია, დანარჩენი სამი კი - დიდი. დიდ სკოლებს დასაკარგი ნამდვილად ჰქონდათ, წლის დასაწყისში დირექტორების წინაშე დაისვა ამოცანა: გაგრძელდეს სასწავლო პროცესი იგივე სკოლებში, მოსწავლეთა იგივე რაოდენობით, თუმცა, საგრძნობლად შემცირებული ბიუჯეტით. თითოეულმა დირექტორმა პრობლემის მოგვარების საკუთარი გზა მონახა.

რა უფრო ფასდება მასწავლებლებში



სერტიფიცირებულმა პედაგოგებმა, რომელთაც სურვილი აქვთ გაზრდილი ანაზღაურება მიიღონ, ინგლისურისა და კომპიუტერის ტესტირებული გამოცდა უნდა ჩააბარონ. 

მზია ეგიაშვილი ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. 22-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში, არაერთი გამოცდა აქვს ჩაბარებული. გასულ წელს წარმატებით გაიარა სასერტიფიკაციო გამოცდები და გასაუბრება და სერტიფიცირებული მენტორი მასწავლებლი გახდა. ახლა ახალი გამოცდისთვის ემზადება: `ვმეცადინეობ, რომ გაზაფხულზე ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდაზე გავიდე~.

,,ალფა მარკეტი’’ ბაზრის ნაცვლად

ახალციხის აგრარული ბაზარი კოსტავას ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადადის.  

შპს ,,ალფა მარკეტი’’ – ასე ერქმევა აგრარულ ბაზარს, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, ყოფილი სამხედრო ნაწილის ადგილზე დაიწყებს ფუნქციონირებას. სამ ჰექტრამდე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
 

,,დაზვერვითი სამუშაოები გასული წლის დეკემბერში მიმდინარეობდა. სანამ ცუდი ამინდებია, მოსამზადებელ სამუშაოებს ვატარებთ’’, - ამბობს მშენებლობის სუპერვაიზერი გიორგი ნიჟარაძე.

ამჟამად, მშენებლობაზე 22 ადგილობრივია დასაქმებული. ნიჟარაძის თქმით, დასაქმებულთა რაოდენობა საქმის მატებასთან ერთად გაიზრდება: ,,მშენებლობა ივლისში უნდა დასრულდეს, მაგრამ მანამდე ვგეგმავთ დამთავრებას’’.

,,სოფლის დახმარების პროგრამა” გრძელდება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ,,სოფლის დახმარების პროგრამის'' ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობა მთავარი პრობლემის – სასმელი და სარწყავი წყლის საკითხის მოგვარებას აპირებს. 

11 თებერვალს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დაიწყო ოფიციალური კრებები მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრთა მონაწილეობით, რათა გადაწყდეს წელს ,,სოფლის დახმარების პროგრამით’’ გამოყოფილ თანხებს, თითოეული სოფელი რაში დახარჯავს.

,,ყოველდღიურად რამდენიმე სოფელს მოვინახულებთ. უკვე შედგენილია გრაფიკი, რომელ სოფელში რა დღეს ჩავალთ. მთელი თებერვალი ამ მიზანს მოხმარდება’’, - ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის კადრების სპეციალისტი ვალოდია იაილოიანი.

ფასების მატება კიდევ მოსალოდნელია

პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა 2011 წლის იანვრის პირველივე რიცხვებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ექსპერტების ვარადუდით სურსათზე ფასებმა შესაძლოა კიდევ მოიმატოს. 

იანვრის თვიდან საქართველოში სასიცოცხლო მოხმარების პროდუქტებზე, როგორიცაა პური, ზეთი, შაქარი, რძის პროდუქტები და სხვა ფასები გაიზარდა. ერთი კილოგრამი შაქარის ფასი ჯერ სამი ლარი გახდა, ხოლო შემდეგ 50 თეთრით დაიკლო და ახლა 2,50 ლარი ღირს. თუმცა, ეს მხოლოდ საბითუმო მაღაზიებში. სავაჭრო ობიექტებში ერთი კილოგრამი შაქარი 2,70 ლარია.

შაქარზე ფასის ცვლილებას პურის გაძვირებაც დაემატა და ახლა ერთი პური 60-75 თეთრი ღირს.

ჰიბრიდული სიმინდის ჯიშზე დაბალი მოთხოვნაა

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა'' სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით საქართველოში ჰიბრიდული სიმინდის სათესლე მასალის შემოტანასა და რეგიონებში გავრცელებას აპროტესტებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, სათესლე მასალა დამუშავებულია ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებებით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინსტროს ინიციატივით, ს.ს. ,,სოფლის მეურნეობის კორპორაციამ'' გასულ წელს სიმინდის წარმოების ხელშემწყობი პროგრამა დაიწყო.
სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში დარეგისტრირება შესაძლებელია საკონსულტაციო ცხელი ხაზის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ან სარეგისტრაციო ფორმის შევსების მეშვეობით.

რა არის მთავარი სომხურ-ქართულ ურთიერთობებში

სომხეთისა და საქართველოს ხელმძღვანელთა ოფიციალური ვიზიტები ერთმანეთთან 2011 წლის დადგომისთანავე დაიწყო. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა თემებსა და პრობლემებს სთავაზობს მათ საზოგადოებრიობა განსახილველად და რა თემებზე მსჯელობენ სამთავრობათშორისო დონეზე. 

22-23 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ერევანში იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტის სომხეთში ჩამოსვლისთვის საფუძვლიანად ემზადებოდნენ. პრეზიდენტების შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჯავახეთში მოქმედი სომხების უფლებათა დაცვის კავშირმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობების დამყარება მხოლოდ ჯავახეთში მცხოვრები სომხების პრობლემების მოგვარებით არის შესაძლებელი.

დანაცრებული ტყეები

ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური ხანძრები; ზარალის ოდენობა; ხანძრის გამომწვევი მიზეზები; ლიცენზიით გაცემული ტყეები და უკანონო ჭრები.

ყველაზე მასშტაბური ხანძრები

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს მონაცემებით, 2010 წელს ზაფხულის განმავლობაში გაჩენილმა ხანძრებმა 430 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. ოფიციალური მონაცემებით, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ცეცხლის სტიქიამ 2 ათას 500 ჰექტარი ტყის ფართობი შეიწირა.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ხანძრის შედეგად ყველაზე მეტად აბასთუმნისა და ბორჯომის ტყე დაზარლდა. 2005 წელს კურორტ აბასთუმნის ტერიტორიაზე 500 ჰექტრამდე ტყის მასივი განადგურდა, ხოლო, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის შედეგები საქართველოს მთავრობამ ეკოციდად შეაფასა.

ფურცლებზე დარჩენილი დახმარება

როგორია ახალციხის მუნიციპალიტეტში სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა. რას ამბობენ სოციალურად დაუცველი ოჯახები და რა სურათია 2010 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის მიერ 2010 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მინიმალური სოციალური პაკეტი, რომელიც 671.114 ათას ლარს შეადგენს.

საზღვრის გადაკვეთის ხანგრძლივი და ძვირი პროცესი

სომხეთში წასვლა და სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ხანგრძლივ და ძვირ პროცესად იქცა, ამიტომაც ბევრი ახალქალაქელი იძულებული გახდა, სომხეთში სიარულზე უარი ეთქვა.

სომხეთში შესვლისთვის აუცილებელი გახდა მანქანის დაზღვევა, რადგან სომხეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, 2011 წლის 1 იანვრიდან სომხეთის ტერიტორიაზე ექპლუატაციაში მყოფი ყველა მანქანა, რომელსაც სავალდებულო დაზღვევა არ ექნება, 50,000 დრამით (დაახლოებით 249 ლარი) დაჯარიმდება. სომხეთის ტერიტორიაზე შემსვლელი მანქანის დაზღვევა აუცილებელია, დამოუკიდებლად მისი რეგისტრაციის ადგილისა და ავტომობილის ექსპლუატაციის ძირითადი ტერიტორიისა.

სომხურ-ქართული ოლიმპიადა ერევანში

ერევანში პირველი სამთავრობათშორისი სომხურ-ქართული სასკოლო ოლიმპიადა გაიმართა. 

იანვრის ბოლოს ერევნის შაინიანის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სომხური სკოლების 30-მა და ასევე, საქართველოს სკოლების 30-მა მოსწავლემ ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმატიკის საგნებში მოსინჯეს ძალები. ოლიმპიადის თითოეულ საგანში ორივე ქვეყნიდან ათი მოსწავლე მონაწილეობდა.

სამთავრობათშორისი ოლიმპიადის ჩატარება ორივე ქვეყნის ხელმძღვანელის ერთობლივი იდეაა. ჯერ კიდევ 2009 წელს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ერევანში, ქვეყნების პრეზიდენტები მივიდნენ სამთავრობათშორისი ოლიმპიადების გამართვის გადაწყვეტილებამდე, რისი მიზანიც არა მხოლოდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ, არამედ ჰუმანიტარულ სფეროშიც ურთიერთობების კიდევ მეტად გაღრმავება იქნებოდა.

პროექტი საზოგადოების გააქტიურებისთვის

ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა'' საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციაზე პროექტის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის, გორის ოფისის ხემძღვანელმა, ქეთევან ბებიაშვილმა ისაუბრა.

,,პროექტის მიზანია ეფექტური თვითმართველობის ხელშეწყობა მოქალაქეებისა და თვითმართველობის ორგანოთა ურთიერთთანამშრომლობის გზით, ასევე ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა საქმიანობის გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის გაზრდა,”- ამბობს ქეთევან ბებიაშვილი.

პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში გამოიკვეთა აქტიური მოქალაქეები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი განახორციელონ მონიტორინგი ადგილობრივი თვითმართველობის საქმიანობაზე სამი მიმართულებით: ინფორმაციის საჯაროობა, სხდომათა საჯაროობა და ბიუჯეტის ფორმირების პროცესი.

,,ეს მოქალაქეები ესწრებიან საკრებულოს სხდომებს, ბიუჯეტის განხილვის პროცესს და იკვლევენ იმას თუ რა პრობლემები აქვს საზოგადოებას, შემდეგ თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იხილავენ და ერთობლივად ხდება აღნიშნული პრობლემების მოგვარება'',-განმარტავს ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის, გორის ოფისის ხემძღვანელი.

მისივე თქმით სამცხე-ჯავახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა, რაც საზოგადოებას უკვე დიდიხანია აწუხებს: ,,ახალციხეში და ახალქალაქში გამოიკვეთა წყლის ხარისხის საკითხი, ადიგენში შიდა გზების პრობლემა, ბორჯომში ჯანდაცვის პროგრამების გაზრდის საკითხი. ყველა თემასთან დაკავშირებით თვითმართველობასთან გვექნება მრგვალი მაგიდები, სადაც ერთობლივად გადავწყვიტავთ აღნიშნულ პრობლემებს''.

პროექტი მარტში დასრულდება.

მანანა სარაშვილი, ახალციხე




 

,,ახალგაზრდული ხმები'' სტუდენტებისთვის


4, 5 და 6 თებერვალს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტის მეორე კორპუსში კულტურათშორის ურთიერთობებზე ტრენინგი ჩატარდა.

მსოფლიო ბანკთან არსებული ახალგაზრდული ჯგუფი `ახალგაზრდული ხმები~ მსგავსი სახის ღონისძიებებს ყოველწლიურად ატარებს.

`პროექტის სახელია `ერთად ძლიერები ვართ~, რომელიც ხელს უწყობს კულტურათშორისი დიალოგების გაღრმავებას და მიმართულია კონკრეტულად სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის~, - განმარტავს `ახალგაზრდული ხმების~ ფასილიტატორი, მსოფლიო ბანკის კონსულტანტი ნინო გოგოლაძე.

პროექტი სამი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი იყო ტრენინგი კულტურათშორის თანამშრომლობასა და კომუნიკაციაზე, რომელში მონაწილეობაც 40 ახალგაზრდამ მიიღო, მათ შორის როგორც ქართველი ასევე სომეხი სტუდენტები.

`ახლა ვართ პროექტის მეორე ეტაპზე, როდესაც ოცი სომეხი და ქართველი ახალგაზრდა ერთად დაგეგმავს კულტურათშორის ახალგაზრდულ ღონისძიებებს~, - ამბობს ნინო გოგოლაძე.

ხოლო მესამე ნაწილი გულისხმობს დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას. რომელიც რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ექვს მარტამდე უნდა ჩატარდეს.

`პროექტი არა მარტო განათლებას მოიცავს, არამედ პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, იმისათვის, რომ სომეხმა და ქართველმა ახალგაზრდებმა შეძლონ ერთად თანამშრომლობა~, - ამბობს `ახალგაზრდული ხმების~ ტრენერი მარიამ კვირკველიძე.

თამარ თოთაძე, ახალციხე
 

მოსწავლე-მოქალაქე

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოდთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვდნენ. 

,,ღონისძიებაში მონაწილეობა რეგიონის თითქმის ყველა სკოლამ მიიღო. რომელიც გულისხმობდა კონკურსს თემაზე, როგორ მესმის სამოქალაქო საზოგადოება; რას ნიშნავს კარგი მოქალაქეობა და როგორ საზოგადოებაში მინდა ვიცხოვრო'', - განმარტავს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე.

აღნიშნული პროგრამა საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. სამცხე-ჯავახეთში კი მისი განმახორციელებელი პარტნიორი ახალციხის ახალგაზრდული ცენტრია. რეგიონის 41 სკოლის მოსწავლეების მიერ 300 თემა დაიწერა.

უქმდება თუ არა ახალციხის უნივერსიტეტი

რატომ საუბრობენ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის გაუქმებაზე? რატომ შეწყდა მიღება იურიდიულ, უცხო ენათა და ჟურნალისტიკის სპეციალობაზე? რა ბედი ელით მათ, ვინც უკვე სწავლობს აღნიშნული მიმართულებით? რას მიენიჭება პრიორიტეტი ახალ სასწავლო წელს და როგორ გადანაწილდება სახელმწიფო გრანტი. 
 თამარ ტეფნაძე ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. აღნიშნულ სპეციალობაზე არჩევანი მისი პრესტიჟულობის გამო გააკეთა, ფიქრობს, რომ სამსახურის დაწყება არ გაუჭირდება, რადგან
,,კარგი იურისტი ყველა სამსახურს სჭირდება''.

იგივე მოსაზრებით იურიდიულზე აპირებს ჩაბარებას ახალციხეში მცხოვრები, მეთერთმეტეკლასელი ბექა ვანაძეც.

სკოლების დაფინანსების ახალი მოდელი შემუშავდა

საქართველოს საჯარო სკოლებმა ახალი სემესტრი სიახლეებით დაიწყეს. ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან განხორციელდა სკოლების დაფინასების ახალი მოდელია. 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის 23 დეკემბრის ბრძანებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც მოსწავლეთა რაოდენობაზე, სასწავლო კურიკულუმებსა და სკოლის საჭიროებებზე არის მიბმული.

მანამდე კი, სკოლები მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით ფინანსდებოდნენ. სახელმწიფო თითოეულ მოსწავლეზე ვაუჩერების ერთსა და იმავე თანხას გამოყოფდა. ვაუჩერის თანხა 300-დან 600 ლარამდე იმ სკოლებს ერიცხებოდა, რომელსაც მოსწავლე აირჩევდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით ამ სისტემამ ვერ გაამართლა, სწორედ ამიტომ დღის წესრიგში დადგა ახალი ფორმულის შექმნის საკითხი.

ვირუსის შემთხვევები ახალციხესა და ახალქალაქში

ახალციხე 


 H1N1 ვირუსის შემთხვევების რიცხვი იზრდება. ინფიცირებულთა რაოდენობა ახალციხეშიც მატულობს. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მათ ლაბორატორიაში წლის განმავლობაში 239 სინჯი ჩატარდა. აქედან ,,ღორის გრიპის’’194 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 6 ლეტალურად დასრულდა.
ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, მიმდინარე წელს, H1N1 ვირუსის სამი შემთხვევა ლაბოლატორიულად დადასტურდა.