ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე
''მოსახლეობას აქვს მიშვნელოვანი მოთხოვნები და ეს მოთხოვნები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ''. |
რეგიონის
განვითარების
სტრატეგია,
მიგრაცია,
განათლების
პრობლემები,
ტურიზმის
პოტენციალი,
“სოფლის
მხარდაჭერის
პროგრამის”
დადებითი
და
უარყოფითი
მხარეები
– ეს
და
რეგიონისთვის
აქტუალური
სხვა
საკითხები
განიხილეს
25 სექტემბერს
ახალციხეში
გამართულ
საჯარო
დისკუსიაზე.
საჯარო
დისკუსიების
სერია
“ერთად
დავგეგმოთ
მშვიდობა”,
რომელიც
ტარდება
საქართველოს
ოთხ
რეგიონში,
მშვიდობის,
დემოკრატიისა
და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და უსაფრთხო მსოფლიოს
(დიდი ბრიტანეთი)
ორგანიზებით
ხორციელდება.
შეხვედრების
ძირითადი მიზანია კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა ადგილობრივ ხელისუფლებასა და გადაწყვეტილების მიმღებ
პირებს შორის. ამიტომ
დისკუსიებს ესწრებიან როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამცხე-ჯავახეთისთვის სასიცოცხლო პრობლემების მოგვარების მიზნით, პროექტში ჩართულმა ორგანიზაციებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც თავმოყრილია ბროშურაში, სახელწოდებით ”მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა სამცხე-ჯავახეთში”.
“ბროშურის
გადახედვის
შემდეგ
ერთ-ერთმა ჩემმა
მეგობარმა
მითხრა
ის
პროექტები
დაგიწერიათ,
რაც
უკვე
ხორციელდებაო.
მინდა
გითხრათ,
რომ
ეს
ასე
არ
არის.
როცა
ეს
ბროშურა
მუშავდებოდა,
ყველა
ეს
პრობლემა
მწვავედ
იდგა
რეგიონში
და
შემდეგ
უამრავი
მიმართულებით
დაიწყო
მუშაობა,
- ამბობს პროექტის კოორდინატორი მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური
ინსტიტუტიდან გიორგი ანდღულაძე და ამატებს,
- კიდევ
რჩება
ხარვეზები
და
ამაზე
გვინდა
ვისაუბროთ.
რეალურად,
დიდი
ფული
იხარჯება,
რეგიონის
სპეციფიკის
გათვალისწინებით
კი
შეიძლება
გაცილებით
დიდი
ეფექტი
ჰქონდეს
ამ
პროგრამებს
და
უფრო
სწრაფად
მოხდეს
იმ
პრობლემების
მოგვარება,
რომლებიც
დღემდე
არსებობს”.
პრობლემები
კი შემდეგია: ეთნიკური უმცირესობების განათლების ნაკლები ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო ენის
სწავლების სირთულეები; ტურიზმის აუთვისებელი პოტენციალი; მიგრაცია რეგიონიდან; ინფორმაციის ნაკლებობა...
შეხვედრაზე, რომელიც ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში რამდენიმე საათს გაგრძელდა,
მონაწილეებმა
ყველა
ზემოთჩამოთვლილ პრობლემაზე იმსჯელეს.
წინა
შეხვედრის მსგავსად, რომელიც ახალციხეში ზაფხულში გაიმართა, ამჯერადაც დიდი დრო
დაეთმო “სოფლის დახმარების პროგრამაზე” საუბარს. მართალია, ცენტრალური ხელისუფლება აღნიშნულ პროგრამას ერთ-ერთ
ყველაზე წარმატებულ პროგრამად აფასებს და მისით
ხშირად მანიპულირებს, მაგრამ როგორც ირკვევა, ოფიციალური ანგარიში, როგორ მიმდინარეობს პროგრამა,
რა დადებითი და უარყოფითი
მხარეები აქვს, რამდენად
არიან ჩართულები სოფლის მცხოვრებლები, რეალურად ვინ იღებს
გადაწყვეტილებებს და რამდენად
ეფექტურად იხარჯება აღნიშნული თანხა, არ
არსებობს.
დისკუსიაზე
გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ჯავახეთის
რამდენიმე სოფელში პროგრამა ისე განხორციელდა, მოსახლეობას
მის შესახებ არც გაუგია.
რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამმართველოს
უფროსი კონსტანტინე ხმალაძე ამბობს, რომ სამინისტრომ ჩაატარა
ზოგადი მონიტორინგი და რიგ
რეგიონებში მართლაც გამოვლინდა დარღვევები: “სოფლის
მხარდაჭერის
პროგრამა
არის
ხელისუფლების
ძალიან
დიდი
მიღწევაა.
ჩვენ
ჩავატარეთ
ზოგადი
მონიტორინგი
და
მართალია,
რიგ
რეგიონებში
გამოვლინდა
დარღვევები,
მაგრამ,
ზოგადად,
დაფიქსირებულია
მოსახლეობის
მაქსიმალური
აქტივობა”.
იმ პრეტენზიებს, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს
აქვთ, კონსტანტინე ხმალაძე გამართლებულს უწოდებს.
“მოსახლეობას
აქვს
მიშვნელოვანი
მოთხოვნები
და
ეს
მოთხოვნები
აუცილებლად
უნდა
გავითვალისწინოთ.
ადგილობრივები
მაქსიმალურად
უნდა
იყვნენ
ჩართული
როგორც
ცენტრალური,
ასევე
ადგილობრივი
სახელმწიფო
პროგრამების
განხორციელებაში,
- ამბობს
იგი და ამატებს,
- აქ
გამოთქმული
თითოეული
შენიშვნა
და
მოსაზრება
საჭიროა
იმისათვის,
რომ
კორექტირება
მოვახდინოთ
საქმიანობის
პროცესში”.
საჯარო
დისკუსია 1 ოქტომბერს შიდა ქართლში
გაგრძელდა. ორგანიზატორების თქმით, მსგავსი
შეხვედრა 6 ოქტომბერს სამეგრელოში, ხოლო 13 ოქტომბერს
ქვემო ქართლში გაიმართება.
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი