იმპორტირებული კარტოფილი – შედეგების შეფასება


აღუნიკ აივაზიანიახალქალაქი
  
6 ოქტომბერს სოფელ კიროვაკანში კარტოფილის იმპორტირებული ჯიშების მოსავლის შედეგები შეაფასეს.

სათესლე კარტოფილი, რომელიც წელს ფერმერებმა დარგეს, ჰოლანდიური კომპანია AGRICO- დახმარებითაა იმპორტირებული. კომპანია ახალქალაქში 6 წელია მუშაობს და ამ დროში სხვადასხვა ჯიშის გამოცდა მოხდა. კარტოფილის აღების პროცესს კომპანიის წარმომადგენლები და ჰოლანდიიდან, თბილისიდან და ახალქალაქიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ. ტრაქტორმა სხვადასხვა ზომისა და რაოდენობის კარტოფილი ამოთხარა, თუმცა, ერთმნიშვნელოვანი პასუხი, როგორ შეიძლება წლევანდელი მოსავლიანობის შეფასება, არ არის.

მსხვილი ფერმერი ვარდ ოგანისიანი ამბობს, რომ მოსალოდნელი შედეგის მიღებას კლიმატურმა პირობებმა შეუშალა ხელი: დაახლოებით 20 ჰექტარზე მქონდა დათესილი, ჯერ მხოლოდ ნაწილი ავიღე. სათესლე ჯიშებით კმაყოფილი ვარ. იმ ადგილებში, სადაც სეტყვა არ ყოფილა, შედეგი კარგია”.

ამ მოსაზრებას ახალქალაქის სერვის ცენტრის მენეჯერი სერგეი შახბექიანიც იზიარებს: “პირველ წელს, “მერსი ქორფისპროგრამის ფარგლებში, 25 ტონა კარტოფილით დავიწყეთ. პროგრამის დახურვის შემდეგ სერვის-ცენტრმა დამოუკიდებლად გააგრძელა მუშაობა. წელს 150 ტონა სათესლე კარტოფილი ჩამოვიტანეთ და მივყიდეთ ფერმერებს, რომლებმაც საჭირო ჯიშები წინასწარ შეგვიკვეთეს. ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე კონკრეტულმა სახეობამ უფრო გაამართლა, რადგან ყოველი ჯიში სხვადასხვა მიწაზე, წელს და კლიმატურ პირობებში სხვადასხვა შედეგს იძლევა. ჩვენს რაიონში ყველაზე მეტად გავრცელებულია: მარფონა, აგრია, პიკასო, არინდა, არნობა. ამ ჯიშებს მოსახლეობა აქტიურად იყენებს”.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში კარტოფილის ახალი ჯიშების დანერგვამ მოსავლიანობა საგრძნობლად გაზარდა: “თუ ადრე 20 ტონა ნორმალურ შედეგად მიიჩნეოდა, დღეს 1 ჰექტარზე საშუალოდ 45-50 ტონას იღებენ, რაც შესანიშნავი შედეგია.

საქართველოში კომპანია AGRICO- წარმომადგენელი დათო შერვაშიძე ამ პროცესს მარკეტინგული კუთხით მომგებიანად, ხარისხობრივი თვალსაზრისით კი შედეგიანად მიიჩნევს: ამ ჯიშების პოტენციალი მაღალია, რადგან ასეთი მოსავალი მივიღეთ. მათ მომავალი ნამდვილად აქვს. ახალციხიდან 18 ჯიში ჩამოვიტანეთ. მარკეტინგული თვალსაზრისით ეს ჯიშები ნორმალურად იყიდება”.

კომპანიას სათესლე და სუფრის კარტოფილი მოჰყავს და მის ექსპორტს მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. წლიურად კომპანიაში დაახლოებით მილიონ ტონა კარტოფილს აწარმოებენ, რომლის ნახევარი სათესლეა, მეორე ნაწილი კი სუფრის.

ესაა ჯიშები, რომლებიც ხშირ წვიმებსა და ძლიერ ტენიანობას კარგად უძლებს და არ ავადდება”, - ამბობს კომპანია AGRICO- ჰოლანდიელი წარმომადგენელი იან ტეგერი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ჰამლეტ მოვსესიანის თქმით, პროგრამა კარგ შედეგს იძლევა, თუმცა, მოსახლეობა იმპორტირებულ სათესლე კარტოფილს ვერ ყიდულობს: “მოხარული ვარ, რომ ეს პროგრამა ჩვენს რაიონში მუშაობს და კარგ შედეგს იძლევა. ჩემი თხოვნა იქნება, სათესლე კარტოფილი გლეხებს იაფად მიყიდონ, რადგან 1 კილოგრამ სათესლე მასალაში 1,5 ან 2.5 ლარის გადახდის შესაძლებლობა გლესებს არ აქვთ. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ახალქალაქში ჩიფსების დამამზადებელი ქარხნის აშენებას ვგეგმავთ და პრეზიდენტთანაც მოლაპარაკებული ვართ”.

იან ტეგერმა საპასუხოდ განაცხადა, რომ კომპანია მთავრობასთან ერთად ამ მიმართულებით მუშაობს და შედეგები ახალ სეზონზე იქნება.

8 comments:

  1. Can I just say what a comfort to discover somebody who genuinely understands what they're talking about over the internet. You actually realize how to bring an issue to light and make it important. More people have to read this and understand this side of the story. I was surprised you are not more popular because you most certainly possess the gift.

    My web-site; www.virtualurth.com

    ReplyDelete
  2. Woah! I'm really digging the template/theme of this website. It's simple, yet effective.
    A lot of times it's very difficult to get that "perfect balance" between usability and appearance. I must say you've done a awesome job with
    this. In addition, the blog loads extremely quick for me on Firefox.
    Outstanding Blog!

    Feel free to visit my site: Partypokerbonuscode.forumotion.com

    ReplyDelete
  3. Oh my goodness! Impressive article dude! Thanks, However I
    am encountering difficulties with your RSS. I don't understand why I cannot join it. Is there anybody else having the same RSS problems? Anybody who knows the solution will you kindly respond? Thanx!!

    my web blog :: july Party Poker bonus code

    ReplyDelete
  4. I'm impressed, I have to admit. Rarely do I come across a blog that's both educative and entertaining, and let me tell
    you, you have hit the nail on the head. The problem is an issue that not enough folks are speaking intelligently
    about. I am very happy that I found this during
    my hunt for something regarding this.

    Also visit my web page http://www.hummaa.com/user/push6ox

    ReplyDelete
  5. It is in point of fact a great and useful piece of information.
    I'm glad that you shared this useful information with us. Please stay us informed like this. Thanks for sharing.

    my blog post ... party poker bonus Code december 2013

    ReplyDelete
  6. Hello, i think that i saw you visited my blog so i came to “return the favor”.
    I'm attempting to find things to improve my web site!I suppose its ok to use some of your ideas!!

    My web page; microgaming casino

    ReplyDelete
  7. Wow, this paragraph is good, my sister is analyzing these things, therefore I am
    going to convey her.

    Here is my blog post ... http://aolanswers.com/

    ReplyDelete
  8. This is my first time go to see at here and i am in fact pleassant to read everthing at alone place.



    Review my homepage online casinos

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი