ზოგი ტელეფონს უჩივის, ზოგი უტელეფონობას


 თამარ თოთაძეახალციხე  

მოძველებული სატელეფონო ხაზების გამო აბონენტების ნაწილს სახლის ტელეფონი თვეებია არ უმუშავებს. დაბალი სიჩქარით მუშაობს ინტერნეტიც. ქალაქის ზოგიერთ უბანში კი მოსახლეობა ტელეფონის დადგმას თვეებია უშედეგოდ ელოდება.

ახალციხეში სატელეფონო მომსახურებას სააქციო საზოგადოებასილქნეტიუზრუნველყოფს. ამ ეტაპზე კომპანიის მომსახურებით 3 300 აბონენტი სარგებლობს. მათ შორის, ცხრა აპრილის ქუჩის მცხოვრებლებიც, რომელთაც რამდენიმე კვირაა ტელეფონი და ინტერნეტი გაეთიშათ. ამ ქუჩაზე მცხოვრები აბონენტები ამბობენ, რომ დაზიანების შემთხვევაში 2 100 100- მეშევეობითსილქნეტისმომსახურების ცენტრს უკავშირდებიან.

თვეზე მეტია სახლის ტელეფონი არ მუშაობს თითქმის ყოველ დღე ვრეკავთ, ცხელ ხაზზე. პასუხი ერთი და იგივეა: “ქალბატონო, ხაზია დაზიანებული და გადავცემთ შესაბამის სამსახურს”, - ამბობს ცხრა აპრილის ქუჩაზე მცხოვრები აბონენტი და ამატებს, რომ ამ პრობლემით ფოსტასაც არაერთხელ მიაკითხა, სადაც განუმარტეს, რომ ქუჩაზე ცენტრალური ხაზია შესაცვლელი და ახალ სადენებს თბილისიდან ელოდებიან.
სააქციო საზოგადოებასილქნეტშიამბობენ, რომ სტატისტიკის მიხედვით ცხელ ხაზზე კვირაში საშუალოდ 40 დაზიანება ფიქსირდება (აბონეტების 1.2 პროცენტი), რომლის აღმოფხვრაც ტექნიკურ ჯგუფს ევალება.
კომპანია სამცხე-ჯავახეთში სერიოზულ ტექნიკურ სამუშაოებს მუდმივად ახორციელებს. სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. პრობლემურ უბნებში სადენები და ბოძები იცვლება. ვფიქრობთ, რომ სატელეფონო სერვისი უახლოეს დღეებში აღდგება”, - ამბობსსილქნეტისსამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის დირექტორი გია წიქარიშვილი.

დაზიანებული სატელეფონო ხაზების გარდა, მოსახლეობა ინტერნეტის დაბალ სიჩქარესაც უჩივის. ამ ეტაპზესილქნეტს” 2 000-მდე ინტერნეტ-აბონენტი ჰყავს. აქედან ცხელ ხაზზე კვირაში საშუალოდ 30 დაზიანება რეგისტრირდება. “სილქნეტშიგანმარტავენ, რომ 2010 წლამდე ახალციხეში ინტერნეტ სერვისის მიწოდება საჰაერო კავშირით ხდებოდა, ხოლო 2010 წელს ხაშურიდან ახალციხემდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სადენი ჩაიდო. ახლა ინტერნეტ აბონენტებს 4 მგბ-მდე სიჩქარის ინტერნეტის მიღების შესაძლებლობა აქვთ. თუმცა, ამისათვის აბონენტმა მაღალსიჩქარიანი პაკეტი უნდა აირჩიოს.

მინი, ანუ ათ-დოლარიანი ინტერნეტ პაკეტი გვაქვს ჩართული. ძალიან ცუდი ინტერნეტი გვქონდა. დავრეკეთ მომსახურების ცენტრში და გვითხრეს, რომ გაასწორებდნენ. ახლა შედარებით კარგად მუშაობს, მაგრამ ხანდახან მაინც ითიშება, - ამბობს თამარაშვილის #6-ში მცხოვრები ქალბატონი და ამატებს, რომ კომპანიას ახალი თაობის ინტერაქტიული ტელევიზიის ჩართვის მოთხოვნით მიმართა, თუმცა განუმარტეს, რომ სატელეფონო ხაზები მწყობრში არ იყო და ტელევიზიის ჩართვა აღნიშნულ ნომერზე ვერ მოხერხდებოდა: თვეზე მეტია, რაც ახალციხეში  Silk-TV ჩაირთო, მეზობელად რამდენიმე ოჯახი უკვე სარგებლობს ამ მომსახურებით, მაგრამ ჩემს ნომერზე რატომღაც ვერ მოხერხდა ჩართვა”.

გია წიქარიშვილის განმარტებით, Silk-TV -ით სარგებლობა ამ ეტაპზე მხოლოდ ბორჯომსა და ახალციხეშია შესაძლებელი. ვინაიდან ახალი ტელევიზიის სერვისის მიწოდებისათვის მღალი სიჩქარის ინტერნეტია საჭირო, ამიტომSilk-TV  ინტერნეტ აბონენტების იმ ნაწილს მიეწოდება, რომელსაც ტექნიკური მაჩვენებელით მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიღება შეუძლიათ: ქსელის ხარისხის გასაუმჯობესებლად კომპანია სამუშაოებს აგრძელებს, რაც საშუალებას მოგვცემს ახალი თაობის ინეტრაქტიული ტელევიზია უფრო მეტ ინტერნეტ აბონენტს მივაწოდოთSilk-TV  ზე სამი პაკეტი მოქმედებს Prime Region  (15 ლარი), Comfort Region (21 ლარი) და Comfort Plus Region  (28 ლარი)”.

კიდევ ერთი პრობლემა ზარზმელის ქუჩაზე სატელეფონო ხაზების არარსებობაა. აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა ტელეფონების დადგმას დიდი ხანია ითხოვს, მაგრამ უშედეგოდ. ათობით განცხადება ფოსტაში ამაოდ დევს.

გია წიქარიშვილის თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარება საკმაოდ დიდი თანხებთანაა დაკავშირებული. მოსახლეობის 50-მა პროცენტმა მაინც უნდა შეიტანოს განაცხადი, რომ ამ დასახლებაშისილქნეტისსატელეფონო მომსახურების სერვისი განხორციელდეს: ამ ეტაპზესილქნეტიახალციხის რამდენიმე პროქტს განიხილავს. მათ შორის, ერთ-ერთი, ზარზმელის ქუჩის საკითხია”.


წიქარიშვილი გვაიმედებს, რომ ქალაქში დაზიანებული სატელეფონო ხაზები მალე აღდგება და ინტერნეტის სიჩქარეც გამოსწორდება. თუმცა, მისი პროგნოზი ასეთივე დამაიმედებელი არაა ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლებისთვის. როდის და როგორ მოგვარდება ამ დასახლების პრობლემა, ისევ გაურკვეველი რჩება.   

8 comments:

  1. I don't even know how I ended up here, but I thought this post was great. I do not know who you are but certainly you are going to a famous blogger if you are not already ;) Cheers!

    Take a look at my web blog - playtech casino 2

    ReplyDelete
  2. I think this is one of the most significant info for me.
    And i'm glad reading your article. But should remark on some general things, The web site style is ideal, the articles is really great : D. Good job, cheers

    Feel free to surf to my website; http://lamula.pe/members/lathejaguar7/profile

    ReplyDelete
  3. I must thank you for the efforts you have
    put in penning this blog. I'm hoping to check out the same high-grade content from you in the future as well. In fact, your creative writing abilities has motivated me to get my very own site now ;)

    Here is my web-site party poker bonus code no deposit

    ReplyDelete
  4. Because the admin of this web page is working, no hesitation
    very quickly it will be well-known, due to its quality contents.


    Also visit my site ... party poker bonus code deposit

    ReplyDelete
  5. Great article. I am going through some of these issues as well.
    .

    Also visit my webpage ... photopeach.com

    ReplyDelete
  6. I do not know whether it's just me or if perhaps everybody else experiencing problems with your website. It appears as if some of the text on your posts are running off the screen. Can somebody else please provide feedback and let me know if this is happening to them as well? This might be a problem with my browser because I've had this happen before.
    Thanks

    My page :: may party poker bonus code

    ReplyDelete
  7. Good day! Do you know if they make any plugins to help with Search Engine Optimization?
    I'm trying to get my blog to rank for some targeted keywords but I'm not seeing very good success.
    If you know of any please share. Kudos!

    Here is my webpage - party poker bonus codes

    ReplyDelete
  8. Thank you for sharing your thoughts. I truly appreciate your efforts and I will be waiting for your further post thank you
    once again.

    Feel free to surf to my homepage :: Casinos Online

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი