საარჩევნო კოდექსში ისევ ცვლილებებია


თამუნა უჩიძეახალციხე

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შედის. მოსაზრებები და შეხედულებები ორგანული კანონის განახლებამდე.
140-გვერდიანი კანონპროექტი, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დამოუკიდებლად მოამზადა და ის უკვე ოფიციალურად ინიცირებულიც იქნა.
მოქმედი საარჩევნო ნორმების აბსოლიტური უმრალესობა კოდექსის ახალ პროექტში უცვლელად არის გადმოტანილი, თუმცა ის რიგ მნიშვნელოვან ცვლილებებსაც შეიცავს: მილიონი ლარით აუნაზღაურდებათ წინასაარჩევნო ხარჯები იმ პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებზე ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავენ; პარტიათა საარჩევნო ფონდებში შემოწირულობათა ზედა ზღვარი გაორმაგდება; 2003 წლიდან მოქმედი მარკირების პროცედურა აღარ განხორციელდება; აღარც არჩევნების პროცესის ვიდეოკამერებისა და . ვოდეოთვალის განთავსება იქნება კანონმდებლობით დაშვებული.

საჩივრების კუთხით ერთადერთ სიახლეს წარმოადგენს დებულება, რომლის მიხედვითაც, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ორი დღის ვადაში, ან პირდაპირ სასამართლოში ოთხი დღის ვადაში. ამ უკანასკნელს მოქმედი საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებდა.

სასამართლო გამამტყუნებს თუ საოლქო რა მნიშვნელობა აქვს?! არც ერთია დამოუკიდებელი და არც მეორე”, - ამბობსკონსერვატიული პარტიისსამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.
მისი თქმით, მიღებული ცვლილებები ცუდ სიტუაციაში აყენებს, როგორც ოპოზიციას, ასევე ხალხს: კამერების დამონტაჟება დიდი ბრძოლის შედეგად იქნა მიღწეული. მარკირებისა და უბნიდან ვიდეოთვალის ამოღება ხელ-ფეხს გაუხსნის არჩევნების გაყალბებით დაინტერესებულებს, ანუ მმართველ პარტიასახლა აღარც პირადობის მოწმობების გაყალბება დაჭირდებათ და აღარც რამდენიმე ადგილზე რეგისტრირება”.

რაც შეეხება, ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემთხვევში, პარტიების  წინასაარჩევნო პერიოდის მილიონი ლარით დაფინანსებას, სადროშვილი ფიქრობს, რომ ამ ფულსაც ის პარტიები მიიღებენ, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას უნდა, რადგან ბარიერის გადალახვას სწორედ ასეთები შეძლებენ: “ამას მოსალხეობის უმრალესობა ვერ გაიგებს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი კი აღნიშნულ ცვლილებებს არ ეთანხმება, ამიტომ ოპოზიციურიექვსიანიარც დაჯდა მათთან სასაუბროდ და ახლა აზრი აღარც კამათს აქვს. ასე რომ კოდექსში შეტანილი ცვლილებებით უცხოელებთან მოიწონებენ თავ”.

ნაციონალური მოძრაობისახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს მარინე სუდაძეს მიაჩნია, რომ ცვლილება პარტიების მილიონით დაფინანსების შესახებ, მათ მოტივაციას გაუზრდის უფრო აქტიურები იყვნენ: “მილიონი არც თუ ისე დიდი თანხაა, თუმცა ეს არის ერთგვარი ფინანსური მხარდაჭერა წინასაარჩევნო პერიოდის ნორმლურად ჩასატარებლად”.  
სუდაძე ამბობს, რომ მარკირებასთან დაკავშირებით მოსახლეობას ყოველთვის პრობლემა ჰქონდა: “ფიქრობდნენ, რომ ეს სატანური და მასონური იყო. რადგან მარკირება ამოიღეს, ალბათ კონტროლის სხვა მექანიზმს ჩადებდნენ კოდექსში”.

უბნებზე ვიდეოთვალის განთავსება სუდაძეს არც აქამდე მოსწონდა, რადგან ფიქრობს, რომ ეს კომისიის წევრებს და მითუფრო ოპოზიციური პარტიების წარმომადგნლებს აკომპლექსებდა: “ეგონათ, რომ  თუ ვთქვათ საჩივარს დაწერდნენ, შემდგომაში პრობლემები შეექმნებოდათ, რადგან ამას ვიდეოთვალი დაიმახსოვრებდა და ნებისმიერ წუთს მის წინააღდეგ გამოიყნებდნენ. ახლა უფრო ბრძოლისუნარიანები და გაბედულები იქნებიან”.

სუდაძე მიიჩნევს, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის, მით
უფრო რეგიონებში, უბნების ადგილობრივებით დაკომპლექტებას დიდი მნიშვნელობა ავქს: მაგალითად ურავლის საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრები ან დამკვირვებლები არ უნდა გაგზავნო ახალციხიდან. რადგან იქ ყველა ერთმანეთს იცნობს და უბანზე თუ ვინმე მეორედ შევა, ნებისმიერი მათგანი მიხვდება”.

არასამავრობო ორგანიზაციადემოკრატ მესხთა კავშირისწარმომადგენელი გიორგი ანდღულაძე საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს შორის, ყურადღებას განსაკუთრებით, პარტიების ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, მილიონი ლარით დაფინანსებაზე აკეთებს. მისი აზრით, ამ ცვლილებას დადებითი მხარე აქვს, ის რომ ესა თუ ის პარტია, რომელიმე ბიზნესმენზე აღარ იქნება დამოკიდებული და შესაბამისად მას თამაშის წესებსაც ვერავინ უკარნახებს. თუმცა მეორეს მხრივ, ეს სიახლე შესაძლოა პარტიებისათვის ფულის კეთების ერთ-ერთ საშუალებად იქცეს: “მაგალითად, არჩევნების წინ შევქმნი პარტიას, 50 ათას ლარს დავხარჯავ იმისთვის, რომ მთელ ჩემ გუნდთან ერთად შემოვიარო რაიონი და შევხვდე მოსახლეობას. 50 ათას ლარს გადავიხდი სატელევიზიო რეკლამაში, გადავლახავ ხუთპროცენტიან ბარიერს და დაველოდები 900-ათასიან მოგებას. ასე პოლიტიკა ბიზნესად იქცევა”.

ამიტომ, ანდღულაძე ფიქრობს, რომ პარტიებს აღნიშნული თანხა მხოლოდ მას შემდეგ უნდა მისცენ, თუ ისინი მილიონი ლარის ფარგლებში გაწერილ დოკუმენტაციას წარმოადგენენ, სადაც აღწერილი იქნება, სად რამდენი და რატომ დაიხარჯა: უბანზე ვიდეოთვალის არსებობას, რაიმე დარღვევის შემთხვევაში გადასინჯვის თვალსაზრისით, თავსი დანიშნულება ნამდვილად ჰქონდა. მარკირება კი, ხელიდან მაშინვე, ხელსახოცით გაწმენდის შემთხევეაშიც კი გადიოდა”.
ანდღულაძეს მიაჩნია, რომ თუ ყველა პარტიის წარმომადგენელი და დამკვირვებელი ერთნაირად იაქტიურებს უბანზე, მაშინ კონტროლისთვის სხვა მექანიზმების გამოყენება საჭირო აღარ იქნება.
საარჩევნო კოდექსის პროექტი 12 სექტემბერს ვენეციის კომისიაში გაიგზავნა. როგორც მმართველი პარტიის დეპუტატები აცხადებენ, პარლამენტი ამ ორგანული კანონის პროექტს ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე არ მიიღებს.

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი