მასობრივი სკრინინგი – საუკეთესო პრევენცია



მანანა სარაშვილი, ახალციხე

რომელი დაავადებაა ხშირი სამცხე-ჯავახეთში ქალის რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის და რა არის საჭირო ეფექტური მკურნალობისთვის.

50 წლის ქალბატონს, რომლის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ, ერთი თვის წინ ასკუსის დიაგნოზი დაუსვეს. იგი ამბობს, რომ მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო, თუმცა დაავადების დროულად გამოვლენისა და მკურნალობის შედეგად, საფრთხე აღარ ემუქრება: არაფერი მაწუხებდა, უბრალოდ მივედი გამოსაკვლევად და აღმოჩნდა რომ საშვილოსნოს ყელზე წყლული მქონდა. ექიმის თქმით, დაგვიანების შემთხვევაში სიმსივნე გარდაუვალი იქნებოდა”.

სპეციალისტების თქმით, ქალის რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის, საშვილოსნოს ყელის კიბო ძუძუს კიბოს შემდეგ, მეორე ადგილზეა. ბოლო წლებში დაავადების შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. საქართველოში ძუძუს კიბოთი ყოველწლიურად, დაახლოებით 1200 ქალი ავადდება, ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბოთი - 350.

ექიმ-გინეკოლოგების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის მეთოდები წლიდან წლამდე იხვეწება, ძუძუსა და საშვილოსნო ყელის კიბოთი გარდაცვალების შემთხვევები მაინც მატულობს. მიზეზი, უპირატესად, დაავადებების გვიანდელ სტადიაზე გამოვლენაა, რაც საგრძნობლად ამცირებს მკურნალობის ეფექტურობას.

2008 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს ფონდის (UNFPA) თანადაფინანსებით, ძუძუსა და საშვილოსნო ყელის კიბოს პრევენციის პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა ხორციელდება საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის პატრონაჟით, სახელმწიფო დაფინანსებითა და თბილისის ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობით.

პროგრამის ფარგლებში, განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფის ქალებს უფასოდ უტარდებათ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი. 40-დან 70-წლამდე ასაკის ქალებს შეუძლიათ ძუძუს კიბოს სკრინინგი, ხოლო 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებს - საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი. სწორედ ამ პროგრამით ისარგებლა, ჩვენმა რესპონდენტმაც.

პროგრამა ახალციხეში მიმდინარე წლის მაისში ამოქმედდა”, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციადემოკრატ ქალთა საზოგადოებისთავმჯდომარე და სკრინინგ-პროგრამის კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში მარინა მოდებაძე. სწორედ ეს ორგანიზაცია უწევს პარტნიორობას აღნიშნულ პროგრამას.

დემოკრატ ქალთა საზოგადოებისგინეკოლოგიური კაბინეტის მთავარი ექიმის მანანა ბენდოჟანოვიჩის თქმით, სკრინინგ-კაბინეტის გახსნიდან დღემდე საშვილოსნო ყელის კიბოს სკრინინგი 496-მა პაციენტმა ჩაიტარა: მათგან 10 პაციენტი თბილისში, ონკოლოგიურ ცენტრში გავუშვით, რადგან მათი პასუხები უარყოფითი იყო. ზოგს სიმსივნის პირველი, მეორე და მესამე სტადია აღმოაჩნდა”.

მარინა მოდებაძე ამბობს, რომ რეგიონში ყველაზე მეტი ძუძუს კიბოს შემთხვევა დაფიქსირდა: ძუძუს კიბოს სკრინინგი აგვისტოდან დავიწყეთ, გამოკვლევა 101-მა პაციენტმა ჩაიტარა და მათგან 5 პაციენტს სიმსივნე დაუდგინდა. ასეთ მონაცემებს არ ველოდით”.

რადიოლოგიის ლაბორანტის მაია მამულაშვილის თქმით, თითქმის ყველა პაციენტს ჰქონდა ჰიბროადენომა: “ასეთი პაციენტები მკურნალობას ადგილზევე გადიან. მათ პერიოდულად სჭირდებათ გამოკვლევები, რადგან რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები არიან და შესაძლებელია, დროთა განმავლობაში, სიმსივნე ჩამოუყალიბდეთ”. 

მისივე განმარტებით, პაციენტების უმრავლესობას ანთებითი პროცესი აღმოაჩნდა: “496 პაციენტიდან მხოლოდ 5 ქალი იყო ჯანმრთელი, 18-19 პაცინეტს ასკუსის დიაგნოზი დავუსვით. ეს არის სიმსივნის წინამდებარე პროცესი, რის ნიადაგზეც, შესაძლებელია, მომავალში კიბო გაჩნდეს”.

გამოკვლევების შედეგად დაუდგინდა ძუძუს კიბოს მძიმე ფორმა ქალბატონ მარინას, რომელიც ამჟამად თბილისში მკურნალობს: მე რომ დღეს განკურნების იმედს მაძლევენ, ამ პროგრამის დამსახურებაა. ექიმმა მითხრა, რომ დაგვიანების შემთხვევაში მკურნალობას აზრი აღარ ექნებოდა”.

საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ძუძუსა და საშვილოსნო ყელის პრევენციის საუკეთესო გზა მოსახლეობის მასობრივი სკრინინგია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პათოლოგიური პროცესი ადრელ სტადიაზევე გამოვლინდეს. ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ფართოდ არის დანერგილი მრავალ ქვეყანაში, სადაც ადრეული გამოვლენის წყალობით, აღნიშნული პათოლოგიებით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ შესამჩნევლად იკლო. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სკრინინგში მონაწილე ქალებს შორის სარძევე ჯირკვლის კიბოს მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვი 35 პროცენტით შემცირდა.

6 comments:

  1. Hey would you mind letting me know which web host you're utilizing? I've loaded your blog
    in 3 completely different web browsers and I must say this blog loads a lot quicker then most.
    Can you recommend a good internet hosting provider at a fair
    price? Cheers, I appreciate it!

    my page - no deposit playtech online casinos

    ReplyDelete
  2. Hmm is anyone else experiencing problems with the pictures on this
    blog loading? I'm trying to determine if its a problem on my end or if it's the blog.
    Any responses would be greatly appreciated.

    Also visit my blog - 2013 party poker bonus code

    ReplyDelete
  3. If you are going for most excellent contents like
    I do, simply pay a quick visit this web page everyday as it offers quality contents, thanks

    Feel free to visit my web page Top online casino

    ReplyDelete
  4. This is really interesting, You are a very skilled blogger.

    I have joined your rss feed and look ahead to in search of more of your wonderful
    post. Additionally, I've shared your site in my social networks

    my blog post :: http://www.phpfox.com/profile-166390/

    ReplyDelete
  5. Great site. A lot of helpful information here.

    I'm sending it to some friends ans also sharing in delicious. And naturally, thanks for your effort!

    Also visit my page; lamula.pe

    ReplyDelete
  6. I rarely comment, but I glanced through a few responses on "მასობრივი სკრინინგი - საუკეთესო პრევენცია".
    I do have 2 questions for you if you tend not to mind.
    Could it be only me or does it look like like a few of the remarks look like they are written by brain dead visitors?

    :-P And, if you are writing on other social sites, I would
    like to keep up with you. Would you post a list of every one of all your social community
    pages like your twitter feed, Facebook page or linkedin profile?



    My website: best no deposit poker bonus

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი