''პურის ფესტივალი''



ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე

1 ოქტომბერს  ასოციაციაელკანაადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ახალციხეში ‘’პურის ფესტივალი’’ გამართა. ღონისძიება სოფლის ტურიზმის პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავდა რეგიონის აგროტურისტული ინფრასტრუქტურის საზოგადოებისათვის გაცნობას და ტრადიციული პროდუქტის პოპულარიზაციას. ფესტივალზე ცალკე სტენდი დაეთმო ადგილობრივ ქართულ ხორბალსა და პურს, დაჯილდოვდნენ წარმატებული ფერმერები და საოჯახო სასტუმრო სახლების მფლობელები.
ფესტივალზე გაიმართა სხვადასხვა ადგილობრივი პროდუქტის დეგუსტაცია, ეთნოგრაფიული ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა და კონცერტი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.






















No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი