24 დეკემბერს საბავშო გასართობი ცენტრის “ცისარტყელასა” და და სუპერმარკეტ “პოპულარის” ინიციატივით ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში არსებულმა მოზარდთა სამსახიობო დასმა პატარებს სპექტაკლი “ფიფქია და შვიდი ჯუჯა” წარუდგინა. სპექტაკლის შემდეგ საახალწლო კარნავალი გაიმართა, რომელშიც ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მეხუთე საჯარო სკოლის სახელით ბავშვთა პანსიონატს ტანსაცმელი და ფულადი საჩუქარი გადაეცა. 300 ლარი გადაურიცხა ბავშვთა სახლს ახალაციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ პეტრიაშვილმა. საქველმოქმედო აქციას კერძო პირები და ოჯახებიც შეუერთდნენ, პატარებს მათგან ტანსაცმელი და ტკბილეული გადაცათ. კარნავალის ბოლოს საჩუქრები ბავშვებმა თოვლის ბაბუისგანაც მიიღეს.
“მსგავსი საღამოები ხშირად არ იმართება და ამიტომ ეს დღე ამ ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ბავშვთა პანსიონის წინამძღვრის თანაშემწემ ნონა ჩიტორელიძემ.
აქციის ორგანიზატორები პატარებს სადილითა და ტორტით გაუმასპინძლდნენ.
“ამ ბავშვების თვალებში იმხელა სიხარულია, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. კარგი იქნება თუ მსგავსი აქციები ხშირად გაიმართება და მასში მონაწილეობას ბევრი ადამიანი მიიღებს”, - აღნიშნა ცენტრის წარმომადგენელმა ლალი სამსონიძემ.
ნათია ნებიერიძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი