გადაიხადე და გაანადგურე!


თამუნა უჩიძეახალციხე  
 წითელი ნუსხის” სახეობებზე და ეროვნულ პარკებში ნადირობის 
დაკანონება
 იგივეარომ გადაწყდეს ეროვნულ მუზეუმში დაცული ოქროს ფონდის გაყიდვა''.
პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებში წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობა დაიშვება
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ, ნადირობა დასაშვები იქნება წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებსა და ფრინველებზე, ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებში, ყოველგვარი წინასწარი შეფასების გარეშე და შეუზღუდავი ლიმიტით.
ახალი ნებართვის მიხედვით, ჯიხვს 1 500 ლარად, ირემს 1 300 ლარად, დათვს 1 000 ლარად, შველს კი 500 ლარად მოინადირებთ.
გარემოსდამცველები კანონპროექტს აკრიტიკებენ. მათ მიაჩნიათ, რომსაქართველოს კანონი წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებგადასახედია, თუმცა, ახალი კანონპროექტი არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს. მათი მოსაზრებით, დამძიმდება ბიომრავალფეროვნების მდგომარეობა, ხოლო დაცული ტერიტორიების განვითარებაში დღემდე მიღწეული წარმატებები და საერთაშორისო აღიარება უკვალოდ გაქრება.
ეროვნული პარკებისა დაწითელი ნუსხისარსს წარმოადგენს ბუნების შენარჩუნება და არა პირდაპირი ფინანსური მოგება - ნათქვამია გარემოსდაცვითი ასოციაციამწვანე ალტერნატივასგანცხადებაში, რომლითაც საქართველოს პარლამენტსა და მთავრობის წევრებს მიმართა - წითელი ნუსხისსახეობებზე და ეროვნულ პარკებში ნადირობის დაკანონება იგივეა, რომ გადაწყდეს ეროვნულ მუზეუმში დაცული ოქროს ფონდის გაყიდვა ლითონის ფასად, იმ საბაბით, რომ მუზეუმის ვიზიტორების მიერ გადახდილი თანხა ცოტაა მათი გაყიდვით მიღებულ შემოსავლებთან შედარებით, ხოლო ექსპონანტების შენახვა სახელმწიფოს ძვირი უჯდება”.
ახალციხეში მცხოვრები მონადირეები ფიქრობენ, რომ კანონში რაიმე ცვლილების შეტანას მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ახლაც ყევლაფერზე ნადირობენ.
ირემიც მომიკლავს, შველიც. 20 აგვისტოდან მწყერზე და ქედანზე ვნადირობთ, ოქტომბრიდან იხვებზე. საერთოდ, ცხოველებზე ნადირობა აკრძალულია, მაგრამ აქამდე არავის დავუჯარიმებივარ”, - ამბობს შუახნის მონადირე, რომელიც პრესასთან ვინაობას არ ამჟღავნებს.
ახალციხელი ვასო ზედგინიძე ხშირად ღორზე და კურდღელზე ნადირობს: “ჩვენ ტყეებში ყველაზე მეტი გარეული ღორია. ადიგენის ტყეში ბევრი დათვი ბინადრობს, ახალქალაქისკენ კი კურდღელი ჭარბობს. იშვიათი ცხოველებიდან რეგიონში ირემთან და შველთან ერთად ნიამორც გვხვდება”.
ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსის ვერა აღლემაშვილის თქმით, დღემდე სამცხე-ჯავახეთში სამონადირეო ლიცენზია არავისზე გაცემულა: “ამჟამად ეს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, ანუ ჩვენი პრეროგატივაა, თუმცა ამ სურვილით ჩვენთან ჯერ არავინ მოსულა”.
მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ნადირობისათვის ნებართვა არავის აუღია, არც უკანონოდ ნადირობის გამო გადახდილი ჯარიმების რაოდენობაა ბევრი.
გარემოს დაცვის ინსპექციის ფუნქციონირების პერიოდში, ბორჯომში, დათვზე ნადირობის ფაქტის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რადგან გარემოზე მიყენებული ზარალი იყო ძალიან დიდი. ძირითადად, უკანონო ნადირობის ფაქტები, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას ფიქსირდებოდა”, - ამბობს აღლემაშვილი და ამატებს, რომ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შექმნის შემდეგ სამართალდარღვევის ფაქტი ცხოველებზე ან ფრინველებზე ნადირობის გამო არ გამოვლენილა.
გარემოსდაცვითი ორგანიზაციააწყურისთავმჯდომარე ნანა ნათენაძე მიიჩნევს, რომ დაცული ტერიტორიების არსებობა აღნიშნული უკანონო ქმედებებისგან, ანუ ადამიანისგან იცავს ცხოველებს: გადაშენების პირას მყოფი ცხოველი, დაცვა და კონსერვაცია რომ სჭირდება გამრავლებისთვის, თუ თანხას გადაიხდი, შეგიძლია მოკლა?! წარმოუდგენელია! ეტყობა, რაღაც არასწორად გავიგე”.
ნათენაძე ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტი დაცული ტერიტორია იქნება ქვეყანაში, მით უკეთ დავიცავთ ცხოველებს და ფრინველებს ადამიანებისგან. თუმცა, როგორცმწვანე ალტერნატივასმიერ გაკეთებულ მიმართვაშია ნათქვამი, ეროვნული პარკები, რომლებსაც ქვეყნის მასშტაბით ისედაც მცირე ფართობი უკავიათ, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, პრაქტიკულად დაკარგავენ ველური ბუნების რეზერვუარის ფუნქციას: “მოისპობა მცირერიცხოვანი სახეობების გამრავლებისა და ბუნებაში მათი შენარჩუნების თეორიული შანსიც კი. გამოუსწორებელი ზიანი მაიდგება ეროვნული პარკების ეკოტურისტულ და საგანმანათლებლო ფუნქციებს. ავტომატურად შემცირდება ეკოტურისტების რაოდენობა, რაც უარყოფითად აისახება ეროვნული პარკების მიმდებარე მოსახლეობის დასაქმებასა და შემოსავალზეც”.
საქართველოს მოქმედი წითული ნუსხა 2006 წელს დამტკიცდა. მასში 197 სახეობაა შეტანილი. აქედან 141 ფაუნის, ანუ ცხოველების სახეობაა, 56 კი ფლორის, მცენარეთა ჯიშები. თუმცა, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს წითელი ნუსხის სახეობების შესახებ ინფორმაცია არც გადამოწმებულა და არც განახლებულა.

8 comments:

  1. hi!,I love your writing very so much! share we keep in touch more approximately your article on AOL?
    I need an expert on this area to unravel my problem. Maybe that is you!
    Looking ahead to see you.
    Here is my blog post :: Home Depot Coupons 2013

    ReplyDelete
  2. Good post. I learn something new and challenging on websites I stumbleupon every day.

    It's always interesting to read through content from other authors and practice a little something from other web sites.

    Here is my blog post :: Partypokerbonuscode.forumotion.com

    ReplyDelete
  3. My partner and I stumbled over here from a different page
    and thought I might as well check things out.

    I like what I see so now i am following you. Look forward to exploring your web page
    repeatedly.

    Also visit my homepage; Input93Jar.Postbit.Com

    ReplyDelete
  4. Hello to every one, it's genuinely a good for me to visit this web site, it includes useful Information.

    Feel free to surf to my site; party poker bonus code reload

    ReplyDelete
  5. Very good information. Lucky me I came across your site by accident (stumbleupon).
    I've bookmarked it for later!

    my site - Restoredinc.Com

    ReplyDelete
  6. Asking questions are truly fastidious thing if you are not understanding anything fully,
    however this paragraph offers good understanding yet.

    Feel free to surf to my webpage; january party poker bonus code

    ReplyDelete
  7. Every weekend i used to pay a quick visit this site, as i want enjoyment,
    since this this web site conations actually nice funny data too.


    My weblog :: dimattinacoffee.Com.au

    ReplyDelete
  8. Actually no matter if someone doesn't know afterward its up to other users that they will help, so here it takes place.

    My web page - online Casinos

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი