მიმზიდველი, მაგრამ მოუვლელი


ქრისტინა მარაბიანიახალქალაქი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შიდა გზები სრულ წესრიგშია, თუმცა, ტურისტების მოზიდვის დიდი პოტენციალი, მუნიციპალიტეტში შიდა ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, მაინც არ არის.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გზებზე მოძრაობისას თავი როდეოზე გეგონება. ერთი ორმოდან მეორეში ვარდები, ორმოები კი მტვრის სქელი ფენის გამო არ ჩანს. ამ გზებზე სიარული ტანჯვა და ზარალია. ყველა მგზავრობა მანქანის დაზიანებით მთავრდება. იმაზე აღარაფერს ვიტყვით, რომ დანიშნულების წერტილამდე შეიძლება ვერც ჩააღწიოთ. მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში ტაქსის მძღოლები დიდი გასამრჯელოს საფასურადაც არ წაგიყვანენ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განვითარების გრძელვადიანი გეგმა უკვე რამდენიმე წელია შემუშავებულია. ამ გეგმაში შიდა გზების მოწესრიგების გარდა, კიდევ რამდენიმე პუნქტია. გეგმა 2015 წლამდე უნდა შესრულდეს, თუმცა მისი რეალიზაციის პროცესი წელს შეჩერდა. თუ შარშან სახელმწიფომ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 9 მილიონი ლარი გამოყო, 2011 წლის ბიუჯეტში ამ პუნქტისთვის ერთი თეთრიც არ არის გათვალისწინებული.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ვაან ბატოიანი ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს: ჩვენ გეგმა შევადგინეთ, რისი საშუალებაც გვექნება, იმდენს გავაკეთებთ”.

ამ მხარეში ბევრი რამაა ტურისტებისთვის მიმზიდველი. მდიდარი სოფლის მეურნეობა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები, მრავალფეროვანი ბუნება და დაახლოებით 180 ისტორიული და კულტურული ძეგლი. მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების იდეა არსებობს, თუმცა, მის კომპლექსურ რეალიზაციაზე მუშაობა ჯერჯერობით არც მთავრობას დაუწყია და არც არასამთავრობო სექტორს. თუმცა პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით იდგმება, მაგალითად, სოფელ არაგვასა და მურჯახეთში უფროსებისა და ბავშვებისთვის სათხილამურო ტრასები შენდებარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამმართველოს უფროსის კონსტანტინე ხმალაძის თქმით, ეს სათხილამურო ტრასები არა მხოლოდ ბაკურიანს, არამედ ევროპისა და მთელი მსოფლიოს სათხილამურო ტრასებს გაუწევს კონკურენციას.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ნორვეგიელები ჯავახეთის ტერიტორიის აკვაკვლევას ატარებენ. მიმდინარეობს მუშაობა ფარავნის ტბაზე თევზჭერის მეურნეობის გარდა, ტურისტული კომპლესის განვითარების მიმართულებით. ხმალაძე ფიქრობს, რომ ვინ ჩადებს ინვესტიციას და ტურისტული კომპლექსი ვისი საკუთრება იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ინფრსტრუქტურა განვითარდეს და მოსახლეობის დასაქმების დონე გაიზარდოს”.

ჩვენს რეგიონს უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს. იმ რეგიონებზე მეტი შესაძლებლობა და რესურსებიც კი, სადაც დღეს ტურიზმის განვითარებაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება. ჩვენი რეგიონი გამორჩეულია ბუნებრივ-კლიმატური პირობებით, გეოპოლიტიკური მდებარეობით. ვფიქრობ, ამ რესურსებს უახლოეს მომავალში გამოვიყენებთ. ამისთვის საჭიროა კარგი, გონივრული სტრატეგიის შემუშავება, ინვესტიციების მოზიდვა. ყველაფერი ინვესტიციებზეა დამოკიდებული”, - ამბობს კონსტანტინე ხმალაძე.

კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის განათლებისა და ტურიზმის სამსახური ტურისტული მარშრუტების შექმნაზე უკვე მუშაობს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კი ბევრი ადგილია, რაც ტურისტს დააინტერესებს, მაგალითად, კუმურდოს X საუკუნის ეკლესია, სოფელ სამსარას გამოქვაბულების კომპლექსი, წარმართული საუკუნეების ფალოსის ძეგლი სოფელ ხანდოში, ახალქალაქის ციხე-სიმაგრე. თუმცა ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში ზიანდება. ახალქალაქის ციხე-სიმაგრეში სტუმრობისას აღმოვაჩინეთ, რომ ნაგებობა ნელნელა იშლება, მის ტერიტორიაზე კი ძროხები ბალახობენ. ცენტრალური ნაწილი ბოსლადაა ქცეული.

ახალქალაქის ციხე-სიმაგრის სავალალო მდგომარეობის შესახებ განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი სტელმაშოვმა ჩვენგან შეიტყო. იგი დაგვპირდა, რომ აღნიშნულ საკითხს მიხედავს: “ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ. ამის შესახებ არ ვიცოდი, მადლობა, რომ მაცნობეთ. ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს ვერ გაწვდება, ჩვენს ტერიტორიაზე დაახლოებით 180 ძეგლია. თუმცა მაინც ვნახავთ, თუ ციხე-სიმაგრე მართლა ბოსლადაა ქცეული, აუცილებლად მივხედავთ”.

მისი თქმით, რესტავრატორის ფუნქცია მოსახლეობამ იკისრა, თუმცა, რესტავრაცია დარღვევებით და უნებართვოდ კეთდება: “რა მდგომარეობაში შეიძლება იყოს ძეგლები, ზოგისგან მხოლოდ ქვებიღა დარჩა. ზოგი უკეთესი შენახულია, ზოგი კი უკვე გარემონტებული. სარესტავრაციო სამუშაოები დიდი ხანია არ ჩაგვიტარებია, ეს მოსახლეობამ იკისრა. ერთი მხრივ, ეს კარგია, მეორე მხრივ კი, ძეგლები ძველებურ იერსახეს კარგავს.

ვალერი სტელმაშოვის თქმით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი სათხილამურო სპორტით გატაცებულთა საყვარელ კურორტ ბაკურიანს მალე ტურისტული მარშრუტით შეუერთდება.

7 comments:

  1. This design is spectacular! You most certainly know how to keep a reader entertained.

    Between your wit and your videos, I was almost moved
    to start my own blog (well, almost...HaHa!) Wonderful job.
    I really loved what you had to say, and more than that,
    how you presented it. Too cool!

    Here is my website - www.writerscafe.org

    ReplyDelete
  2. This is a topic which is close to my heart... Cheers!
    Exactly where are your contact details though?

    Here is my page playtech casino

    ReplyDelete
  3. I blog frequently and I seriously appreciate your information.
    Your article has truly peaked my interest. I will book mark your website and keep checking for new
    details about once a week. I opted in for your Feed too.


    my webpage ... http://nephew87doll.postbit.com

    ReplyDelete
  4. Great blog here! Also your website loads up fast!
    What host are you using? Can I get your affiliate link to your host?
    I wish my website loaded up as quickly as yours lol

    Visit my webpage :: 2013 party poker bonus code

    ReplyDelete
  5. Thank you for the auspicious writeup. It if truth be told used to be a amusement
    account it. Glance complicated to more brought agreeable from you!
    However, how can we keep up a correspondence?


    Here is my page :: party poker bonus code 2013

    ReplyDelete
  6. Hello, I enjoy reading all of your article post.

    I wanted to write a little comment to support you.


    Feel free to visit my web page; Party Poker bonus code existing players

    ReplyDelete
  7. I do agree with all of the ideas you have offered on your post.
    They're very convincing and can certainly work. Nonetheless, the posts are too short for starters. Could you please prolong them a bit from subsequent time? Thanks for the post.

    Stop by my webpage; Poker no Deposit

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი