რა იქნება შემდეგი?


 მანანა სარაშვილიახალციხე
მორიგი შეზღუდვა გაზრდილ ხელფასამდე

ხელფასზე დანამატის მისაღებად
მასწავლებლებს ახალი ბარიერის
გადალახვა მოუწევთ.
სერთიფიცირებული პედაგოგები ხელფასზე დანამატს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ სრული განაკვეთი ექნებათ. ამის გამო შესაძლებელია არასერთიფიცირებულ მასწავლებელს საათები შეუმცირდეს ან საერთოდ უმუშევარი დარჩეს.    

2011 წლის მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდები დასრულდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით, წელს ორჯერ მეტი _ 2 500 პედაგოგი აიღებს სერთიფიკატს. შარშან სერთიფიკატი 1 200-მა მასწავლებელმა აიღო.

პედაგოგთა სერთიფიცირების პირველი ეტაპი 2010 წლის იანვარში ჩატარდა. მასწავლებლებმა გამოცდა მხოლოდ სამ საგანშიქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და უცხო ენებში (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული) ჩააბარეს. მიმდინარე წლის ზაფხულში კი სასერთიფიკაციო გამოცდა მეტი მიმართულებით ჩატარდა. წელს აღნიშნულ საგნებს ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია და სამოქალაქო განათლებაც დაემატა.    

ყველა პედაგოგს, რომელიც სერთიფიცირებისთვის სავალდებულო ორ გამოცდას ჩააბარებს - მაპროფილირებულ საგანს და პროფესიულ უნარებსხელფასზე 75 ლარი დაემატება. თუ სერთიფიცირებული მასწავლებელი კიდევ ერთ, კომბინირებულ გამოცდას ჩააბარებს, რომელიც ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნის შემოწმებას გულისხმობს, მისი ანაზღაურება 125 ლარით გაიზრდება. 1000-ლარიანი ხელფასი კი ამ უკანასკნელთა 25 პროცენტს ერგება, ვინც ყველაზე მაღალ შეფასეას მიიღებს.  

მიმდინარე წლის ზაფხულში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ზეპირი ბრძანების საფუძველზე სკოლის დირექტორებს განუცხადა, რომ ხელფასზე დანამატს ის სერთიფიცირებული პედაგოგი მიიღებს, რომელსაც სრული ან სრულზე მეტი განაკვეთი ექნება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პოსტ-ფაქტუმპედაგოგთა შრომითი ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” 576- ბრძანებას დაამატა პუნქტი 75-ლარიანი დანამატის მიღებისათვის სრული ან სრულზე მეტი განაკვეთის აუცილებლობის შესახებ”,- ამბობს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე.

მისივე თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ეს მოთხოვნა გაუგებარია: განათლების სამინისტრომ, თავისი ჩვეული მეთოდებით, მასწავლებელთა სერთიფიცირება გამოიყენა სკოლებში ახალი წმენდის განსახორციელებლად. საკითხის ასე გადაწყვეტამ სკოლის მიღმა დატოვა მრავალი გამოცდილი, ღირსეული, რეიტინგული პედაგოგი”.

მეექვსე საჯარო სკოლაში 26 მასწავლებელი მუშაობს, მათ შორის 8 პედაგოგი სერთიფიცირებულია, ხუთმა პედაგოგმა კი მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება შეძლო.

სამწუხაროდ, მიმდინარე წელს დანამატთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. იმ მასწავლებლებს, რომლებსაც არ აქვთ სრული განაკვეთი, ანუ 18 საათი, არ მიეცემათ 75-ლარიანი დანამატი”, - ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი.

მეექვსე საჯარო სკოლა მცირეკონტიგენტიან სკოლად ითვლება, ამიტომ რვა სერთიფიცირებული პედაგოგიდან სრული განაკვეთი მხოლოდ ერთ პედაგოგს აქვს: შესაძლებელია ხელფასზე დანამატი იმ საგნის მასწავლებელმა მაინც მიიღოს, რომელსაც ფიზიკურად ვერ ექნება 18 საათზე მეტი. მაგალითად, გერმანული ენის პედაგოგს”. 

ასევე მცირე კონტიგენტიანია სოფლების სკოლების უმრავლესობა. სერთიფიცირებული პედაგოგები აღნიშნულ სკოლებშიც არიან, თუმცა სრული განაკვეთი ვერც ამ მასწავლებლებს ექნებათ. 

ის იმას ნიშნავს, რომ სერთიფიცირებულ პედაგოგს უნდა დაუმატო საათები და დანარჩენ მასწავლებლებს დააკლო. გამოდის, რომ ისინი საერთოდ უმუშევრები დარჩებიან, - ამბობს თამარაშვილი და აქვე დასძენს, რომ შეზღუდვა უნდა მოიხსნას: მასწავლებლები გვყავს სახვეწარი. მსურველი ბევრია, მაგრამ პროფესიონალი ცოტა. ეს თავისთავად პრობლემაა და დამატებით ბარიერის შექმნა გამართლებული არ არის “.

პირველ საჯარო სკოლაში 10 სერთიფიცირებული პედაგოგია. 12-მა მასწავლებელმა მხოლოდ ერთი გამოცდა ჩააბარა, 15 პედაგოგს ერთი ქულა დააკლდა. გაპროტესტების შემდეგ მხოლოდ ერთი მასწავლებლის საჩივარი დააკმაყოფილეს. აღნიშნულ სკოლაში ხელფასზე დანამატს ყველა სერთიფიცირებული პედაგოგი აიღებს.

ყველა სერთიფიცირებულ პედაგოგს სრული განაკვეთი აქვს. ჩვეულებრივი კონკურენციაა, საათებს მოვაკლებთ სხვას და მივცემთ იმას, ვისაც სერთიფიკატი ექნება. პირდაპირ არის მითითებული, რომ სერთიფიცირებული მასწავლებელი დირექციამ უნდა დააკმაყოფილოს სრულად”, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.

მაია კობახიძეს საკითხისადმი დირექტორთა ნაწილის დამოკიდებულება არ უკვირს: “ჩვეულებრივი ამბავია, სამსახურის დაკარგვის შიშით უპირობოდ ასრულებენ ყველა დრექტივას, რაც პედაგოგების საზიანოდ არის მიმართული”. 

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი