ახალციხეში ორი ისტორიული თარიღი აღნიშნეს


 თამარ თოთაძეახალციხე

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის 180 წლის იუბილე და მიხეილ თამარაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლისთავი 12 ოქტომბერს სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა.  

ორი ისტორიული თარიღის აღნიშვნა ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში დაიწყო. მოსწავლეებმა სკოლის ისტორია და ამავე სკოლის კუსდამთავრებულის, ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ თამარაშვილის ცხოვრება გაიხსენეს.

ღონისძიებას ამიერკავკასიის კათოლიკეთა ადმინისტრატორი ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე ესწრებოდნენ. ასევე, მოწვეული იყვნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, გამგეობის, სამხარეო ადმინისტრაციის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები, კურსდამთავრებულები და მიხეილ თამარაშვილის შთამომავლები.

ახალციხის პირველი საჯარო სკოლა 1831 წელს დაარსდა. წელს ჩვენი სკოლა საიუბილეო თარიღს აღნიშნავს, მთელი წლის განმავლობაში ამასთან დაკავშირებით სხვადსხვა ღონისძიებები იმართებოდა. მიხეილ თამარაშვილის პატივსაცემად, დღეს სკოლაში მისი სახელობის სტენდი გაიხსნა”, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.

ღონისძიებას სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგებიც ესწრებოდნენ. მედიკო ჟღენტი ამ სკოლაში 55 წელიწადი ფიზიკას ასწავლიდა და წლების განმავლობაში სკოლის დირექტორიც იყო: “ვერ გამირჩევია სახლი უფრო მიყვარდა თუ ეს სკოლა. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება აქ გავატარე. რაც ჯილდო, ხარისხი და წოდება არსებობდა ყველა მაქვს მიღებული,  ღირსების ორდენის ჩათვლით. მაგრამ დღევანდელი დღე მაინც განსაკუთრებით ამაღელვებელია ჩემთვის”.

სკოლის იუბილეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე დაესწრო და ორ წარმატებულ მოსწავლესჯემალ მაკარიძეს და თათია კოტაძეს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცა.

მიხეილ თამარაშვილის შთამომავლებმა, დავით და ლევან თამარაშვილებმა, მის პატივსაცემად თელავში ღვინო ჩამოასხეს, რომელიც სკოლას საჩუქრად გადასცეს.

ქართველი კაცისთვის ღვინო არის ჭირისა და ლხინის გამზიარებელი. მე და ჩემი ძმა მეღვინეები ვართ და გადავწყვიტეთ ჩამოგვესხა ღვინო, რომელსაც დავაწერეთმადლიერი შთამომავლობისგან”, - ამბობს დავით თამარაშვილი.  

პირველი საჯარო სკოლიდან ღონისძიებამ ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტში გადაინაცვლა. მიხეილ თამარაშვილის ცხოვრების სხვადსხვა პერიოდისადმი მიძღვნილი მოხსენებები ადგილობრივმა და მოწვეულმა თერთმეტმა პროფესორ-მასწავლებელმა წაიკითხა.

ეს იყო პიროვნება, რომელმაც საკუთარი ბედნიერება უარყო და თავი ქვეყანას შესწირა. მან პირველად გააცნო საქართველო ევროპას. ისეთი, უნიკალური მონაცემები მოგვცა, როგორიც საქართველოს არ ჰქონდა”, - იხსენებს ანზორ თამარაშვილი და ამბობს, რომ მისთვის ამ გვარის ტარება საამაყო და ცოტა ძნელიცაა.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტში გამართული კონფერენციის შემდეგ მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დასკვნით ღონისძიება გაიმართა. სადაც მონაწილეობა მიიღეს ქორეოგრაფიულმა ანსამბლმამესხეთი”, ხალხური სიმღერების გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა ზაზა თამარაშვილის ხელმძღვანელობით და პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

მიხეილ თამარაშვილის გარდაცვალებიდან ასი წლისთავს საქართველოს გარდა იტალიაშიც აღნიშნავენ. მის შთამომავლებს კი საშუალება აქვთ, იტალიაში გაემგზავრონ და ის ადგილი მოინახულონ, სადაც მიხეილ თამარაშვილი მოღვაწეობდა.

“23 ოქტომბერს მოხდება ამ დღის აღნიშვნა იმ ადგილას, სადაც იგი გარდაიცვალა. მის შთამომავლებს მოგვეცემა საშუალება, ის ადგილები მოვინახულოთ, სადაც მან სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა და სადაც იყო დაკრძალული”, - ამბობს ზაზა თამარაშვილი. მასთან ერთად 21 ოქტომბერს, იტალიაში ნუგზარ თამარაშვილი და ნიკოლოზ ბეგიშვილიც გაემგზავრებიან.

მიხეილ თამარაშვილი 1858 წელს ახალციხეში, პეტრე თამარაშვილის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. დაწყებითი სასულიერო განათლებაქვემო ეკლესიისსამრევლო (ამჟამად პირველი საჯარო სკოლა) სკოლაში მიიღო, ივანე გვარამაძის, “ვინმე მესხისხელმძღვანელობით. 20 წლის ასაკში, გვარამაძის რჩევით, სასწავლებლად სტამბულში გაემგზავრა. პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ ქართველ კათოლიკეთა ფერიქოის ეკლესიის სამრევლო სასწავლებელში, სადაც ბერად აღიკვეცა.

მან ვატიკანის, საფრანგეთის, თურქეთის, ალექსანდრიის, მოსკოვისა და ლონდონის არქივებში საქართველოს ისტორიის ამსახველი დიდძალი დოკუმენტური მასალა შეისწავლა. 1902 წელს გამოიცა მისი წიგნიისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის”, 1910 წელს რომში გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომიქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე”.  

1911 წლის 15 სექტემბერს 53 წლის ასაკში, რომის ახლოს, სოფელ სანტა-მარინელასთან, უცნობი მოყვასის გადასარჩენად ტირენიის აბობოქრებულ ზღვაში გადაეშვა. უცნობი გადარჩა, თვითონ კი დაიღუპა. იგი სანტა-მარინელაში დაკრძალეს, ხოლო შემდეგ ჩივიტავეკიას პანსიონში გადაასვენეს. 1978 წელს მიხეილ თამარაშვილის ნეშტი იტალიიდან თბილისში ჩამოასვენეს.

6 comments:

  1. Hi there! This is my first comment here so I just wanted to give a quick shout out
    and say I really enjoy reading through your blog posts.
    Can you suggest any other blogs/websites/forums that go over
    the same topics? Many thanks!

    Here is my web page; http://www.telemundovip.com

    ReplyDelete
  2. Heya fantastic blog! Does running a blog such as this require a
    lot of work? I've no expertise in computer programming however I had been hoping to start my own blog in the near future. Anyhow, if you have any suggestions or techniques for new blog owners please share. I know this is off topic nevertheless I simply needed to ask. Thank you!

    my page Party Poker Bonus Code

    ReplyDelete
  3. Pretty nice post. I just stumbled upon your weblog and wanted to say that I have truly enjoyed browsing your blog posts.
    In any case I'll be subscribing to your feed and I hope you write again very soon!

    Feel free to visit my site :: january party poker bonus code

    ReplyDelete
  4. I have been surfing on-line greater than 3 hours as of late, yet I never found any interesting article like yours.
    It is pretty price enough for me. In my opinion,
    if all website owners and bloggers made excellent content material as you probably did, the web shall be a lot more helpful than ever before.


    Also visit my page compupay.com

    ReplyDelete
  5. Everyone loves it when people come together and share thoughts.

    Great website, continue the good work!

    Take a look at my website ... microgaming casinos play for fun us

    ReplyDelete
  6. Highly energetic post, I loved that a lot. Will there be a part 2?


    Feel free to surf to my webpage - microgaming casinos uk

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი