ვართ თუ არა მზად დეცენტრალიზაციისათვის

 საქართველოს კონსტიტუციაში თითქმის არ არის რეგულაციები ადგილობრივი თვითმმართველობის თაობაზე, ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კონსტიტუციას ახალი თავი ემატება.

 პროექტის თანახმად, თვითმმართველობის უფლებამოსილებები გამიჯნულია სახელმწიფოს უფლებამოსილებებისაგან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სახელმწიფოსადმი ადმინისტრაციული დაქვემდებარება დაუშვებელია. მას აქვს დამოუკიდებელი ბიუჯეტი და ქონება.

 ამ თავის პროექტით განსაზღვრულია ადგილობრივი თვითმმართველობის სტატუსი, უფლებამოსილებათა სფეროები, სასამართლო დაცვის, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლება”, - განმარტავს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი თენგიზ შარმანაშვილი და დასძენს, რომ ასეთი რეგულაციების შეტანა კონსტიტუციაში გაამყარებს ხელისუფლების დეცენტრალიზაციას და გაართულებს მომავალში იმის ცდუნებას, რომ სახელმწიფომ დაიწყოს დეცენტრალიზაციის საწინააღმდეგო პროცესი, “ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტან”.

 ის, რომ თვითმმართველი ერთეულების დეცენტრალიზაცია აუცილებელია, არავინ დაობს. თუმცა, იმის შესახებ, რამდენად ვართ მზად ადგილობრივ თვითმმართველობებს მეტი დამოუკიდებლობა მიენიჭოთაზრი ორად იყოფა.  

 მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროგრამების კოორდინატორის დავით ლოსაბერიძის თქმით, რაც უფრო მალე დაინახავს საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი დეცენტრალიზაციის აუცილებლობას, მით უფრო სწრაფად გადაწყვეტს ბევრ პრობლემას. მისივე განმარტებით, ახალი დემოკრატიის ქვეყნების მაგალითიდან გამომდინარე თვითმმართველი ერთეულების დამოუკიდებლობის შემთხვევაში ორი ძირითადი ფუნქცია იკვეთება: დეცენტრალიზაცია დეზინტეგრაციის წინააღმდეგ და ადგილობრივი პოლიტიკური ელიტების შექმნა: რეალური უფლებების მინიჭება თვითმმართევლი ერთეულისთვის აპრიორი სპობს სეპარატიზმის საფუძველს, რადგან კანონიერ გზას აძლევ თვითონ მართოს თავის თავი. ძალიან ხშირად პირიქითაც ამბობენ, თუ ეთნიკურად მრვალაფეროვან მუნიციპალიტეტებს თავისუფლებას მივცემთ, კარგი არაფერი მოხდებაო, მაგრამ მსოფლიოში არ არსებობს პრეცენდენტი ამას უკუ შედეგი გამოეღოს”.

 ლოსაბერიძის განმარტებით, მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ელიტების არ არსებობა იწვევს იმას, რომ ყველაფერი ცენტრს ექვემდებარება: ნებისმიერი ცენტრალიზებული სისტემა კორუფციის ძალიან მაღალი ხარისხით გამოირჩვეა ქვედა დონეზე. ადგილობრივი ელიტების არ არსებობა იწვევს კრიმინალური ან კლანური ელიტების გაძლიერებას. შევარდნაძის დროის მასობრივი კორუფცია შეიცვალა სააკაშვილის პერიოდის ელიტარული კორუფციით. იმიტომ კი არა, რომ კორუფციას სააკაშვილი აძლიერებს, უბრალოდ, არსებული სისტემა არ ამართლებს.

 პირიქით ფიქრობს არასამთავრობო ორგანიზაციადემოკრატ მესხთა კავშირისწარმომადგენელი გიორგი ანდღულაძე. მისი აზრით, კორუფცია ცენტრისგან დამოუკიდებლობის შემთხვევაში უფრო მეტი იქნება: თუ ცენტრმა არა, მაშინ ვიღაცამ ხომ მაინც უნდა აკონტროლოს თვითმმართველობა?! სამცხე-ჯავახეთში სულ სამი-ოთხი არასამთვრობო ორგანიზაცია, ერთი რეგიონული გაზეთი და ტელევიზიაა. სამწუხაროდ, საამისოდ მზად არც საზოგადოებაა, გამგეობებს მხოლოდ პირადი პრობლემების მოგვარების მიზნით თუ მიაკითხავენ”.

 ანდღულაძის მოსაზრებას ნაწილობრივ იზიარებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი: ჯერ მოსახლეობის თვითშეგნება იმ დონემდე არაა მისული რომ, ნარჩენების გატანის მოსაკრებელი შეიტანონ ბანკში”.

 ზემოდან რომ მოგცენ თავისუფლება ადგილზე უნდა იყო საამისოდ მზად, - აცხადებსკონსერვატიული პარტიისახალცხიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილიჯერ მოსახლეობა ვერ აცნობიერებს, რომ მათი აქტიურობითა და ჩართულობით, შესაძლოა რაღაც გადაწყდეს. ამაში ლომის წვლილი, რა თქმა უნდა, არსებულ ხელისუფლებას მიუძღვის”.

 დავით ათუნაშვილი მიიჩნევს, რომ დეცენტრალიზაციაზე საუბარი ჯერ ადრეა. თავისუფლები ახლაც ვართ”, - დასძენს იგი.

 დავით ლოსაბერიძის თქმით, კი იმ ექსკლუზიური უფლებების ნუსხა, რომლებსაც დამოუკიდებლად ახორციელებენ თვითმმართველი ერთეულები  განსაკუთრებით, ვარდების რევოლუციის შემდეგ შემცირდა.

 ლოსაბერიძის განმარტებით, თუ შევარდნაძის პერიოდში 600-მილიონიანი ბიუჯეტიდან რეგიონები 240 მილიონს იღებდნენ, ანუ, 40 პროცენტს ბიუჯეტისას. ვარდების რევოლუციის მერე ეს მაჩვენებელი ხუთ პროცენტამდე ჩამოვიდა.

 

ბიუჯეტი და მხოლოდ ადგილობრივი შემოსავლების უკმარისობა დეცენტრალიზაციის საკითხზე საუბრისას ერთგვარიაქილევსის ქუსლია”. იმ შემთხვევაში, როცა ფინანსურად ცენტრზე ხარ დამოკიდებულიდამოუკიდებლობის ფორმაწარმოუდგენელია, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმოამდგნლებისთვისაც.

 საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ლაშა ჭკადუა მიიჩნევს, რომ დეცენტრალიზაციის განხორციელების შემთხვევაში, შემოსავლების ის ნაწილი რომლებიც ცენრალურ ბიუჯეტში მიდის, მუნიციპალიტეტბში უნდა დარჩეს.

 ასე ელემენტარული პრობლემების მოგვარება მაინც იქნება შესაძლებელი, - ამბობს რწმუნებული და დასძენს, რომ ჯერ თვითმმართველობები არა თუU ბიუჯეტის დამოუკიდებლად განკარგვის, რიგი გადაწყვეტილებების ადგილზე მიღებისთვისაც კი არ არიან მზად.

 დარწმუნებული ვარ დეცენტრალიზაციის შემთხვევაში, თვითმმართველობების 20 პროცენტი ბიუჯეტსაც კი ვერ შქმნის, მაგრამ თუ ბავშვი წყლში არ ჩაუშვი, ცურვას ვერ ისწავლის”, - ამბობს დავით ლოსაბერიძე.

 

საქართველოშიჭარბი ინტელექტისიმედი აქვს სამართლის დოქტორს რევაზ გოგშელიძეს: “მით უფრო რეგიონებში ადამინური რესურსი ამოუწურავია. მთავარია, გუნდი სწორად დაკომპლექტდეს”.

 

რამდენადჭარბი გვაქვს ინტელექტი”, რამდენად სწრაფადვისწავლით ცურვასდა რამდენად სწორად შევძლებთ რიგი გადაწყვეტილებების ადგილზე მიღებას, ეს გაზაფხულზე, თვითმმართველობის არჩევნების შმედეგ გაირკვევა.

კანონპროექტი კი ექსპერტიზისათვის ვენეციის კომისიას უკვე გადაეცა. მათგან მიღებული დასკვინის შემდეგ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ პროექტის საბოლოო განხილვა დაიწყება.

  თამუნა უჩიძე, ახალციხე

No comments:

Post a Comment

დატოვე კომენტარი