მილიონ-ნახევარი ლარი ჭაობად ქცეული ხელოვნური ტბის განვითარება-რეაბილიტაციისთვის. ადგილობრივი ხელისუფლება გაზაფხულიდან ქალაქში ახალი გასართობის ამოქმედებას გეგმავს.
ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილთან მდებარე ხელოვნური ტბა წლებია არსებობს, თუმცა, დიდი ხანია ჭაობად იქცა. 2012 წლის გაზაფხულიდან აქ ახალი კომპლექსი დაწყებს ფუნქციონირებას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისა და ახალციხეში ჩამოსული ტურისტებისთვის ახალი გასართობი ადგილი იქნება.
ტბის ერთ მხარეს ამფითეატრი გაკეთდება, რომელიც დაახლოებით 400 კაცს დაიტევს, მათ შორის, 150 შენობის თავზე, ქოლგების ქვეშ მოთავსდება. შენობის პირდაპირ ტბაში შეჭრილი, შემინული სცენა მოეწყობა. აქვე იქნება შადრევანიც.
აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის თანხის ძირითადი ნაწილი ცენტრალური, ნაწილი კი ადგილობივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ხელოვნური ტბის რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის 1 500 000 ლარია გათვლისწინებული.
“დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, რაც შადრევნების მოწყობასა და ლითონის ფერმის, ანუ ამფითიატრიდან სცენამდე მისასვლელი ხიდის მშენებლობისთვისაა გათვალისწინებული”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე.
ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილთან მდებარე ხელოვნური ტბის რეაბილიტაციისა და განვითარების პროექტზე კონკურსი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმდინარე წლის 20 ივლისს გამოაცხადა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აგვისტოში დაიწყო. სამუშაოებს სამი კომპანია აწარმოებს. ადგილობრივმა კომპანიამ, შპს “ასტორიამ” გაწმენდით სამუშაოები უკვე ჩაატარა. მასვე ევალება ტბის სუფთა წყლით მომარაგებაც.
ამფითეატრის, შადრევნებისა და კაფე-ბარის მოწყობას შპს “მშენებელი” და “სამშენებლო ტრესტი ნომერი სამი” უზრუნველყოფს. ეს უკანასკნელი აკეთებს ტბის გარშემო საფეხმავლო ბილიკსა და ველო-ტრასასაც.
“შავი სამუშაო უკვე შევასრულეთ, ბორდიურები ჩავაწყვეთ, ახლა ქვაფენილის დაგება მიმდინარეობს. რომელსაც ჯერ მხოლოდ ტბის ერთ მხარეს ვაგებთ”, - ამბობს “სამშენებლო ტრესტი ნომერი სამის” მიერ დაქირავებული მუშა გოჩა ტეტუნაშვილი. აღნიშნული კომპანია მონაწილოებს ახალი ადმინისტრაციული შენობის, ყოფილი ოფიცერთა სახლის რეკონსტრუციაშიც.
“სამშენებლო ტრესტი ნომერი სამის” წარმომადგენლის მუხრან ორბელაძის თქმით, ამფითეატრი დაახლოებით 400 კვადრატულ მეტრზე განთავსდება, ხოლო შადრევნები მის გარშემო მოეწყობა.
“ახლა ვაწარმოებთ ამფითეატრის სცენის რკინა-ბეტონის სამუშაოებს. აქვე განთავსდება სცენასთან მისასვლელი ხიდი, დასაჯდომები, ხოლო უკან კაფე-ბარები იქნება”, - ამბობს მუხრან ორბელაძე.
გელა დემეტრაძის თქმით, მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად მშენებლობაზე ადგილობრივებიც არიან დასაქმებული. თუმცა, სპეციფიკურ სამუშაოებს პროექტის მიხედვით შერჩეული კომპანიები და მათ მიერ დაქირავებული მუშები ასრულებენ: “საჭირო იყო ისეთი კომპანიების შერჩევა, რომლებსაც მსგავსი ტიპის მშენებლობებში გარკვეული გამოცდილება აქვთ. ამ ეტაპზე დაახლეობით 30 ადამიანი მუშაობს და შეიძლება ითქვას, რომ მათ შორის ნახევარი ადგილობრივია”.
ჯერჯერობით უცნობია რა გაკეთდება ხელოვნური ტბის მეორე მხარეს, ანუ ამ ტერიტორიაზე არსებული კერძო სასტუმროსა და სპორტული კომპლექსის უკან.
“იყო დიდი ტბა, რომლის მცირედი ნაწილიც ივსება მიწით, ანუ ბალასტით. იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება კონცეფცია, შესაძლებელი იქნება სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა ტურისტების მისაზიდად”, - ამბობს გამგებელი.
კლიენტთა რაოდენობის გაზრდას ვარაუდობენ სასტუმრო “რიოს” მეპატრონეებიც, რომელიც სამი წელიწადია არსებობს. მანამდე ამ შენობაში რესტორანი იყო განთავსებული.
“ეს მშენებლობა ტურისტების მოზიდვაში დაგვეხმარება და ვვარაუდობთ, რომ კლიენტების რაოდენობა საგრძნობლად მოიმატებს. ამ ეტაპზე სასტუმროს ოცი ნომერი აქვს, მიმდინარეობს მშენებლობა და სამომავლოდ, დაახლოებით, ათი ნომრის დამატებას ვაპირებთ”, - ამბობს სასტუმრო “რიოს” დირექტორი მურადი გოგოლაძე.
გელა დემეტრაძის თქმით, პროქტის ძირითადი სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულისთვის უნდა დასრულდეს.
My relatives every time say that I am wasting my time here at
ReplyDeleteweb, however I know I am getting know-how daily
by reading such nice posts.
Review my webpage :: lamula.pe
Hi there, i read your blog occasionally and i own a similar one and i was just curious if you get a
ReplyDeletelot of spam responses? If so how do you stop it, any plugin or anything you can advise?
I get so much lately it's driving me mad so any assistance is very much appreciated.
Also visit my blog ... new playtech casino no deposit
Hi all, here every person is sharing such familiarity,
ReplyDeletethus it's nice to read this weblog, and I used to go to see this website daily.
Stop by my page ... party poker bonus codes
Aw, this was an exceptionally good post. Spending some time
ReplyDeleteand actual effort to make a great article… but what can I say… I hesitate a whole lot and don't manage to get nearly anything done.
Also visit my web-site; http://Www.hummaa.Com/user/robin7bridge
What's up Dear, are you in fact visiting this web page regularly, if so after that you will absolutely take pleasant know-how.
ReplyDeleteFeel free to visit my web page; party poker bonus code
I've read some good stuff here. Definitely worth bookmarking for revisiting. I surprise how a lot effort you set to make any such great informative site.
ReplyDeleteReview my weblog - july party poker bonus code
Hmm is anyone else encountering problems with the images on
ReplyDeletethis blog loading? I'm trying to figure out if its a problem on my end or if it's the blog.
Any feed-back would be greatly appreciated.
Have a look at my blog free no deposit poker bonuses
Hello, yes this article is genuinely good and I
ReplyDeletehave learned lot of things from it concerning blogging.
thanks.
My page: Online Casinos