,,ტელევიზია ყველაზე გავლენიანი მედიასექტორია საქართველოში. ის ადგენს პოლიტიკურ დღის წესრიგს და ამით მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. საშუალოდ, საქართველოს მოქალაქე ტელევიზორთან 3 საათსა და 58 წუთს ატარებს”, – ნათქვამია საერთშორისო გამჭირვალობა - საქართველოს” ანგარიშში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მედიის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია. გამოკითხულთა უმრავლესობა ტელევიზიით გადმოცემულ ახალ ამბებს სანდო ინფორმაციად მიიჩნევს. 63 პროცენტი მედიის მუშაობას დადებითად აფასებს; უარყოფითი აზრი 28 პროცენტს აქვს; მედიაზე მაღალი ნდობა მხოლოდ ეკლესიას, ჯარსა და პოლიციას აქვთ.
მოსახლეობის 65 პროცენტი დარწმუნებულია, რომ მედიის საშუალებები მთავრობის კონტროლისგან სრულიად (20 პროცენტი) ან ნაწილობრივ მაინც თავისუფალია (45 პროცენტი). 16 პროცენტი მიიჩნევს, რომ თავისუფალი არ არის, 3 პროცენტი კი ფიქრობს, რომ მედია საერთოდ არ არის თავისუფალი.
,,რეალურად, ყველასთვის უცნობია ვინ ფლობს უმთავრეს მედია-სადგურებს საქართველოში. ეს ხელს უწყობს ცალკეული ტელევიზიების შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო ხმების გავრცელებას პოლიტიკური გავლენებზე და პოლიტიკური პარტიების მიერ კონტროლზე”, - განაცხადა ,,საერთაშორისო გამჭირვალობა –საქართველოს” ანალიტიკოსმა მატიას ჰუტერმა.
მაგალითად, ტელევიზია ,,რუსთავი 2” ეკუთვნის ბრიტანეთის კუნძულებზე დარეგისტრირებულ კომპანიას და სრულიად გაუგებარი რჩება ვინ აკონტროლებს ამ არხს.
მაუწყებლობის შესახებ კანონის 37-ე მუხლის თანახმად, საქართველოში სამაუწყებლო ლიცენზიის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკური პირს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული. გამონაკლისს წარმოადგენს: ადმინისტარციული ერთეულები, საჯარო მოხელეები, თანამდებობის პირები და ის იურიდიული პირები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებთან და ადმინისტაციულ ერთეულებთან არიან კავშირში.
“მედიის მომხმარებლებმა არ იციან, თუ ვინ ფლობს და ვინ აკონტროლებს სატელევიზიო არხებს. ბევრი ამას არც აქცევს დიდ ყურადღებას. მათ არ იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის გამჭვირვალობა”, - აცხადებს ინტერნიუსის” განვითარების დირექტორი თამუნა კაკულია.
“ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე ნებისმიერი მედია საშუალების
მფლობელი – ამბობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი მაია მიქაშავიძე, “შეიძლება, სარედაქციო პოლიტიკის მიკერძოებულობა მისაღებადაც მიიჩნიო, მაგრამ უნდა იცოდე, ვის სასარგებლოდაა ეს პოლიტიკა მიკერძოებული, ვინ განსაზღვრავს მას”.
საქართველოში ოფიციალურად 27 დამოუკიდებელი არხია. აქედან სამცხე ჯავახეთში სამი.
ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელები სამცხე-ჯავახეთში
ო/ფ საწარმოს დასახელება მისამართი (იურიდიული) ტელეფონი
(იურიდიული) ოფიციალური მფლობელები
შპს სპექტრი საქართველო, ახალციხე,
თამარაშვილის ქ 4/8,0800
ნიქაბაძე ლევან 30%
მესხელი გიორგი 25%
ჩილინგარაშვილი ზურაბი
10%
საგოიანი გევორქ 10%
მერაბიშვილი ივანე 10%
ხუციშვილი ნინო 15%
შპს იმპერია საქართველო, ახალციხე,თამარ მეფის ქუჩა. 8. 0800 826520901 ნიქაბაძე ლევან
100%
შპს ტელე-რადიო კომპანია ბორჯომი საქართველო, ბორჯომი,
რუსთაველის მოედანი1. 1200 82672 1978 ცუცქირიძე ტრისტან
20%
ილიონი (შპს)
25%
კუპატაძე მარინა
20%
ჯაფარიძე მარიამ
10%
იბერია (შპს)
25%
,,საქართველოში ტელეკომპანიების ნამდვილი მფლობელების შენიღბვის კიდევ ერთი ცნობილი ხერხი ე.წ. “შუაკაცის” შექმნაა. მაგალითისთვის, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ,,იმედს” ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა, თუმცა, არხის ოფიციალური მეწილეები მისი მეგობარი გოგი ჯაოშვილი და ღუპერტ Mურდოცჰ’ს Nეწს ჩორპ. იყვნენ”, - ნათქვამია ანგარიშში.
გულო კოხოძე, ახალციხე
No comments:
Post a Comment
დატოვე კომენტარი