თბილისის შემდეგ ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს ათი რეგიონის საჯარო სკოლებში მიმდინარეობს. ერთ-ერთი სამიზნე მუნიციპალიტეტი ახალციხეა, სადაც ინკლუზიური განათლება მეხუთე საჯარო სკოლაში ინერგება.
ინკლუზიური განათლების პროექტის მომზადება საქართველოში 2006 წლის ნოემბერში დაიწყო და 2008 წელს დასრულდა. სამწლიანი პროექტი (2009-2011წწ) ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრისა და ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვების” მხარდაჭერით ხორციელდება.
ინკლუზიური განათლების მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მიეცეთ თანატოლებთან ერთად სწავლის შესაძლებლობა.
“ინკლუზიური განათლების მიზანი არ არის ის, რომ მაინცდამაინც ყველა ფრიადოსანი იყოს. უბრალოდ, ყველა ბავშვს მიეცემა საშუალება, გამოავლინოს შესაძლებლობების მაქსიმუმი. ინვალიდობის მქონე ბავშვებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, - განმარტავს ინკლუზიური განათლების პიარმენეჯერი რატი იონათამიშვილი.
პირველ ეტაპზე სკოლებში შესაბამისი ფიზიკური გარემო და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უნდა შეიქმნას. საჭიროა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა რეგისტრაცია, შეფასება, ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შექმნა, სკოლის პედაგოგების, ადმინისტრაციის და სპეციალისტების (ფსიქოლოგი, ლოგოპედი) პროფესიული განვითარება. ასევე, რეგიონებისთვის მხარდამჭერი მულტიდისციპლინური გუნდების ფორმირება და მომზადება.
ამჟამად საქართველოს მასშტაბით ინკლუზიური განათლება ინერგება დედაქალაქის ათ და რეგიონების ათ საჯარო სკოლაში. სასწავლო პროცესში 500-ზე მეტი ბავშვია ჩართული, ინკლუზიური განათლების მიმართულებით გადამზადდა 500-მდე პედაგოგი და მშობელი.
10 რეგიონიდან ერთ-ერთი სამიზნე მუნიციპალიტეტი ახალციხეა. კერძოდ მეხუთე საჯარო სკოლა, სადაც 14-15 დეკემბერს აღნიშნული პროექტის პიარ-მენეჯერი რატი იონათამიშვილი იმყოფებოდა. სემინარი ორ დღეს გაგრძელდა. პირველ დღეს მეათე-მეთერთმეტე კლასელებმა ნახეს ფილმი “როგორ ინგრევა კედელი”, რომელიც პროექტის “თანაბარი პირობების განვითარების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის” ფარგლებში გადაიღეს. ფილმში ასახულია შვიდი ადამიანის წარმატებული ისტორია. მიუხედავად არაერთი დაბრკოლებისა, მათ შეძლეს თვითრეალიზაცია და იმ სტერეოტიპების დანგრევა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში ინვალიდობის მქონე პირთა მიმართ.
“ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ბავშვს ჰქონდეს თანაბარი პირობები სწავლისთვის. ამისთვის პირველ რიგში შესაფერისი გარემოს შექმნაა საჭირო”, - ამბობს რატი იონათამიშვილი.
ფილმების ჩვენების შემდეგ დისკუსიაც გაიმართა.
“ფილმების ნახვის შემდეგ მივხვდი, ჩვენ ამ ადამიანების მიმართ არასწორი დამოკიდებულება გვაქვს და სტერეოტიპების გარემოცვაში ვცხოვრობთ”, - ამბობს მეხუთე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ხატია ხითარიშვილი.
დღის მეორე ნახევარში ანალოგიურ თემაზე პედაგოგებმა ისაუბრეს, მეორე დღეს კი მშობლებმა.
ინკლუზიური განათლების კოორდინატორი ახალციხეში ხათუნა ბალახაშვილის ამბობს, რომ სკოლა ჯერ მოსამზადებელ ეტაპზეა. ამ დროისათვის სპეციალური საჭიროების მქონე არცერთი ბავშვი არ არის რეგისტრირებული.
თბილისის საპილოტე საჯარო სკოლებში 250-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე სწავლობს.
რაც შეეხება რეგიონების სააჯრო სკოლებს, საქართველოს მასშტაბით ამ დროისათვის 150 მოსწავლეა რეგისტრირებული.

მანანა სარაშვილი, ახალციხე
ძალიან საინტერესო სტატიაა! ასე გააგრძელეთ.
ReplyDeleteნათია