მშენებლობები გეგმის გარეშე


 თამუნა უჩიძეახალციხე

ქალაქში მიმდინარე მშენებლობების მიუხედავად,
ქალაქის განაშენიანების გეგმა არ არსებობს.
მშენებლობების ბუმი ახალციხეში და ექვსი ათეული წლის წინ შედგენელი ქალაქის განაშენიანების გეგმა. არსებობს თუ არა სქემა, რომლის მიხედვითაც ქალაქში არაერთი სამშენებლო პროექტი ხორციელდება.
ქალაქში შემოსასვლელმა გზამ მიმართულება შეიცვალა, თამარაშვილის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის შენობის გვერდით სავაჭრო ცენტრისმარტიდა ბენზინგასამართი სადგური შენდება, მის გვერდით ფუნდამენტი ჩაეყარა იუსტიციის სახლის მშენებლობასაც, ქალაქის ცენტრიდან თამარაშვილის ქუჩაზე გადადის აგრარული ბაზარი და მასთან ქალაქის ნაწილის დასაკავშირებლად მდინარე ფოცხოვზე ხიდიც შენდება.


 მიმდინარეობს ახალციხის ციხის რეაბილიტაცია და მის გარშემო ინფრასტრუქტურა ციხის რეკონსტრუქციის საბოლოო ვარიანტის განსაზღვრის შემდეგ შეიცვლება, - ეს მხოლოდ ნაწილია იმ პროექტების, რომლის მიხედვითაც ორ წელიწადში ქალაქმა იერსახე უნდა შეიცვალოს. თუმცა ეს ისე, რომ ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმა, ფაქტობრივად, არ არსებობს. რუქა რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობა ხელმძღვანელობს გასული საუკუნის 50-იან წლბში შეიქმნა და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მის განახლებაზე არავის უზრუნია.

ქალაქის განაშენიანების ყველაზე დიდი გეგმა 1950 წელსაა შედგენილი. მის მიხედვით გენგეგმა 1970 წელსაც შეადგინეს და მასზე სოფლების განაშენიანების შესახებაც დაიტანეს ინფორმაცია”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულიტურისა და ძეგლთადაცვის სამსახურის სპეციალისტი რევაზ ანდღულაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მალხაზ გიქოშვილის განცხადებით, ბოლოს ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმაში ჩასწორება 1985 წელს მოხდა: მაშინ ქალაქის გამგებელი ვიყავი. ფაქტობრივად, 90-იანი წლების შემდეგ 2005 წლამდე ახალციხეში არც არაფერი აშენებულა, პირიქით, რაც იყო ისიც დაინგრა”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისა და კონსერვატიული პარტიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის თქმით, კომუნისტების შემდეგ ქალაქში ბევრი რამ შეიცვალა: “არაერთმა შენობამ ფუნქცია დაკარგა, შემდგომ იმ ადგილებმა სხვა დატვირთვა მიიღო და მის მიმდებარედ დასახლებებიც გაჩნდა”.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ზურა ჭელიძე ამბობს, რომ ნახაზზე დატანილი პარკების ადგილზე ამჟამად კორპუსებია. ეს კი იმან გამოიწვია რომ 80-იანი წლებიდან ქალაქში სპონტანური მშენებლობები დაიწყო. ასე გაჩნდა, მაგალითად, საბარგო სადგური და ზარზმელის ქუჩა, ეგრეთ წოდებულიადინაცეტები”: ამდენად გენგეეგმას, რომელიც 50 წლის წინაა მიღებულია, ქალაქისთვის არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს”.

ქალაქში მიმდინარე მშენებლობებმა კი განაშენიანების გენერალური გეგმის შექმნა დღის წესრიგში დააყენა.

ახალციხე უთავბოლოდაა გაშენებული, ამიტომ ბევრი რამის შეცვლა გვიხდება. მაგალითად, ახლა, ქალაქში პარკირების გაკეთებას ვგეგმავთ”, - ამბობს გიქოშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში დავით ჩაჩანიძე ამბობს, რომ გენგეგმის შექმნის შემთხვევაში ქალაქში მშენებლობებისათვის ნებართვის გაცემა გამკაცრდება: ახალციხე ზონებად დაიყოფა, იქნება სარეკრეაციო, ასევე სამრეწველო ზონა. კერძო სახლების მშენებლობისთვის ცალკე ადგილი გამოიყოფა. მაგალითად, ტბაზე ინფრასტრუქტურა ტურისტებისთვის მოეწყობა, ამდენად, მასთან ახლოს, მაგალითად, რაიმე სამრეწველო ობიექტის მშენებლობაზე ნებართვა აღარ გაიცემა”.

ქალაქის განაშენიანების გეგმის შესაქმნელად გიქოშვილის თქმით 300-400 ათას ლარამდეა საჭირო: მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობა დავიწყეთ და გენგეგმის შესახებ ვმსჯელობთ. მისი დაფინანსება ადგილობრივი სახსრებით შეუძლებელია, ამ თანხას მოძიება სჭირდება”.

იმას, რომ გენგეგმის შექმნას ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ვერ გაწვდება საფინანსო-საბიუჯეტი სამსახურის უფროსი გაგა ივანიძეც საუბრობს. თუმცა, მისი თქმით, ეს საკითხი მომავალი წლის ბიუჯეტზე მუშაობისას ჯერ არ განხილულა.

სანდროშვილის განცხადებით კი ერთ წელში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელი იქნება, მით უფრო რთული ეს მომავალი წლისთვისაა, რადგან 2012 საარჩევნო წელია, გენგეგმის შექმნა კი ისეთი საქმეა, რომელსაც ვერავინ დაინახავს. ამდენად, ის პიარისთვის არ გამოადგებათ და შესაბამისად, დიდი თანხა მისთვის არც გამოიყოფა: მას ელექტრონული ვერსიის გაკეთებაც დასჭირდება. ამასთანავე ეს ისეთი ფულია, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა გაიცეს. მაგრამ, როცა შემოსავლები მილიონამდე არ გაქვს, მხოლოდ მაგ საქმისთვის ნახევარმილიონს ვერ დაგეგმავ”.

არქიტექტორის სულიკო გაგუას განცხადებით, გენგეგმა არის კანონი, რომლის მიხედვითაც ქალაქი შენდება და თუ მისი შექმნა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაშინ შედარებით ნაკლები ხარჯებით სქემის შედგენა შეიძლება: “მისათვის მხოლოდ სპეციალისტის მიწვევა გახდება საჭირო. გეგმის არარსებობის შემთხვევაში კი ქალაქის განაშენიანება ქალაქის არქიტექტორის ცოდნასა და გამოცდილებაზეა დამოკიდებული”.

რამდენად სწორად და ქალაქში არსებული არქიტექტურის შესაბამისად იცვლის იერსახეს ახალციხე, ან რამდენად სწორადაა გაცემული ნებართვა ამა თუ იმ ობიექტის მშენებლობისთვის, ეს კითხვები ღიად რჩება. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად დაიწყება საარჩევნო წელს გენგეგმაზე მუშაობა, სულ რამდენიმე თვეში გაირკვევა.

7 comments:

  1. Wow, wonderful weblog layout! How lengthy have you ever been blogging for?
    you make running a blog glance easy. The overall look of your site is magnificent, as neatly
    as the content!

    Stop by my blog; playtech casinos
    my website - playtech Casinos No deposit Bonus

    ReplyDelete
  2. Hi to all, it's truly a pleasant for me to pay a visit this website, it consists of helpful Information.

    Feel free to visit my website; Partypokerbonuscode.Forumotion.Com

    ReplyDelete
  3. Hi there! This post could not be written any better!

    Reading through this post reminds me of my good old room mate!
    He always kept chatting about this. I will forward this write-up to him.

    Pretty sure he will have a good read. Thanks for sharing!


    Also visit my site: party poker bonus code december 2013

    ReplyDelete
  4. Link exchange is nothing else but it is only placing the other person's website link on your page at appropriate place and other person will also do same in favor of you.

    Feel free to visit my web site ... party poker bonus code december 2013

    ReplyDelete
  5. For the reason that the admin of this website is working, no question
    very rapidly it will be renowned, due to its feature contents.


    My web site: partypoker bonus code 2013

    ReplyDelete
  6. First of all I want to say fantastic blog! I had a quick question which I'd like to ask if you do not mind. I was curious to find out how you center yourself and clear your head before writing. I've had a difficult time clearing
    my mind in getting my thoughts out there. I do take pleasure in
    writing but it just seems like the first 10 to 15 minutes are wasted just trying to figure out how to begin.
    Any ideas or tips? Kudos!

    Also visit my blog post :: us online poker no deposit

    ReplyDelete
  7. Why people still use to read news papers when in this technological globe the whole thing is existing on net?


    My web page: online casinos

    ReplyDelete

დატოვე კომენტარი